საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესყიდვის პროცედურების სპეციალური წესების გამოყენების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1079
2015 წლის 27 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესყიდვის პროცედურების სპეციალური წესების გამოყენების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, ევროკომისიასთან დადებული საგრანტო ხელშეკრულების (2015 წლის 30 მარტის საგრანტო ხელშეკრულება „სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა - II“, ვადით 30 თვე, თანხით 1.050,000 (ერთი მილიონ ორმოცდაათი ათასი) ევრო, ხელშეკრულების ნომერი №ENPI/2014/350-731) ფარგლებში, რომლის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს ევროკავშირის მიერ დადგენილი წესები ხარჯების გაწევისა და შესყიდვების განხორციელების პროცედურებთან დაკავშირებით, პროექტის განხორციელებისას იხელმძღვანელოს ზემოაღნიშნული პროცედურებით, განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვები და შემდგომში ანგარიში წარუდგინოს გრანტის გამცემს.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესყიდვის პროცედურების სპეციალური წესების გამოყენების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესყიდვის პროცედურების სპეციალური წესების გამოყენების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.05.2015.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესყიდვის პროცედურების სპეციალური წესების გამოყენების შესახებ“?
- „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესყიდვის პროცედურების სპეციალური წესების გამოყენების შესახებ“ მიღებულია 27.05.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1079. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.019192.
- სად არის „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესყიდვის პროცედურების სპეციალური წესების გამოყენების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.05.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესყიდვის პროცედურების სპეციალური წესების გამოყენების შესახებ“, №1079, 27.05.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019192 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.05.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2859340/