აღსრულების ეროვნული ბიურო - თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/427-15 (შპს "რისოილდ ლტდ"-ს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/427-15
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/06/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/427-15

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

 

2015 წლის 29 აპრილი

ქ. თბილისი

 

          თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა, თამარ დალაქიშვილის მდივნობით, შპს ,,რისოილ ლტდ”-ს კრედიტორთა კრებაზე განიხილა შპს ,,რისოილ ლტდ”-ს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხი,

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

  თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 იანვრის განჩინებით, შპს ,,რისოილ ლტდ”-ს განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში. მოვალის განცხადებით და ასევე მეურვის მოხსენების მიხედვით, შპს ,,რისოილ ლტდ”-ს სახელზე არ არიცხება უძრავი ქონება, არცერთ სხვა ორგანიზაციაში არ ფლობს წილს. საწარმოს სახელზე გახსნილია საბანკო ანგარიში სს ,,საქართველოს ბანკში”, სადაც ფიქსირდება 103.10 ლარი, 0.77 დოლარი, 1.92 ევრო და სს ,,თიბისი ბანკში”, სადაც ფიქსირდება 311.72 ლარი და 25.22 აშშ დოლარი. შპს ,,რისოილ ლტდ”-ს დებიტორები არიან: შპს ,,გაგი” – 65628, ლარი 62 თეთრი, შპს ,,ჰოტსერვისი” – 24082 ლარი, შპს ,,სეილი” – 9252 ლარი, ი/მ ლევან ბასილაძე – 7133 ლარი, 10 თეთრი, ი/მ ზურაბ ლომინაძე – 32561 ლარი, ი/მ ციალა ჯინჭარაძე – 444 ლარი, 48 თეთრი, შპს ,,ბათოილი” – 1218560 ლარი, 91 თეთრი, შპს ,,თბილისი მზიური” – 636 ლარი, 50 თეთრი და ი/მ სულიკო ნაკაშიძე – 178979 ლარი. მეურვის ინფორმაციით აღნიშნული დებიტორების მიმართ დაწყებულია სააღსრულებო საქმის წარმოება, რომელიც ჯერჯერობით უშედეგოდ მიმდინარეობს, ვინაიდან მითითებულ საწარმოებს ქონება არ გააჩნიათ.

  კრედიტორთა მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება დებიტორულ დავალიანებებთან დაკავშირებით ინტერესის საგნის არარსებობის გამო ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 52 და 53 პუნქტების შესაბამისად, დავის არდაწყების და საქმის წარმეობის შეწყვეტის შესახებ.

 სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მეურვის და კრედიტორთა განმარტებები, მიაჩნია, რომ შპს ,,რისოილ ლტდ”-ს მიმართ უნდა შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას. კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს.

 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს.  

  ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მიხედვით, ამ კანონის მიზანია მოვალის და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

აღნიშნული ნორმის მიხედვით, კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე და ასეთი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე იმ შემთხვევაში დაიწყება საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, თუ შესაძლებელი იქნება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევა. მხოლოდ ის გარემოება, რომ კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარო მოვალის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, ვერ იქნება საკმარისი ასეთი წარმოების დაწყებისათვის, თუ იმთავითვე აშკარაა, რომ მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს გაკოტრების მიზნის მიღწევას.

  მოცემულ შემთხვევაში, გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღების შემდეგ გამოვლინდა, რომ შპს ,,რისოილ ლტდ”-ს ქონება არ გააჩნია და ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, რის გამოც უნდა შეწყდეს შპს ,,რისოილ ლტდ”-ს  მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

  სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-9, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 272-ე, 284-285-ე მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს ,,რისოილ ლტდ”-ს (ს/ნ 206339559) მიმართ შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ შეუძლიათ მომართონ სასამართლოს შპს ,,რისოილ ლტდ”-ს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6), გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მონაწილე პირების მიერ განიჩნების ჩაბარებიდან ან გაცნობიდან 5 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                                       ლაშა ქოჩიაშვილი