დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების პროგრამის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 02.06.2015
ძალის დაკარგვა 08.11.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №245
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.018630
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/06/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №245
2015 წლის 2 ივნისი
ქ. თბილისი
დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების პროგრამის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიისა და საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის 2015-2018 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 აგვისტოს №199 დადგენილებისა და „საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის „დასაქმების და პროფესიული განათლებისა და გადამზადების“ საფინანსო შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის №2181 განკარგულების შესაბამისად, დამტკიცდეს „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების“ პროგრამა თანდართული რედაქციით.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების პროგრამა
მუხლი 1🔗. მიზანი და ამოცანები
1. პროგრამის მიზანია ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარება/განხორციელება.
2. პროგრამის ამოცანებია:
ა) საშუამავლო მომსახურების განვითარება;
ბ) სამუშაოს მაძიებელთათვის ზოგადი (ჯგუფური და ინდივიდუალური) კონსულტირებების განვითარება;
გ) პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურებების დანერგვა-განვითარება;
დ) მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშემწყობი მექანიზმების შემუშავება;
ე) შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების ტენდენციების გამოვლენისა და კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა;
ვ) დასაქმების ხელშეწყობის საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება.
მუხლი 2🔗. პროგრამის სამიზნე ჯგუფი
პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ:
ა) შრომის ბაზრის საინფორმაციო მართვის სისტემაში (worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები;
ბ) სოციალური პარტნიორები;
გ) მასმედიის წარმომადგენლები.
მუხლი 3🔗. პროგრამის ღონისძიებები
1. დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებების შეფასება/ანალიზი.
2. შრომის ბაზრის საინფორმაციო მართვის სისტემის (Worknet.gov.ge) განვითარება.
3. შრომის ბაზარზე ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტირების მომსახურებების გაწევა მუნიციპალურ დონეზე.
4. სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ პროფკონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურებების გაწევა მუნიციპალურ დონეზე.
5. დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის განვითარება მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობის მოდელების შემუშავებისა და პილოტირების მიზნით.
6. დასაქმების ფორუმების მოწყობა.
7. დასაქმების ხელშეწყობის საკითხებთან და არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, სოციალურ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, პერიოდული კონფერენციების მოწყობა.
8. შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიებისა და საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენის მიზნით, თვისებრივი კვარტალური კვლევების განხორციელება/მონიტორინგი.
9. ბეჭდვითი გამომცემლობების, ტელე-რადიო მაუწყებლობის ჟურნალისტებისა და საზოგადოების დაინტერესებული მხარეების ცნობიერების ამაღლების მიზნით, დასაქმების თემებზე ტრენინგ/სემინარების ორგანიზება.
მუხლი 4🔗. პროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსების წყარო
1. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარით.
2. პროგრამის (მათ შორის, პროგრამის ადმინისტრირების ხარჯების) დაფინანსების წყაროა „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამისთვის“ (35 05 − პროგრამული კოდი) გათვალისწინებული ასიგნება.
მუხლი 5🔗. პროგრამის შესრულების ინდიკატორები
პროგრამის შესრულების ინდიკატორებია:
ა) შრომის ბაზრის საინფორმაციო მართვის სისტემის (worknet.gov.ge) ძირითადი მოდულები − სამუშაოს მაძიებელთა, დამსაქმებელთა, ვაკანსიების, საგანმანათლებლო პროვაიდერების პროფილები, სტატისტიკურ მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების უკუკავშირი და ანალიზი − ფუნქციონირებს გამართულად;
ბ) მომსახურების მიმწოდებელ − სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა რაიონულ ცენტრში ხორციელდება ზოგადი (ჯგუფური და ინდივიდუალური) კონსულტირებები;
გ) შემუშავებული პროფკონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის მეთოდური გზამკვლევის შესაბამისად, მომსახურების მიწოდება ხორციელდება სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს არანაკლებ 10 ტერიტორიულ ცენტრში;
დ) ჩატარებულია მინიმუმ ერთი ფორუმი. ფორუმში მონაწილე სამუშაოს მაძიებელთა და დამსაქმებელთა რაოდენობა, ფორუმის შედეგად დასაქმებულთა რაოდენობა (1-6 თვე);
ე) მოწყვლადი ჯგუფების სამუშაოს მაძიებელთა ღია შრომის ბაზარზე ჩართვისათვის შემუშავებულია ხელშემწყობი ფაქტორები, კონკრეტული წინადადებები მომზადებულია და დაწყებულია მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების მოდელების პილოტირება;
ვ) ჩატარებულია მინიმუმ 1 კონფერენცია დასაქმების ხელშეწყობის საკითხებთან და არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით;
ზ) ცნობიერების ამაღლების მიზნით, დასაქმების ხელშეწყობის საკითხებზე ჩატარებული ტრენინგების საფუძველზე გადამზადებული ჟურნალისტების რაოდენობა.
მუხლი 6🔗. პროგრამის განმახორციელებელი
პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი.