„თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.06.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №252
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.018637
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/06/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,826 სიტყვა · ~9 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი
იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და რომელსაც „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მინიჭებული აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი
მუხლი 2
ხელშეკრულება − მონაწილესა და სააგენტოს შორის გაფორმებული იჯ
არის ხელშეკრულება თხილის საწარმოო ინფრასტრუქტურით სარგებლობის შესახებ
მუხლი 2
საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP
Hazard Analysis and Critical Control Points)  სისტემა − სისტემა, რომელიც საფრთხეების იდენტიფიცირებითა და მათი კონტროლის განხორციელებით, უვნებელი სურსათის წარმოების შესაძლებლობას იძლევა
მუხლი 2
გლობალური სოფლის მეურნეობის საუკეთესო პრაქტიკა  (Global GAP
Global good agriculture practice) − საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც საკონტროლო წერტილების დადგენითა და მათი კონტროლის განხორციელებით უზრუნველყოფს ფერმერული მეურნეობების ინტეგრირებულ მართვასა და პირველად წარმოებაში უვნებელი სურსათის მიღებას
მუხლი 2
ახალგაზრდა − ფიზიკური პირი, რომელიც
არის 18-დან 35 წლამდე ასაკის
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 93% 07.07.2017 ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 91% 18.01.2016 მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 90% 26.01.2017 თემზე დაფუძნებული ადგილობრივი მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 90% 28.12.2023 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონებისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 28.03.2025

დოკუმენტის ტექსტი

„თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №252 2015 წლის 4 ივნისი ქ.თბილისი „თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით“ სახელმწიფო პროგრამა. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული „თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით“ სახელმწიფო პროგრამის დაფინანსება განხორციელდეს  „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქვეპროგრამიდან „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის ღონისძიებები“ (პროგრამული კოდი:  37 01 05).  მუხლი 3🔗 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​1 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ − სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიეცეს უფლება, ამ დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის საინფორმაციო კამპანიის  ჩატარებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურებების, აგრეთვე საწარმოო ინფრასტრუქტურის  მოსაწყობად საჭირო ინვენტარისა  და დანადგარების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.  მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი  „თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით“  სახელმწიფო პროგრამა მუხლი 1🔗.  ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე სახელმწიფო პროგრამა „თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით“ (შემდგომში − პროგრამა) წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დარგში კოოპერაციის განვითარების მხარდაჭერის ერთ-ერთ ღონისძიებას, რომელიც ხორციელდება საქართველოში თხილის წარმოების ხელშეწყობის მიზნით. 2.  პროგრამის მიზნებს  წარმოადგენს: ა) თხილის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ინტეგრირებული სისტემების (ერთიანი ციკლის) შექმნის წინაპირობის უზრუნველყოფა; ბ) თხილის თვითღირებულების შემცირება; გ) წარმოებული თხილის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების ზრდა; დ) თხილის საექსპორტო პოტენციალის ზრდა; ე) სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციაში ჩართვის გზით, მოსახლეობის სამეწარმეო კულტურის დონის ამაღლება; ვ) სოფლად მოსახლეობის სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. 3.  პროგრამის ამოცანებს წარმოადგენს: ა) თხილის მწარმოებლების/პოტენციური მწარმოებლების ცნობადობის ამაღლება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის შესახებ; ბ)  თხილის საწარმოო  ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება; გ) თხილის საწარმოო ინფრასტრუქტურით სარგებლობის შესაძლებლობის მინიჭების გზით, თხილის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ჩამოყალიბების, განვითარებისა და გაძლიერების სტიმულირება; დ) თხილის მწარმოებელ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში მმართველობის ეფექტური სისტემის დანერგვის ხელშეწყობა; ე) თხილის მწარმოებელ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის სტიმულირება. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ა) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი – იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და რომელსაც „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მინიჭებული აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი; ბ) მონაწილე −  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომლის მონაწილეობაც პროგრამაში დადასტურებულ იქნა სსიპ − სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) მიერ და რომელთანაც გაფორმებულია იჯარის ხელშეკრულება; გ) ხელშეკრულება − მონაწილესა და სააგენტოს შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება თხილის საწარმოო ინფრასტრუქტურით სარგებლობის შესახებ; დ) საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP – Hazard Analysis and Critical Control Points)  სისტემა − სისტემა, რომელიც საფრთხეების იდენტიფიცირებითა და მათი კონტროლის განხორციელებით, უვნებელი სურსათის წარმოების შესაძლებლობას იძლევა; ე) გლობალური სოფლის მეურნეობის საუკეთესო პრაქტიკა  (Global GAP – Global good agriculture practice) − საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც საკონტროლო წერტილების დადგენითა და მათი კონტროლის განხორციელებით უზრუნველყოფს ფერმერული მეურნეობების ინტეგრირებულ მართვასა და პირველად წარმოებაში უვნებელი სურსათის მიღებას; ვ) მოწყვლადი ჯგუფი −  იმ ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც მოკლებულნი არიან გარკვეულ პრივილეგიებს ან ხელი არ მიუწვდებათ ისეთ საზოგადოებრივ ასპექტებზე, როგორებიც სხვებისათვის ადვილად ხელმისაწვდომია. მოცემული პროგრამის მიზნებისათვის მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებად ითვლებიან: იძულებით გადაადგილებული პირები; სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებული პირები; სოციალურად დაუცველი პირები; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები; ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მდებარე დასახლებებში მცხოვრები პირები; კონფლიქტის ზონის მოსაზღვრედ მცხოვრები პირები; ზ) ახალგაზრდა − ფიზიკური პირი, რომელიც არის 18-დან 35 წლამდე ასაკის; თ) საწარმოო ინფრასტრუქტურა −  ამ პროგრამის ფარგლებში თხილის გაშრობისა და დასაწყობებისათვის განკუთვნილი შესაბამისი მოწყობილობებითა და დანადგარებით აღჭურვილი შენობა-ნაგებობა(ები) და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი. მუხლი 3🔗.  პროგრამის ღონისძიებები და გეოგრაფიული არეალი 1. პროგრამა მოიცავს ღონისძიებებს შემდეგი მიმართულებების შესაბამისად: ა) მიწის ნაკვეთის პროგრამის ძირითადი განმახორციელებლისათვის გადაცემა; ბ) საინფორმაციო კამპანია; გ) საწარმოო ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება; დ) პროგრამის მონაწილესთან საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება; ე) საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა; ვ) პროგრამის მონიტორინგი; ზ) პროგრამის მონაწილისათვის ქონების საკუთრებაში გადაცემა. 2. პროგრამის ფარგლებში საწარმოო ინფრასტუქტურის ჩამოყალიბება ხორციელდება  ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. 3. პროგრამის მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის, როგორც იურიდიული, ასევე ფაქტობრივი საქმიანობის მისამართი უნდა იყოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. 4.  პროგრამის მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრი ფიზიკური პირის რეგისტრაციისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილები, ისევე, როგორც წევრი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის იურიდიული  და ფაქტობრივი საქმიანობის მისამართები  შესაძლებელია, იყოს საქართველოს ნებისმიერ  მუნიციპალიტეტში. მუხლი 4🔗.  