„პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ფინანსური ანგარიშის ფორმებისა და მათი შევსების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 17 აგვისტოს №142/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№77/37
სარეგისტრაციო კოდი
010320010.58.070.016041
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/06/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის

ბრძანება №77/37

2015 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

 

„პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ფინანსური ანგარიშის ფორმებისა და მათი შევსების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 17 აგვისტოს №142/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 

მუხლი 1
„პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ფინანსური ანგარიშის ფორმებისა და მათი შევსების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 17 აგვისტოს №142/37 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 17.08.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010320010.58.070.016004) დამტკიცებულ „პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების შესახებ ანგარიშგების ფორმების შევსების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1.  მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. პარტია ვალდებულია წლიურ საფინანსო დეკლარაციაში ასახოს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვებისადმი დაქვემდებარებული პირის მიერ გაწეული ის ხარჯები, რომლებიც პარტიის საარჩევნო მიზნებსა და საქმიანობას მოხმარდა.“.

 

2. მე-4 მუხლის  შემდეგ  დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

მუხლი 41.  „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლით გათვალისწინებული პირის ფინანსური ანგარიში

1. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლით გათვალისწინებული  პირი, რომელსაც თავად აქვს განცხადებული საარჩევნო მიზნები და ამ მიზნებისათვის გასწევს ხარჯებს, ვალდებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგინოს:

ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში – წლიური საფინანსო დეკლარაცია ამ ბრძანების მე–4 მუხლის პირველი და მე–3 პუნქტებით დადგენილი ფორმითა და წესით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – წლიური საფინანსო დეკლარაცია ამ ბრძანების მე–2 მუხლით დადგენილი ფორმითა და წესით;

ბ) შემოწირულების შესახებ ანგარიში ამ ბრძანების მე–5 მუხლით დადგენილი ფორმითა და წესით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ანგარიშვალდებულება წარმოიშობა პირზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.

3. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში ამ მუხლის    მე–2 პუნქტით გათვალისწინებული პირიდან გამოითხოვოს ინფორმაცია მის ფინანსებთან დაკავშირებით.”.

 

3. 51 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 51. არაფულადი შემოწირულების შეფასების წესი

1. არაფულადი შემოწირულების განხორციელების შემთხვევაში შემოწირულების ოდენობა უნდა განისაზღვროს ქონების ან მომსახურების საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე.

2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში შემოწირულების ოდენობის განსაზღვრის მიზნით შემოწირულების მიმღები ვალდებულია წარმოადგინოს საერთაშორისო საშემფასებლო სტანდარტების (IVS) შესაბამისად მომზადებული აუდიტორული დასკვნა ქონების ან მომსახურების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორილაშა თორდია