ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.06.2015
ძალის დაკარგვა 26.01.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.176.016084
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/06/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე | ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების
შესახებ
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №25
2015 წლის 1 ივნისი
ქ. თელავი
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილ თხლაშიძე
დანართი
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. თვითმმართველი ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესი მიზნად ისახავს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის მექანიზმის განსაზღვრას.
2. სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვრება ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნების მთლიანი მოცულობის 2%-ს, რომელსაც ამ წესის შესაბამისად განკარგავს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი – მერი.
3. დაუშვებელია სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი სახსრებით (გარდა გათანაბრებითი ტრანსფერის) ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის გაზრდა.
4. სარეზერვო ფონდის განსაზღვრისას დამტკიცებული (დაზუსტებული) ბიუჯეტით გათვალისწინებული წლიური გადასახდელების საერთო ასიგნებას აკლდება წინა წლებში წარმოქმნილი ვალის დაფარვისა და მომსახურების (პროცენტის გარდა) ან და სახელმწიფოს მიერ გარანტირებულ სესხზე გადასახდელი თანხა;
მუხლი 2🔗. სარეზერვო ფონდის განკარგვა
1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი გამოიყენება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად როგორიცაა: ადგილობრივი თვითმმართველობის გადაუდებელი ხარჯების დაფინანსება, როდესაც საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ქონებას, ან კანონით დაუცველ სხვა სიკეთეს; წყალდიდობის, მეწყერის, ხანძრის, ქარიშხალის, გადაუდებელი სანიტარიულ-ეპიდემიური ვითარების შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებას, სახელმწიფო ან ადგილობრივი ჯანდაცვითი და სოციალური პროგრამებით გაუთვალისწინებელი ან/და პროგრამით გათვალისწინებული თანხის ამოწურვის შემდეგ, მძიმე ან/და გადაუდებელი შემთხვევების (მათ შორის სარიტუალო ხარჯების) დაფინანსება, დამტკიცებული ბიუჯეტის გადასახდელების შევსებისათვის თუ ობიექტური მიზეზით, რომელიმე მუხლში წარმოიქმნა სახსრების დეფიციტი, და სხვა ისეთი ხარჯების დაფინანსება, რომელიც ბიუჯეტით გათვალისწინებული არ არის და აგრეთვე კანონით არ იკრძალება.
მუხლი 3🔗. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა
1. ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული შედეგების დადგომისას მერის გადაწყვეტილების საფუძველზე (გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას სადაც მითითებული უნდა იყოს თანხის ოდენობა და მიზნობრიობა), თანხას გამოყოფს საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახური.
2. თუ მიიჩნევა საფრთხის აცილებისათვის, ნაწილობრივი აცილებისათვის ან საფრთხის ეფექტის შენელებისათვის საჭირო დაუყოვნებელი ქმედებების განხორციელება, მერი უფლებამოსილია გამოსცეს ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აუცილებლად 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით
3. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან მერის სამართლებრივი აქტის - ბრძანების საფუძველზე გამოყოფილი თანხებით წლიური ბიუჯეტის დაზუსტება განხორციელდეს ბიუჯეტის მორიგი ცვლილებისას.
4. საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 85–ე მუხლის საფუძველზე ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო წარმომადგენლობით ორგანოს წარუდგენს ბიუჯეტის, მათ შორის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების კვარტალურ მიმოხილვას.