„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №14 |
|
2015 წლის 1 ივნისი დ. ჩხოროწყუ
|
1. გამგეობის სტრუქტურული ერთეული არის გამგეობის სამსახური, რომელებიც შესაბამისი სფეროების მიხედვით უზრუნველყოფენ გამგებლის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებენ გამგებლის და მისი დავალებით – საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს.
2. სტრუქტურული ერთეული საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე და გამგებლის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად.
3. სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას უძღვება სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
4. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;
გ) ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და ზედამხედველობის სამსახური;
დ) ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახური;
ე) კულტურის, ძეგლთა დაცვისა და განათლების სამსახური;
ვ) სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური;
ზ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;
თ) სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური;
ი) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური;
კ) შიდა აუდიტის სამსახური.
5. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს მათ საკრებულოს დამტკიცების მიზნით.“.
|