ს.ს."გამოფენების ცენტრი"-ს განცხადება - აქციონერთა კრების მოწვევის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/06/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

 

სს „გამოფენების ცენტრის” აქციონერთა საყურადღებოდ

 

სს „გამოფენების ცენტრი“ იწვევს აქციონერებს მორიგ  საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2015 წლის 23 ივნისს, 13:00  საათზე, საზოგადოების იურიდულ მისამართზე: ქ თბილისი, აკაკი წერეთლის გამზ. №118, დირექციის შენობაში.

 

დღის წესრიგი:

1.  წლიური შედეგების განხილვა, დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშის დამტკიცება.

2. მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

3. აუდიტორის არჩევა.

 

სს „გამოფენების ცენტრის” დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაცია იქნება საერთო კრებაზე დამტკიცდეს წარმოდგენილი წლიური ანგარიში და აუდიტორად არჩეულ იქნეს ფირმა შპს „მელიდატან“-ი.

 

 

აქციონერებს კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში შეუძლიათ შეამოწმონ კრებაში მონაწილეობის უფლება მისამართზე: ქ. თბილისი, მოსეშვილის ქუჩა №11, მეშვიდე სართული, შპს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი”; ტელ.: (0322) 251560,10:00 საათიდან 17:00 საათამდე (შესვენება: 14:00 – 15:00). აქციონერებს დეტალური ინფორმაცია დღის წესრიგში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით შეუძლიათ მიიღონ საზოგადოების იურიდიულ მისამართზე, დირექციაში.

 

კრების სააღრიცხვო თარიღი არის 2015 წლის 23 ივნისი.

 

გთხოვთ, კრებაზე დასწრებისას თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი საბუთები.

 

 

სს „გამოფენების ცენტრის” დირექტორი   არჩილ ტყემალაძე