ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.06.2015
ძალის დაკარგვა 26.01.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი პროგრამა/ქვეპროგრამა
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/06/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (4)
| ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე | ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| პროგრამული კოდი | პროგრამა/ქვეპროგრამა |
| წლიური გეგმა | მათ შორის: კვარტალების მიხედვით Iკვ IIკვ IIIკვ IVკვ |
| Iკვ | IIკვ |
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №26
2015 წლის 1 ივნისი
ქ. თელავი
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი“, დანართი 1-ის შესაბამისად;
მუხლი 2🔗
ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობის ფორმა დამტკიცდეს დანართი №2-ის შესაბამისად;
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში“ დანართი 3-ის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №22 დადგენილება ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნენების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ “ (www.matsne.gov.ge, 09/09/2014, 2700700000.35.176.016022);
მუხლი 5🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილ თხლაშიძე
დანართი №1
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე.
2. წესი განსაზღვრავს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების მექანიზმს.
მუხლი 2🔗. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების ძირითადი პრინციპები
1. ერთი პრიორიტეტიდან სხვა პრიორიტეტზე ასიგნებების გადანაწილება, გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის, წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა, შეიძლება მხოლოდ დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით.
2. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება.
3. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს, (გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა).
4. ასიგნების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში- მერი) სამართლებრივი აქტის - ბრძანების საფუძველზე.
5. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელების, კოდის შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში.
6. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით მერი უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის, პროგრამული კოდის ან/და პროგრამის დამატება) ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში. ეს ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, უნდა წარედგინოს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან მერის სამართლებრივი აქტის - ბრძანების საფუძველზე გამოყოფილი თანხებით წლიური ბიუჯეტის დაზუსტება განხორციელდეს ბიუჯეტის მორიგი ცვლილებისას.
8. იმ შემთხვევაში, თუ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის დამტკიცებული ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში კვარტალებს შორის ასიგნებების გადანაწილებით არ იცვლება საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებით განსაზღვრული ასიგნებების წლიური მოცულობა, კვარტლებს შორის თანხების გადანაწილებას ახორციელებს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო- საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახური.
მუხლი 3🔗. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნების გადანაწილების მოთხოვნის წარდგენა, განხილვა, შესრულება
1. საბიუჯეტო წლის განმავლობაში ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნების ეფექტურად ხარჯვის მიზნით საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომლისთვისაც არის მიკუთვნებული ეს გადასახდელები, მიმართავს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო - საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურს (შემდგომში საფინანსო - საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურს) ასიგნების გადანაწილების თაობაზე. მიმართვაში საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მოყვანილ უნდა იქნას სათანადო არგუმენტაცია და შესაბამისი დასაბუთება ასიგნების გადანაწილებისა.
2. მოთხოვნა საფინანსო - საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურს წარედგინება წერილობითი სახით იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელის ხემოწერით, რომლისთვისაც არის მიკუთვნებული ეს ასიგნებები. საბიუჯეტო ორგანიზაციას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა წერილის შინაარსსა და ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების მიზანშეწონილობაზე.
3. საფინანსო - საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახური განიხილავს წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას და არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა მერს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს (მოხსენებითი ბარათი ან/და შესაბამისი სამართლებლივი აქტის პროექტი) ასიგნების გადანაწილების თაობაზე.
4. გადანაწილების თაობაზე მერის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მერი გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს, რომლის საფუძველზე საფინანსო - საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახური ატარებს სათანადო ცვლილებას, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. ხოლო გადანაწილებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საბიუჯეტო ორგანიზაციას ეცნობება წერილობით.
5. წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილებაზე დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში საფინანსო - საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახური ამზადებს ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას. ახორციელებს ცვლილებას დამტკიცებული ასიგნებების დაზუსტების მიზნით ბიუჯეტში და ელეტრონული ფორმით ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (E-Budget).
6. ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის ასიგნების საფუძველს წარმოადგენს მერის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ბრძანება.
7. ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობის ელექტრონული ფორმით ასევე ზუსტდება ბიუჯეტის სარეზერვო ფონდით გათვალისწინებული ასიგნებები. ამ შემთხვევაშიც წლიური გეგმის დაზუსტება და ასიგნების გამოყოფა ხორციელდება ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.
დანართი №2
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურის
ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობა №
20 წლის “__” _________
( საბიუჯეტო ორგანიზაციის დასახელება, პროგრამული კოდი)
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ცვლილების საფუძველი, ბრძანება )
20 წლის “__” _________
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ცვლილების შინაარსი)
(ლარებში)
პროგრამული
კოდი
პროგრამა/ქვეპროგრამა
საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლი
ცვლილების თანხა +/-
(გადიდებული, შემცირებული)
წლიური გეგმა
მათ შორის: კვარტალების მიხედვით
Iკვ
IIკვ
IIIკვ
IVკვ
ჯამი
დაფარვის ან მიმართვის წყარო
1. დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან
2. ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან
3. დანარჩენი ცვლილება
საფინანსო საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა
სამსახურის უფროსი:
განყოფილების უფროსი:
დანართი №3
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული
პირების ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში
1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ2.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (შემდგომ - ა(ა)იპ) ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე.
2. ეს წესი არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობით განხორციელებული ცვლილების ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში ასახვის წესს, ასევე საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებში თანხების ასახვის და მათ შორის გადანაწილების მექანიზმებს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში.
3. ეს წესი ადგენს მხოლოდ ბიუჯეტის დაზუსტების პროცედურულ საკითხებს, ხოლო ბიუჯეტის დაზუსტების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თავად შესაბამისი იურიდიული პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით.
4. ა(ა)იპ-ი მოთხოვნას, მისთვის დამტკიცებული ბიუჯეტის განწერაში ასიგნებების გადანაწილებაზე სათანადო არგუმენტაციით და შესაბამისი დასაბუთებით ცვლილების შეტანის შესახებ წარუდგენს საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურს, რომელიც განიხილავს და მიღებული დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ხარჯთაღრიცხვის ცვლილების შესაბამისი ელექტრონული ცნობით ახორციელებს მოთხოვნილი ცვლილების ასახვას ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (E-Budget).
5. განხორციელებული ცვლილებები ა(ა)იპ-ისათვის ხელმისაწვდომი ხდება ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.