პროგრამა „მომავლის ბანაკის“ განხორციელების შესახებ

მიღების თარიღი 01.06.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1114
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019305
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/06/2015
matsne.gov.ge 1,162 სიტყვა · ~6 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

პროგრამა „მომავლის ბანაკის“ განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 96% 26.04.2017 ანაკლიაში პროგრამა „მომავლის ბანაკის“ განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 93% 02.06.2016 9 მაისის - ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 86% 28.04.2017 საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 83% 05.05.2017 საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 83% 05.05.2015

დოკუმენტის ტექსტი

პროგრამა „მომავლის ბანაკის“ განხორციელების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } span.BalloonTextChar { } span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.PlainTextChar { } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის განკარგულება №1114 2015 წლის 1 ივნისი ქ. თბილისი პროგრამა „მომავლის ბანაკის“ განხორციელების შესახებ ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა დამკვიდრების, ფიზიკურად ძლიერი და სულიერად ჯანსაღი თაობის აღზრდის მიზნით: 1. მიღებულ იქნეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წინადადება, 2015 წლის ივნის-სექტემბერში ანაკლიის ტერიტორიაზე პროგრამა „მომავლის ბანაკის“ განხორციელების შესახებ.  2. პროგრამა „მომავლის ბანაკის“ სათანადო დონეზე ჩატარების მიზნით, ანაკლიის ტერიტორიაზე არსებულ ბავშვთა და ახალგაზრდულ ბანაკში შესაბამისი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდეს „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში. 3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განახორციელოს: ა) „მომავლის ბანაკის“ უზრუნველყოფა ექიმისა და ექთნის მომსახურებით 24 საათის განმავლობაში, ბანაკის ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო ოთახში და საჭიროების შემთხვევაში, ბანაკის მონაწილის საავადმყოფოში გადაყვანა (ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე და ექთნის თანხლებით, სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მეშვეობით); ბ) „მომავლის ბანაკის“ საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფა, მათ შორის, ექიმის გადაწყვეტილებით საავადმყოფოში გადაყვანილი მონაწილის ბანაკში უკან დაბრუნების შემთხვევაში, შესაბამისი დანიშნულების მიხედვით მედიკამენტებით უზრუნველყოფა. 4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს: ა) საპატრულო ეკიპაჟის თანხლებით, პროგრამა „მომავლის ბანაკის“ მონაწილეთა ტრანსპორტირების უსაფრთხოება; ბ) მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა, სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელება; გ) კრიმინალური პოლიციის თანამშრომელთა გამოყოფა, პროგრამა „მომავლის ბანაკის“ გამართვის ადგილზე მორიგეობის მიზნით. 5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს:    ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოსათვის − საგანმანათლებლო რესურსცენტრისთვის (შემდგომში − რესურსცენტრი) წარდგენილი კანდიდატურებიდან (თითოეული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან არა უმეტეს 1 ძირითადი და 1 სარეზერვო კანდიდატურისა) პროგრამა „მომავლის ბანაკის“ მონაწილეთა არა უმეტეს  1 246 კანდიდატურის (14-18 წლის ასაკის) წარდგენა (საქართველოს ყველა რეგიონიდან მაღალი აკადემიური მოსწრების, სოციალურად დაუცველი, იძულებით გადაადგილებული და მრავალშვილიანი ოჯახების, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეთათვის, მაღალმთიან და საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადებსა და კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეებისათვის უპირატესობის მინიჭებით); ბ) წარდგენილი კანდიდატურების შესახებ სსიპ − ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისთვის 2015 წლის 15 ივნისის ჩათვლით შემდეგი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიწოდება: ბ.ა) რეგიონის, ქალაქის, მუნიციპალიტეტის დასახელება; ბ.ბ) საჯარო სკოლის დასახელება; ბ.გ) მოსწავლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ასაკი, საცხოვრებელი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, 1 (ერთი) ფოტოსურათი; ბ.დ) მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი; ბ.ე) საჯარო სკოლის დირექტორის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი; ბ.ვ) მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა; ბ.ზ) მოსწავლის ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №100); ბ.თ) მოსწავლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) რესურსცენტრების ინფორმირებულობა და „მომავლის ბანაკის“ სათანადოდ ჩატარების მიზნით, მათთან მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა; დ) შერჩეული ძირითადი კანდიდატურის არწამოსვლის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ შესაბამისი რესურსცენტრისათვის წარდგენილი სარეზერვო კანდიდატურის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარდგენა და აღნიშნულისათვის რესურსცენტრიდან შესაბამისი დოკუმენტაციის გამოთხოვა. 6. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა უზრუნველყოს: ა) პროგრამა „მომავლის ბანაკის“ მონაწილეთა კანდიდატურების წარდგენა (არა უმეტეს უცხოეთში მცხოვრები 144, 14-18 წლის ასაკის თანამემამულისა) და ადგილსამყოფელი სახელმწიფოდან თბილისამდე და უკან მიმართულებით ბენეფიციართა ტრანსპორტირება; ბ) წარდგენილი კანდიდატურების შესახებ სსიპ − ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისთვის 2015 წლის 15 ივნისის ჩათვლით შემდეგი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიწოდება: ბ.