⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (19.11.2017)
გაუქმებულია:

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.06.2015
ძალის დაკარგვა 19.11.2017
გამომცემი ორგანო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.107.016174
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/06/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 661 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.06.2015 მიღება
19.11.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №16 2015 წლის 1 ივნისი დ. ჩხოროწყუ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  შესაბამისად,  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის  დებულება. მუხლი 2🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს დებულება შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის  30  ივლისის  №12  დადგენილების  შესაბამისად. 2. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე. 3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით. 4. სამსახურს აქვს ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით. 5. სამსახური ანგარიშვალდებულია და პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე. 6. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. 7. სამსახურის იურიდიული მისამართია: დ. ჩხოროწყუ, დ. აღმაშენებლის ქ. №1. მუხლი 2🔗. სამსახურის უფლებამოსილება სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება: 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სასპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების  რეაბილიტაციისა და განვითარებისათვის პროგრამების პროექტების მომზადება; დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია. 2. წინადადებების შემუშავება  სპორტის  დაწესებულებებისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად. 3. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა მომზადება და განხორციელება. 4. სპორტულ და ახალგაზრდულ  ღონისძიებათა დაგეგმვა და ორგანიზება, მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების კოორდინაცია. 5. ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლა, წინადადებათა შემუშავება არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. 6. სპორტის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩინებისა და პოპულარიზაციის, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფის ხელშეწყობა. 7. სხვა ორგანიზაცია-დაწესებულებებისათვის  სპორტულ და ახალგაზრდობის საქმეთა საქმიანობაში მეთოდური დახმარების გაწევა. 8. მუნიციპალიტეტის მასშტაბით სპორტული შეჯიბრებებისა  და სხვა ღონისძიებების მოწყობა. 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების სფეროების მიხედვით განაწილების თაობაზე წინადადებების მომზადება და წარდგენა. 10. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შესაბამისი სფეროს  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია. 11.     მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 3🔗. სამსახურის ორგანიზაცია და სტრუქტურა 1. სამსახურის სტრუქტურა განისაზღვრება ამ დებულებით. 2. სამსახურის საშტატო  ნუსხას გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. 3. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი,  რომელიც არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე და რომელსაც   თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. 4. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის; გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს;  სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს; ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; ზ) გამგეობის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;             თ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 5. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი. 6. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება. 7. განყოფილების  საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებას მუნიციპალიტეტის გამგებელი. 8. განყოფილების უფროსი: ა) წარმოადგენს განყოფილებას თავისი მოვალეობის შესრულებისას, წარუდგენს სამსახურის უფროსს  შესაბამის  წინადადებებს, დასკვნებსა და გადაწყველებათა პროექტებს; ბ) თვალყურს ადევნებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, ხელს აწერს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებს; გ) ასრულებს სამსახურის უფროსის დავალებებს. 9. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება უზრუნველყოფს: ა) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და  განხორციელებას; ბ) წინადადებების შემუშავებას მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების საკითხებზე; გ) მუნიციპალიტეტის მაშტაბით სპორტული შეჯიბრებების მოწყობას, ახალგაზრდული და მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების კოორდინაციას; დ) სპორტის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩინებისა და  პოპულარიზაციის ხელშეწყობას; ე) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით; ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. დასკვნითი დებულებები 1. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით საკრებულოს დადგენილებით.  2. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.