სს „საქუნივერსალის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „საქუნივერსალის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის თაობაზე
სააქციო საზოგადოება „საქუნივერსალის“ (ს.კ. 201950950) გენერალური დირექტორი იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერთა კრებას, რომელიც გაიმართება 2015 წლის 28 ივნისს, 14 საათზე, მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N41, მეექვსე სართული.
დღის წესრიგი:
1. საზოგადოების ძველი სამეთვალყურეო საბჭოს გამოწვევა და ახალი სამეთვალყრურეო საბჭოს არჩევა.
2. წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება.
3. საზოგადოების ელექტრონული ფოსტის რეკვიზიტების განსაზღვრა.
დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „საქუნივერსალის“ დირექტორატში, ხოლო განმარტებების მისაღებად, მოთხოვნა წერილობით უნდა იქნეს დაყენებული დირექტორატის წინაშე კრებამდე 10 დღით ადრე.
სამეთვალყურეო საბჭოს მიერ აქციონერთა კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2015 წლის 20 მაისი.
აქციონერები კრებაზე მონაწილეობის მიღების უფლებას შეამოწმებენ სს „საქუნივერსალის“ რეგისტრატორან შპს „ეროვნულ რეესტრთან“, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №41, სართ. 6, ტელ: 231-11-73, 231-11-74, 231-11-75.
დირექტორის მინდობილი პირი
ლუარსაბ გაბუნია