ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 03.06.2015
ძალის დაკარგვა 05.10.2018
გამომცემი ორგანო ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.113.016232
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/06/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია | ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 03.10.2018
დოკუმენტის ტექსტი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №25
2015 წლის 3 ივნისი
ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20, 25-ე მუხლების და „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმა, თანახმად №1 დანართისა.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა, თანახმად №2 დანართისა.
მუხლი 3🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
1.
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 დეკემბრის №43 დადგენილება (სსმ 64, 16/12/2010 სახ. კოდ: 040110030.35.113.016019);
2.
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საკუთრების მოწმობის ტიპიური ფორმის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 დეკემბრის №44 დადგენილება (სსმ 64, 16/12/2010 სახ.კოდ: 040110030.35.113.016020);
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია
დანართი 1
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სააუქციონო კომისია
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი №---------
ოზურგეთი 20 წელი
1.
ეს ოქმი (დაპირება) გაიცა
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(გამარჯვებული მყიდველი) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/იურიდიული პირის სამართლებრივ–ორგანიზაციული ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების მონაცემები)
;
2.
მასზედ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს და„მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშორების წესების“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად მუნიციპალიტეტის ქონების
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––---------
(დასახელება, მისამართი, მონაცემები საჯარო რეესტრიდან)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ქონების საწყისი საფასური ––––––––––––––––– (–––––––––––––––––––)
ციფრებით სიტყვიერად
;
3.
შემდგომში პრივატიზების მიზნით ––––––––––––––––––––––––––––––––––– სააუქციონო კომისიის მიერ 20 წლის –––––––––––– მოწყობილ საჯარო აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული საფასურის
––––--––––– (–––––––-----–––––––) ლარი
ციფრებით სიტყვიერად
საფუძველზე ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში მყიდველი) და მას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს და „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშორების წესების“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად, ოქმით (დაპირებით) ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან, მათ შორის ინფორმაცია ქონების დატვირთვის თაობაზე) –––––––– შემდგომში – ქონება.
4.
მყიდველი ვალდებულია საჯარო აუქციონზე შეძენილი ქონების საფასური (საბოლოო თანხა) გადაიხადოს საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე
№ –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
5.
მყიდველს გადახდილი „ბე“ ეთვლება ანგარიშსწორებისას.
6.
მყიდველს უფლება არ აქვს საკუთრების დადასტურებამდე განკარგოს, დააგირაოს, იპოთეკით ან/და სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება.
7.
თუ მყიდველი დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების საბოლოო თანხას, აუქციონის შედეგები უქმდება და მყიდველს არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი „ბე“ უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდება.
8.
მყიდველის მიერ საბოლოო თანხის დადგენილ ვადაში სრულად გადახდის შემდეგ მასზე გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.
9.
მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმონის გაცემის და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ.
10.
ოქმიდან (დაპირებიდან) წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
11.
ოქმი (დაპირება) შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად. ერთი რჩება მუნიციპალიტეტის ქონების განმკარგავ სუბიექტს (შემდგომში–განმკარგავი), ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს.
12.
მყიდველი ადასტურებს რომ, გაეცნო და ეთანხმება ოქმის (ხელშეკრულების) შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს ამ ოქმს (ხელშეკრულებას).
13.
ოქმს (დაპირებას), რომელიც გამყიდველთან რჩება თან ერთვის:
ა) ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია, მყიდველის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;
გ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით – წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადსტურებელი დოკუმენტი.
კომისიის თავმჯდომარე –––––––––––––––––– ––––––––––––––––––
ხელმოწერა სახელი და გვარი
საჯარო აუქციონში გამარჯვებული პირი
(მყიდველი) ––––––––––––– –––––––––––––––––
ხელმოწერა სახელი და გვარი
ბეჭდის ადგილი.
დანართი 2
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა
ეძლევა _____________________________________________________________________
მესაკუთრე, მისამართი
___________________________ მასზე, რომ მას გადაეცა საკუთრებაში _________________
ობიექტის დასახელება და ობიექტის მისამართი
მიწის ფართობი ____________________ კვ. მეტრი, ______________________________________
მიწათსარგებლობის ფორმა
შენობა-ნაგებობა ____________________ კვ. მეტრი.
საფუძველი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სააუქციონო კომისიის მიერ გამართული საჯარო აუქციონის შედეგების ოქმი № _______ 20 წლის „_____“ ____________________“, საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (დაპირება) № _______ 20 წლის „_____“ ____________________“, და მიღება-ჩაბარების აქტი 20 წლის „_____“ ___________“,
მოწმობა შედგენილია სამ ეგზემპლარად, ორი ეგზემპლარი გადაეცემა მყიდველს, ხოლო ერთი ეგზემპლარი რჩება გამყიდველს.
მოწმობა ძალაშია საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმთან (დაპირებასთან) და მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად, რომელიც წარმოადგენს მოწმობის განუყოფელ ნაწილს.
გაცემულია 20 წლის „_____“ ____________________“