ა) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს დასახელება; ბ.ბ) სკოლის დასახელება; ბ.გ) მოსწავლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ასაკი, საცხოვრებელი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, 1 (ერთი) ფოტოსურათი; ბ.დ) მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი; ბ.ე) დიასპორული ორგანიზაციის დასახელება, ხელმძღვანელის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი; ბ.ვ) მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა; ბ.ზ) მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა; ბ.თ) წარდგენილი კანდიდატურის ჯანმრთელობის საერთაშორისო დაზღვევა; ბ.ი) წარდგენილი კანდიდატურის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) შერჩეული კანდიდატურის არწამოსვლის შემთხვევაში, ალტერნატიული კანდიდატურის (შესაბამისი დოკუმენტაციით) დროულად წარდგენა; დ) წარდგენილი კანდიდატურების სქესთა ბალანსის დაცვა (50%-50%). 7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ − დანაშაულის პრევენციის ცენტრმა უზრუნველყოს: ა) პროგრამა „მომავლის ბანაკის“ მონაწილეთა კანდიდატურების (14-18 წლის ასაკის) წარდგენა (არა უმეტეს 50 პირისა); ბ) წარდგენილი კანდიდატურების შესახებ სსიპ − ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისთვის 2015 წლის 15 ივნისის ჩათვლით შემდეგი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიწოდება: ბ.ა) რეგიონის, ქალაქის, მუნიციპალიტეტის დასახელება; ბ.ბ) საჯარო სკოლის დასახელება; ბ.გ) მოსწავლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ასაკი, საცხოვრებელი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, 1 (ერთი) ფოტოსურათი; ბ.დ) მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი; ბ.ე) საჯარო სკოლის დირექტორის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი; ბ.ვ) მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა; ბ.ზ) მოსწავლის ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №100); ბ.თ) მოსწავლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) შერჩეული კანდიდატურის არწამოსვლის შემთხვევაში, ალტერნატიული კანდიდატურის (შესაბამისი დოკუმენტაციით) დროულად წარდგენა. 8. ეთხოვოს ა(ა)იპ − საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ეროვნულ ფედერაციას (ს/ნ 202359081): ა) პროგრამა „მომავლის ბანაკის“ 288 ბენეფიციარის (12-18 წლის ასაკის) კანდიდატურის შერჩევა; ბ) წარდგენილი კანდიდატურების შესახებ სსიპ − ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისთვის 2015 წლის 15 ივნისის ჩათვლით შემდეგი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიწოდება: ბ.ა) რეგიონის, ქალაქის, მუნიციპალიტეტის დასახელება; ბ.ბ) საჯარო სკოლის დასახელება; ბ.გ) კანდიდატის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ასაკი, საცხოვრებელი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, 1 (ერთი) ფოტოსურათი; ბ.დ) კანდიდატის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი; ბ.ე) საჯარო სკოლის დირექტორის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი; ბ.ვ) კანდიდატის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა; ბ.ზ) კანდიდატის ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №100); ბ.თ) კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) შერჩეული კანდიდატურის არწამოსვლის შემთხვევაში, ალტერნატიული კანდიდატურის (შესაბამისი დოკუმენტაციით) დროულად წარდგენა; დ) ბენეფიციარების ტრანსპორტირება რეგიონების მიხედვით, შესაბამის სამხარეო ცენტრებში. 9. სსიპ − ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა ეტაპობრივად უზრუნველყოს: ა) დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ − დანაშაულის პრევენციის ცენტრის მიერ წარდგენილი კანდიდატურების ტრანსპორტირება მარშრუტით − თბილისი-ანაკლია-თბილისი (დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარდგენილი 48 ბენეფიციარი თითოეულ ნაკადზე, სულ − 3 ნაკადი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ − დანაშაულის პრევენციის ცენტრის წარდგენილი 10 ბენეფიციარი თითოეულ ნაკადზე, სულ − 5 ნაკადი), წინასწარ შეთანხმებული თარიღების შესაბამისად; ბ) ა(ა)იპ − საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ შერჩეული ბენეფიციარების ტრანსპორტირება, ამ განკარგულების მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული სამხარეო ცენტრებიდან ანაკლიაში და უკან მიმართულებით. 10. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უზრუნველყოს: ა) შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მეშვეობით, ანაკლიის ტერიტორიაზე არსებული ბავშვთა და ახალგაზრდული ბანაკისთვის სასმელი წყლის შეუფერხებლად მიწოდება, წყლის ხარისხის კონტროლი და წყალმომარაგების სისტემის (მათ შორის, შიდა ქსელის) გამართულად მუშაობა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, აღნიშნულ ბანაკთან მისასვლელი საავტომობილო გზების შეუფერხებლად ფუნქციონირება, პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების მიმდინარეობის პერიოდში. 11. სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს − შპს „ანაკლიას“ (ს/ნ 404396293) მიერ მის საკუთრებაში არსებულ ანაკლიის აკვაპარკში ბანაკის მონაწილეთა უფასო მომსახურების მიზნით (თითოეულ ნაკადზე 1 დღე (325 მონაწილე) − 6 ნაკადი − 6 დღე − 1950 მონაწილისთვის). 12. ეთხოვოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას, ანაკლიაში არსებულ ბავშვთა და ახალგაზრდული ბანაკის ტერიტორიაზე სანაგვე ურნების განთავსება, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა და ბანაკის მიმდებარე ტერიტორიის რეგულარული დასუფთავება. პრემიერ-მინისტრი                                                          ირაკლი ღარიბაშვილი