„მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 20 თებერვლის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №244 |
|
2015 წლის 2 ივნისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 20 თებერვლის №30 დადგენილებაში (სსმ, 22/02/2008, 440.050.000.10.003.000.974) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. საქართველოში სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალური ამოქმედებისა და საგრანტო დაფინანსების გზით მეცნიერებისა და მეცნიერების პოლიტიკაზე მომუშავე პირების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ცხოვრებაში ინტეგრაციის მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის, „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული დებულება მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესის შესახებ.“.
2. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.“.
3. პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების: ა) მე-3 მუხლის: ა.ა) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საკონკურსო კომისიის შექმნას, რომელიც ამ დებულების მე-7 მუხლით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეაფასებს წარდგენილ განაცხადებს;“; ა.ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-4 მუხლის: ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამოგზაურო გრანტი გაიცემა შემდეგ საერთაშორისო ან რეგიონულ სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად: ა) კონფერენცია; ბ) კონგრესი; გ) ფორუმი; დ) სიმპოზიუმი; ე) სამუშაო შეხვედრა (სამეცნიერო სემინარი/Workshop); ვ) კონფერენციის, კონგრესის წინა ღონისძიება (მოკლევადიანი სემინარი, ტრენინგი) მხოლოდ ახალგაზრდა მეცნიერთათვის (დოქტორანტი, ან დოქტორი, რომელსაც დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა კონკურსის გამოცხადების თარიღიდან ბოლო 7 წლის პერიოდში).“; ბ.ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სამოგზაურო გრანტის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ პირებს მიღებული უნდა ჰქონდეთ მოწვევა სამეცნიერო ღონისძიების ორგანიზატორისაგან და მათ მიერ შეთავაზებული მოხსენების (ზეპირი ან სასტენდო) პროგრამაში ჩასმის დადასტურების საბუთი. 5. სამოგზაურო გრანტის მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქე ყველა ფიზიკურ პირს, რომლებსაც აქვთ დოქტორის, მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, აგრეთვე იმ პირებს, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში.“; ბ.გ) მე-9 პუნქტის: ბ.გ.ა) „ა“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) კონფერენციის, კონგრესის წინა ღონისძიების (მოკლე სემინარის, ტრენინგის) სარეგისტრაციო გადასახადს მხოლოდ ახალგაზრდა მეცნიერთათვის (დოქტორანტი ან დოქტორი, რომელსაც დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა კონკურსის გამოცხადების თარიღიდან ბოლო 7 წლის პერიოდში), თუ იგი გადახდილია ფონდის მიერ იმ კონკურსის გამოცხადების შემდეგ, რომელშიც გამარჯვებული საგრანტო პროექტი ფინანსდება.“; ბ.გ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ტრანსპორტით (საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო ტრანსპორტი დანიშნულების ადგილამდე; მხოლოდ ეკონომკლასის ბილეთი) ორმხრივი მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას;“; გ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. გრანტის მიმღები ანგარიშვალდებულია, ღონისძიებიდან დაბრუნების შემდეგ, 10 დღის ვადაში, წარადგინოს მოხსენებითი ანგარიში და აგრეთვე 2 თვის ვადაში გააკეთოს პრეზენტაცია მოხსენებისა და კონფერენციის შესახებ ფონდის მიერ უზრუნველყოფილ საჯარო ღონისძიებაზე (საჯარო ლექციების/სემინარების სერიაში).“; დ) მე-6 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 მუხლი: „მუხლი 7. შეფასების კრიტერიუმები
შენიშვნა: ერთნაირი ქულების შემთხვევაში, პრიორიტეტულია პირველი კრიტერიუმის ქულა, ესეც თუ დაემთხვა − ფინანსდება ნაკლები ბიუჯეტის მქონე პროექტი.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 20 თებერვლის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 20 თებერვლის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.06.2015.
- როდის იქნა მიღებული „მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 20 თებერვლის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 20 თებერვლის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 02.06.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №244. სარეგისტრაციო კოდი — 440050000.10.003.018629.
- რამდენი მუხლისგან შედგება „მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 20 თებერვლის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 20 თებერვლის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 20 თებერვლის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.06.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 20 თებერვლის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №244, 02.06.2015, სარეგისტრაციო კოდი 440050000.10.003.018629 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.06.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2863007/