სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1047
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019218
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/06/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1047  

2015 წლის  25  მაისი  

 ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 63 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქ. გურჯაანში, თამარ მეფის ქ. №9-ში მდებარე 1156 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი − №51.01.60.420) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას.

2.    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                            ირაკლი ღარიბაშვილი