მიწის ნაკვეთის  პროგრამის ძირითადი განმახორციელებლისათვის გადაცემა 1. პროგრამის განმახორციელებლის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან ან/და სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით ხორციელდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მოძიება, რომლის ფართობიც შეადგენს დაახლოებით 1 (ერთი) ჰექტარს და რომლის ფიზიკური და ლანდშაფტური მახასიათებლებიც იძლევა მასზე პროგრამით გათვალისწინებული საწარმოო ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბების საშუალებას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის  საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი კანონმდებლობით დადგენილი წესით, აუქციონის გარეშე, სარგებლობის უფლებით, უვადოდ და უსასყიდლოდ გადაეცემა სსიპ − სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს. მუხლი 5🔗.  საინფორმაციო კამპანია 1. პროგრამის  შესახებ  მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება საინფორმაციო კამპანიის მეშვეობით, რომელიც მოიცავს ინფორმაციის მიწოდებას მედია-საშუალებების, მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრებისა თუ სხვა მექანიზმის გამოყენებით. 2. მოსახლეობასთან შეხვედრების მიზანს წარმოადგენს თხილის მწარმოებლების/პოტენციური მწარმოებლების − მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მომავალი წევრების იდენტიფიკაცია  და ამ უკანასკნელთათვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ძირითადი დანიშნულებისა და პრინციპების, ასევე პროგრამის არსისა და მასში მონაწილეობის პროცედურების შესახებ ინფორმაციის  მიწოდება. მუხლი 6🔗.  საწარმოო ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება 1. საწარმოო ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება ხორციელდება პროგრამის მე-4 მუხლში აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე. 2.   საწარმოო ინფრასტრუქტურა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) მოიცავს შენობა-ნაგებობას(ებს), რომელშიც ხორციელდება თხილის საშრობი მანქანა-დანადგარების/ინვენტარისა და სასაწყობო ფართის მოწყობა; ბ) იძლევა ყოველდღიურად  არანაკლებ 24 (ოცდაოთხი) ტონამდე თხილის  შესანახად მომზადების (გამოშრობის) საშუალებას; გ)  იძლევა ერთდროულად 500 (ხუთასი) ტონამდე თხილის შენახვის (დასაწყობების) საშუალებას; დ) საწარმოო ინფრასტრუქტურა თავისი ძირითადი კონსტრუქციებისა და სხვა დანადგარების რაოდენობრივი, თვისობრივი და ლოკალიზაციის მახასიათებლებით არ საჭიროებს მნიშვნელოვან ცვლილებას (მონტაჟი/დემონტაჟი/რეკონსტრუქცია) მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ პროგრამის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელებისას. მუხლი 7🔗.  პროგრამის მონაწილესთან საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება 1. საწარმოო ინფრასტრუქტურის გადაცემა პროგრამის მონაწილისათვის ხორციელდება სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასყიდლით, აუქციონის გარეშე. 2. ქონების სარგებლობაში მისაღებად პროგრამის მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი უნდა აკმაყოფილებდეს  კანონმდებლობით დადგენილ და ამ პროგრამის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებს. 3. საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების საფუძველზე, პროგრამის მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან ფორმდება იჯარის ხელშეკრულება, რომლის ვადაც შეადგენს 5 (ხუთი) წელს. 4. იჯარის ხელშეკრულების ვადამდე ნებისმიერი საფუძვლით შეწყვეტის შემთხვევაში, ხორციელდება ქონების სარგებლობაში გადაცემა სხვა ან იმავე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისათვის ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ფორმით. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში,   სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს,  რომელთანაც შეწყდა იჯარის ხელშეკრულება, განმეორებით   ქონების სარგებლობაში მიღების უფლება არა აქვს, თუ : ა)  ხელშეკრულება შეწყდა თავად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ინიციატივით; ბ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ კანონით, დადგენილებითა თუ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების გამო.  6. ყოველი მომდევნო იჯარის ხელშეკრულების  ვადა არ უნდა აღემატებოდეს პირველი იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხელშეკრულების მოქმედების ვადას. 7.  იჯარის მთელი პერიოდის განმავლობაში პროგრამის მონაწილე ვალდებულია, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით, პროგრამითა და იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მასზე დაკისრებული ვალდებულებები და ხელი შეუწყოს პროგრამის განმახორციელებლებს,  შეუფერხებლად უზრუნველყონ პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება. 8. მონაწილის მიერ ამ  მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში,  პროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია, მონაწილეს დააკისროს შესაბამისი პირგასამტეხლო. მუხლი 8🔗.  საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის უზრუნველყოფა მონაწილის მიერ ამ დადგენილების მე-11  მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, პროგრამის განმახორციელებლის მიერ ხორციელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისათვის შესაბამისი საკონსულტაციო მომსახურების გაწევა, რომლის ხარჯებიც იფარება პროგრამის განმახორციელებლის მიერ. მუხლი 9🔗.  პროგრამის მონაწილის მონიტორინგი 1. მონაწილის მხრიდან საქართველოს კანონმდებლობით, პროგრამითა და იჯარის ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესრულებაზე მონიტორინგი ხორციელდება პროგრამის განმახორციელებლის მიერ, როგორც გეგმურად და არაგეგმურად, კამერალური და გასვლითი მონიტორინგის ღონისძიებების მეშვეობით, ასევე აუდიტის საშუალებით. 2. ყოველი საფინანსო წლის დასრულებიდან 3 (სამი) თვის ვადაში ტარდება  ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომლის ღირებულებაც იფარება პროგრამის განმახორციელებლის მიერ. 3. მონაწილე ვალდებულია, მონიტორინგის/აუდიტის თითოეული ღონისძიების გატარებისას ხელი  შეუწყოს  მონიტორინგის/აუდიტის ჩამტარებელს, ასევე გონივრულ ვადაში უზრუნველყოს მონიტორინგის/აუდიტის ჩამტარებლის მიერ დადგენილი ხარვეზების აღმოფხვრა და გაცემული რეკომენდაციების დაცვა. მუხლი 10🔗.  პროგრამის მონაწილისათვის ქონების საკუთრებაში გადაცემა 1. მონაწილის მხრიდან საქართველოს კანონმდებლობით, პროგრამითა და იჯარის ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესრულების შემთხვევაში, მონაწილე უფლებამოსილია, საიჯარო ვადის ამოწურვის შემდეგ მოითხოვოს იჯარით აღებული ქონების პირდაპირი მიყიდვის წესით მისთვის გადაცემა, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2.  იჯარით აღებული ქონების პრივატიზების შესახებ მოთხოვნის უფლება საიჯარო ვადის ამოწურვამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს გააჩნია იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის დაყენების მომენტში მას უკვე უზრუნველყოფილი აქვს ამ პროგრამის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საერთაშორისო სტანდარტებისა და პრინციპების დანერგვა. 3.  ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საწარმოო ინფრასტრუქტურა პირდაპირი მიყიდვის ფორმით, პრივატიზების გზით, გადაეცემა პროგრამის მონაწილეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. საქართველოს მთავრობის მიერ საპრივატიზებო ქონების საპრივატიზებო საფასური დგინდება შემდეგნაირად: პირდაპირი მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას არსებული ქონების საბალანსო ღირებულებას გამოკლებული მონაწილის მიერ მთელი საიჯარო პერიოდის განმავლობაში გადახდილი თანხა. 5. ამ პუნქტით გათვალისწინებულ პირობათაგან ერთ-ერთის არსებობის  შემთხვევაში, ქონების პრივატიზება ხორციელდება  კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით: ა) მონაწილესთან საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტა განხორციელდა 2019 წლის 1 მარტის შემდგომ და მიზანშეწონილად არ არის მიჩნეული დარჩენილი პერიოდისათვის ახალი  საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება; ბ) საიჯარო ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდგომ, მონაწილემ არ დააფიქსირა ქონების პრივატიზების სურვილი; გ) საიჯარო ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდგომ დადგინდა, რომ მონაწილე არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ქონების პრივატიზების მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით  დადგენილ მოთხოვნებს, ასევე დანერგილი აქვს Global GAP-ი. მუხლი 11🔗.  პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დადგენილი პირობები 1. პროგრამის ფარგლებში ქონების სარგებლობაში ან/და საკუთრებაში მიღების უფლება აქვთ იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის  წარდგენის მომენტში აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს: ა) განმცხადებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი საქმიანობას ახორციელებს თხილის წარმოებაში და რეგისტრირებულია ბიზნესოპერატორად; ბ) განმცხადებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი საქმიანობას ახორციელებს „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით დადგენილი პრინციპებისა და დებულებების სრული დაცვით; გ) განმცხადებელ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს განაცხადის წარდგენის მომენტისათვის სსიპ − სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსაგან არ აქვს მიღებული რეკომენდაცია საქმიანობაში დაფიქსირებული ხარვეზის გამოსწორების შესახებ.  იმ შემთხვევაში, თუ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს მსგავსი რეკომენდაცია მიღებული აქვს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი განაცხადის წარდგენისას ასევე წარადგენს  ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ  შესაბამის მტკიცებულებას; დ) განმცხადებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიე ფიზიკურ პირთა რაოდენობა არ არის 500-ზე ნაკლები.  მოცემული პროგრამის მიზნებისათვის, ფიზიკურ პირთა საერთო რაოდენობაში ჩაითვლებიან ასევე ის ფიზიკური პირები, რომლებიც წარმოადგენენ განმცხადებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კოოპერატივის მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეებს; ე) განმცხადებელ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს არ გააჩნია ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება; ვ) განმცხადებელ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს  არ გააჩნია ვადაგადაცილებული საკრედიტო დავალიანება ფინანსურ ინსტიტუტებსა თუ სხვა იურიდიულ ან/და ფიზიკურ პირებთან; ზ) განმცხადებელ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს ან/და მის წევრებს საკუთრებაში ან/და განცხადების შეტანის მომენტიდან მინიმუმ  10-წლიანი საიჯარო ვადით სარგებლობაში აქვთ სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომელზეც გაშენებულია თხილის ბაღები და რომელთა ჯამური ფართობი შეადგენს მინიმუმ 500  ჰექტარს; თ) განმცხადებელ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში ჩამოყალიბებულია სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც შედგება არანაკლებ 10 წევრისაგან; ი)  განმცხადებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამგეობა შედგება არანაკლებ 3 (სამი) წევრისაგან, რომელთაგანაც მინიმუმ ორი წარმოადგენს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს; კ) განმცხადებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირები წარმომადგენლობას ახორციელებენ ერთობლივად; ლ) განმცხადებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირთაგან მინიმუმ 2 კანდიდატურა შეთანხმებულია სააგენტოსთან; მ) განმცხადებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეთა ან/და მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეთა არანაკლებ 31%-ს  შეადგენენ ქალები, ახალგაზრდები ან/და მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები. 2. მონაწილე ვალდებულია, იჯარის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შეასრულოს შემდეგი  პირობები: ა) 2018 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს  გლობალური სოფლის მეურნეობის საუკეთესო პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის თითოეული წევრის მფლობელობაში არსებულ იმ მეურნეობაში, რომელში მოყვანილი თხილიც ექვემდებარება იჯარით აღებულ საწარმოო ინფრასტრუქტურაში გადამუშავებას ან/და დასაწყობებას; ბ)  იჯარით აღებულ საწარმოო ინფრასტრუქტურაში 2019 წლის 1 ივნისამდე  დანერგოს სურსათის უვნებლობის პროცედურები  საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის პრინციპების შესაბამისად. 3. განმცხადებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ წარსადგენი დოკუმენტების ნუსხას განსაზღვრავს სააგენტო. მუხლი 12🔗. პროგრამის განმახორციელებლები 1. პროგრამის განხორციელების კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 2. პროგრამის ძირითადი განმახორციელებელია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო. 3. პროექტის განხორციელებაში მონაწილეობენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები, რომლებიც უზრუნველყოფენ პროგრამის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ მოსახლეობასთან შეხვედრების მომზადებას (ადგილობრივ თვითმმართველობებთან კოორდინაცია; შეხვედრების ადგილების შერჩევა და მოწყობა; შეხვედრების მონაწილეთა წინასწარი ინფორმირებისა და შეკრების უზრუნველყოფა).