„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
მუხლი 1.„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №22(29), 1999 წ., მუხ. 104) 45-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის VIII თავი:
„თავი VIII
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
მუხლი 451. გარდამავალი დებულებები
1. 2004 წლის 13 სექტემბრიდან 2007 წლის 1 იანვრამდე ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით სავალდებულო, პერიოდულ, სახელმწიფო ტექნიკური დათვალიერების გავლას ექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლოატაციაში არსებული და დადგენილი წესით რეგისტრირებული მხოლოდ ის სატრანსპორტო საშუალებები:
ა) რომლებითაც ხორციელდება „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-10–მე-15, მე-18 და მე-19 პუნქტებით გათვალისწინებული სამგზავრო გადაყვანა, გარდა ადგილობრივი სატაქსო გადაყვანისა, აგრეთვე მე-19 პუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო გადა-ზიდვები.
ბ) რომელთაც 3 ტონა და მეტი ტვირთამწეობა გააჩნია.“.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით სახელმწიფო ტექნიკური დათვალიერება შეიძლება განხორციელდეს ნებაყოფლობით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალების სახელ-მწიფო ტექნიკური დათვალიერების გავლა არ არის სავალდებულო, არ გამოიყენება ამ კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-13 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები ტექნიკური დათვალიერების გავლის მოთხოვნისა და ამის დამადასტურებელ საბუთთან დაკავშირებით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 26 ოქტომბერი.
№513-IIს