დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების, სადარბაზოების და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 05.06.2015
ძალის დაკარგვა 22.11.2016
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.152.016228
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/06/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ლაფანაშვილი | დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
დოკუმენტის ტექსტი
დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების, სადარბაზოების და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21
2015 წლის 5 ივნისი
ქ. დუშეთი
დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესი დანართი №1-ის შესაბამისად;
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ლაფანაშვილი
დანართი №1
დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
წინამდებარე წესი განსაზღვრავს თვითმმართველი თემის – დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოების, ბინების და სახლების ნუმერაციის წესს და პირობებს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
1. ბინა მრავალბინიან სახლში – მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების ფართი, რომელიც შეიძლება იყოს ერთ სისტემაში გაერთიანებული მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული სათავსი (სათავსები), რომელიც გამოიყენება საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი, მათ შორის კომერციული მიზნებისათვის.
2. დაინტერესებული პირი – ნებისმიერი მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონიერი მოსარგებლე, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ნუმერაცია.
3. კანონიერი მოსარგებლე – ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი, და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს ბინით, შენობით.
4. შენობა – სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისაგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად, საძირკვლითაა დაკავშირებული, რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს, შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით;
5. ინდექსი – რიცხვით ან ასოთი მაჩვენებელი, რომელიც ნუმერაციისას ციფრს ეწერება მარჯვენა ზედა კუთხეში;
მუხლი 3🔗.
ნუმერაციის მოთხოვნა
1. ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოების, ბინების და სახლების ნუმერაციის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება დაინტერესებული პირის განცხადების ან/და ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივის საფუძველზე.
2. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემთხვევაში განცხადებას თან უნდა ახლდეს დაინტერესებული პირის მიერ აღნიშნული უძრავი ქონების საკუთრების უფლების ან კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 4🔗.
უფლებამოსილი ორგანო
დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოების, ბინების და სახლების ნუმერაციის შესახებ გადაწყვეტილებას განკარგულების ფორმით იღებს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
მუხლი 5🔗.
ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, ნუმერაციის საფუძველი
1. ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების ნუმერაციის შეცვლის ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს:
ა) შენობის/შენობების ნუმერაციის არარსებობა;
ბ) შენობის/შენობების გაყოფა ან/და შეერთება;
გ) ახალი შენობის/შენობების აშენება;
დ) არსებულ დოკუმენტებში შენობის/შენობებისთვის მინიჭებული ნომრების აღრევა, ნომრების დუბლირება;
ე) სხვა ხდომილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შენობის/შენობების ნუმერაციის მოთხოვნა.
მუხლი 6🔗.
მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის საფუძველი
1. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შეცვლის ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს:
ა) სადარბაზოს/სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის არარსებობა;
ბ) ბინის/ბინების გაყოფა ან/და შეერთება;
გ) არსებულ დოკუმენტებში სადარბაზოს/სადარბაზოებისთვის ან/და ბინის/ბინებისთვის მინიჭებული ნომრების აღრევა, ნომრების დუბლირება;
დ) სხვა ცდომილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სადარბაზოს/სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის მოთხოვნა.
მუხლი 7🔗.
ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოების, ბინების და სახლების ნუმერაცია
1. ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, ნუმერაცია ხდება არაბული ციფრით, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში, შენობის სპეციფიკიდან გამომდინარე - არაბულ ციფრზე ინდექსის დამატებით.
2. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაცია ხდება არაბული ციფრით ან ციფრზე ინდექსის დამატებით.
მუხლი 8🔗.
გადაწყვეტილების მიღების წესი
1. გეოგრაფიული ობიექტის ნუმერაციის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება დაინტერესებული პირის ან/და ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივის საფუძველზე.
2. ნუმერაციის შესახებ ინიციატივა (განცხადება, მომართვა და ა.შ.) წარედგინება დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. ინიციატივას უნდა ერთვოდეს:
ა) ობიექტის აღწერა (ნახაზი, ორთოფოტო, საკადასტრო რუკა და სხვა);
ბ) დაინტერესებული პირის საკუთრების ან კანონიერი სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) სხვა დოკუმენტაცია, რომელის უშუალოდ არის დაკავშირებული და გამომდინარეობს მოთხოვნის შინაარსიდან;
3. საკითხის შემდგომი შესწავლის მიზნით, საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით ნუმერაციის შესახებ ინიციატივა გადაეცემა საკრებულოს ერთ-ერთ კომისიას;
4. ინიციატივის ასლი შესასწავლად ასევე გადაეგზავნება დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას. გამგეობაში გადაგზავნის შემდგომ საკითხს გამგებლის დავალებით შეისწავლის გამგებლის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამზადებს დასკვნას ნუმერაციის მინიჭების/შესწორების შესახებ და წარუდგენს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს;
5. საკრებულოს კომისია, გამგეობის მიერ წარმოდგენილი დასკვნის გათვალისწინებით, ამზადებს და საკრებულოს ბიუროს წარუდგენს შესაბამისი განკარგულების პროექტს.
6. საკრებულო მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე კანონით დადგენილი წესით აცნობებს დაინტერესებულ პირს და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას;