საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1084
2015 წლის 28 მაისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის მიერ სხვადასხვა გეოფიზიკური პროცესების მონიტორინგის შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს გრავიტაციული ველის ფარდობითი მნიშვნელობის საზომი ხელსაწყოების სახელმწიფო შესყიდვა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, წინასწარი ანგარიშსწორებით − წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობის გარანტიის წარდგენის გარეშე.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი