საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

მიღების თარიღი 01.06.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1089
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019247
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/06/2015
matsne.gov.ge 248 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 95% 08.11.2017 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 94% 27.12.2017 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 93% 11.10.2017 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 90% 31.10.2014 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 87% 19.10.2017

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება №1089 2015 წლის 1 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა , რომ ფიზიკურ პირ ეთერ ცინცაძეს (პ/ნ 01009004040) საკუთრებაში გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ იგოეთში მდებარე 2014 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი : №67.06.33.133) ეთერ ცინცაძის საკუთრებაში არსებული , კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ სამთავისში მდებარე 763 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი : №67.03.32.004) და კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ სამთავისში მდებარე 1353 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი : №67.03.32.007) სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ იმ პირობით, რომ შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, ეთერ ცინცაძე უარს იტყვის სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 6 ოქტომბრის №005403514 , 2015 წლის 6 აპრილის №001941115 და 2015 წლის 30 იანვრის № 000500215 დასკვნებით დადგენილი , ამ პუნქტით განსაზღვრული მიწის ნაკვეთების საბაზრო ღირებულებებს შორის არსებული სხვაობის - 1224 (ათას ორას ოცდაოთხი) ლარის ანაზღაურების მოთხოვნაზე. 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ , ამ განკარგულების შესრულების მიზნით , უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება. პრემიერ-მინისტრი     ირაკლი ღარიბაშვილი