დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 05.06.2015
ძალის დაკარგვა 12.08.2016
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.152.016225
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/06/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (1)
ცვლილება შეაქვს
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ლაფანაშვილი | დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 07.11.2014
დოკუმენტის ტექსტი
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №18
2015 წლის 5 ივნისი
ქ. დუშეთი
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მესამე პუნქტების, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, „საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დანართი №1-ის შესაბამისად;
მუხლი 2🔗
დადგენილების ამოქმედების მომენტიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ნოემბრის №34 დადგენილება (matsne.gov.ge, 11/11/2014, ს/კ:010250000.35.152.016198);
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ლაფანაშვილი
დანართი №1
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1🔗.
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
1. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები შედგება მინიმალური და სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნებისაგან;
2. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დგინდება კონკურსის და ატესტაციის პროცესში მოხელის (კანდიდატის) პროფესიული ცოდნის და უნარების შეფასებისათვის.
მუხლი 2🔗.
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები
1. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები საერთოა და სავალდებულოა კონკურსს (ატესტაციას) დაქვემდებარებული ყველა საჯარო მოხელისათვის;
2. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები გულისხმობს საშუალო განათლების, ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარის ქონას და შემდეგი საკითხების ცოდნას:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
გ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ე) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
ვ) დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების ცოდნა;
ზ) დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების - გამგეობის სამსახურების დებულებების ცოდნა;
თ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet Explorer) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
ი) უნარ-ჩვევები (გუნდური მუშაობის უნარი, კომუნიკაბელურობა, ექსტრემალურ სიტუაციებში გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი, საქმიანობის შედეგზე ორიენტირებულობა და ა.შ.)
მუხლი 3🔗.
სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები
1. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების გარდა გამგეობის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნებიც:
ა) მინიმალური განათლება:
ა.ა) გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსის, გამგებლის თანაშემწის და გამგეობის მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელია უმაღლესი განათლება, არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ა.ბ) ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსის და ამავე განყოფილების მოხელის თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელია უმაღლესი განათლება სამართლის სფეროში, არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (სამართლის ბაკალავრი, სამართალმცოდნე, იურისტი ან/და სხვა მსგავსი კვალიფიკაცია);
ა.გ) გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობის დასაკავებლად სასურველია უმაღლესი განათლება, რაც გულისხმობს იმას, რომ თანაბარი შედეგების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც გააჩნია უმაღლესი განათლება;
ბ) სამუშაო გამოცდილება:
ბ.ა) გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსის და გამგებლის თანაშემწის თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება, ან მსგავს პოზიციაზე (მსგავსი სპეციალობით) მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;
გ) დამატებითი ნორმატიული აქტების ჩამონათვალი:
გ.ა) გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსს და ამავე განყოფილების მოხელეებს მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნით განსაზღვრულ აქტებთან ერთად მოეთხოვებათ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა;
გ.ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილების უფროსს და ამავე განყოფილების მოხელეებს მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნით განსაზღვრულ აქტებთან ერთად მოეთხოვებათ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის ცოდნა;
გ.გ) გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილების უფროსს და ამავე განყოფილების მოხელეებს მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნით განსაზღვრულ აქტებთან ერთად მოეთხოვებათ „ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის N1321 ბრძანების ცოდნა;
გ.დ) გამგეობის მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის მოხელეებს მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნით განსაზღვრულ აქტებთან ერთად მოეთხოვებათ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის, ასევე „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N9 ბრძანების ცოდნა;
გ.ე) გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის მოხელეებს მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნით განსაზღვრულ აქტებთან ერთად მოეთხოვებათ „შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა;
გ.ვ) სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის მოხელეებს მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნით განსაზღვრულ აქტებთან ერთად მოეთხოვებათ „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების ცოდნა;
2. სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები ავსებს/აზუსტებს მინიმალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
მუხლი 4🔗.
მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის და მოხელის ატესტაციის ტესტირების მინიმალური გამსვლელი ზღვარი
დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის და მოხელის ატესტაციის ტესტირების მინიმალური გამსვლელი ზღვარი განისაზღვროს სწორი პასუხების 55%-ით;