თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.06.2015
გამომცემი ორგანო თერჯოლის მუნიციპალიტეტი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.126.016156
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/06/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.06.2015 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ჩუბინიძე | თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, შესახვევების, ჩიხების,მრავალბინიანი სახლების, სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის
წესის დამტკიცების თაობაზე ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, მოედნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №22
2015 წლის 1 ივნისი
ქ. თერჯოლა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, მოედნების, სკვერების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესი დანართი №1 -ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეავთანდილ ჩუბინიძე
დანართი №1
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი.
წინამდებარე წესი განსაზღვრავს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის პირობებსა და წესს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება.
1.
ბინა მრავალბინიან სახლში – მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების ფართი, რომელიც შეიძლება იყოს ერთ სისტემაში გაერთიანებული მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული სათავსი (სათავსები), რომელიც გამოიყენება საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი, მათ შორის კომერციული მიზნებისათვის.
2.
დაინტერესებული პირი – ნებისმიერი მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონიერი მოსარგებლე, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ნუმერაცია.
3.
კანონიერი მოსარგებლე – ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი, და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს ბინით, შენობით.
4.
შენობა – სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისაგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავადაა დაკავშირებული, რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს, შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით;
5.
ინდექსი – რიცხვით ან ასოითი მაჩვენებელი, რომელიც ციფრს ეწერება მარჯვენა ზედა კუთხეში.
მუხლი 3🔗.
უფლებამოსილი ორგანოები.
გადაწყვეტილებას ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შესახებ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის და საზოგადოებრივი მომსახურების სამსახურის პროექტის გათვალისწინებით იღებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბრძანებით.
მუხლი 4🔗.
ნუმერაციის მოთხოვნა.
1.
ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება დაინტერესებული პირის განცხადების ან/და ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივის საფუძველზე.
2.
ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემთხვევაში განცხადებას თან უნდა ახლდეს დაინტერესებული პირის მიერ აღნიშნული ბინის/ბინების საკუთრების უფლების ან კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 5🔗.
ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, ნუმერაციის საფუძველი.
ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების ნუმერაციის შეცვლის ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს:
ა) შენობის/შენობების ნუმერაციის არარსებობა;
ბ) შენობის/შენობების გაყოფა ან/და შეერთება;
გ) არსებულ დოკუმენტებში შენობის/შენობებისთვის მინიჭებული ნომრების აღრევა;
დ) სხვა ცდომილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შენობის/შენობების ნუმერაციის მოთხოვნა.
მუხლი 6🔗.
მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის საფუძველი.
1.
მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შეცვლის ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს:
ა) სადარბაზოს/სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის არარსებობა;
ბ) ბინის/ბინების გაყოფა ან/და შეერთება;
გ)არსებულ დოკუმენტებში სადარბაზოს/სადარბაზოებისთვის ან/და ბინის/ბინებისთვის მინიჭებული ნომრების არევა;
დ) სხვა ცდომილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სადარბაზოს/სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის მოთხოვნა.
2.
ნუმერაცია დაუშვებელია თუ მესაკუთრეს ან კანონიერ მოსარგებლეს არ გააჩნია ბინით დამოუკიდებლად სარგებლობის შესაძლებლობა და იგი არ შეიძლება წარმოადგენდეს ცალკე უფლების ობიექტს.
3.
მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 7🔗.
ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაცია.
1.
ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, ნუმერაცია ხდება არაბული ციფრით, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში, შენობის სპეციფიკიდან გამომდინარე - არაბულ ციფრზე ინდექსის დამატებით.
2.
მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაცია ხდება არაბული ციფრით ან ციფრზე ქართული ანბანის ასოს დამატებით.
მუხლი 8🔗.
გადაწყვეტილების მიღების წესი
1.
განცხადებას ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შესახებ განიხილავს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის და საზოგადოებრივი მომსახურების სამსახური, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში გამგებელს წარუდგენს ბრძანების პროექტს ნუმერაციის თაობაზე.
2.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობა ბრძანებას დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოებს, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით.