ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქეოლოგიური საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 09.06.2015
ძალის დაკარგვა 21.12.2017
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13-54
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.101.016168
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/06/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქეოლოგიური საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13-54
2015 წლის 9 ივნისი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქეოლოგიური საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1.
დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქეოლოგიური საბჭოს დებულება დანართის შესაბამისად.
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი
დანართი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქეოლოგიური
საბჭოს დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულება
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქეოლოგიური საბჭო (შემდგომში საბჭო) თავის საქმიანობას წარმართავს ამ დებულების შესაბამისად.
2. საბჭოს გადაწყვეტილება არის სარეკომენდაციო ხასიათის.
მუხლი 2🔗.
საბჭოს მიზნები და ამოცანები
საბჭოს მიზნები და ამოცანებია:
ა) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტურისტული მარშრუტების გამდიდრება და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არქეოლოგიური კვლევების ხელშეწყობა;
ბ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არქეოლოგიური კვლევების ჩასატარებლად შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე კანდიდატებით დაკომპლექტებული არქეოლოგიური ჯგუფებისა (ექსპედიციების) და საუკეთესო საკვლევი პროექტების შერჩევა;
გ) არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარების მსურველთა ჯგუფების (ექსპედიციების) ხელმღვანელების მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმების/პროექტების განხილვა და შეფასება.
მუხლი 3🔗.
საბჭოს სტრუქტურა და შემადგენლობა
1. საბჭო შედგება არაუმეტეს 14 წევრისგან, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.
2. საბჭოს შემადგენლობაში შედიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს საპატრიარქოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის, შესაბამისი დარგობრივი სამსახურის წარმომადგენლები, დარგის მეცნიერები და ექსპერტები.
3. საბჭოს წევრი შეიძლება იყოს შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე პიროვნება, რომლის კანდიდატურასაც წარადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახური.
4. საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც ამტკიცებს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.
5. საბჭოს თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.
6. საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, ახორციელებს მის უფლებამოსილებებს და კანონმდებლობის შესაბამისად, ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 4🔗.
საბჭოს თავმჯდომარის უფლება-მოვალეობები
საბჭოს თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს საბჭოს მუშაობას, იწვევს და უძღვება საბჭოს სხდომებს;
ბ) კოორდინაციას უწევს საბჭოს წევრების მუშაობას;
გ) ხელს აწერს საბჭოს მიერ შემუშავებულ დასკვნებსა და წინადადებებს, აგრეთვე საბჭოს სხდომის ოქმს;
დ) ახორციელებს სხვა უფლება- მოვალეობებს.
მუხლი 5🔗.
საბჭოს მდივანი
1. საბჭოს მდივანს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის თანამშრომელთაგან ნიშნავს და ათავისუფლებს საბჭოს თავმჯდომარე.
2. საბჭოს მდივანი:
ა) ორგანიზებას უწევს საბჭოს სხდომების გამართვას, კოორდინაციას უწევს მის მუშაობას, აწარმოებს საბჭოს სხდომების საოქმო დოკუმენტაციას და ხელს აწერს ოქმს;
ბ) საბჭოს წარუდგენს განსახილველ საკითხთა განრიგს;
გ) კონტროლს უწევს საბჭოზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით დოკუმენტაციის შეგროვებას, მის დამუშავებას და საბჭოს წევრებს აწვდის დღის წესრიგს.
მუხლი 6🔗.
საბჭოს წევრის უფლება-მოვალეობები
1. საბჭოს წევრს უფლება აქვს საბჭოს სხდომაზე წარმოადგინოს წინადადებები საბჭოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით. მონაწილეობა მიიღოს მათ განხილვასა და ამ საკითხისათვის კენჭისყრაში.
2. საბჭოს წევრი ვალდებულია:
ა) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს სხდომებში და არ გამოტოვოს სხდომა არასაპატიო მიზეზით;
ბ) დაასაბუთოს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება.
3. საბჭოს წევრს შეიძლება მიეცეს აცილება საკითხების განხილვაში მონაწილეობისაგან თუ ცნობილი გახდა ან დადასტურდა მათი პირდაპირი ან ირიბი დაინტერესება განსახილველ საკითხთან.
4. საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება:
ა) თუ უფლებამოსილება მოიხსნა პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) თუ საბჭოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საბჭო მიმართავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას;
გ) იმ სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, რომელსაც წარმოადგენდა საბჭოში.
5. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, ახალ კანდიდატს წარადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახური, რომელსაც ნიშნავს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.
მუხლი 7🔗.
საბჭოს მუშაობის რეგლამენტი და კვორუმი
1 საბჭო, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარების მსურველთა ჯგუფების (ექსპედიციების) ხელმღვანელების მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმების/პროექტების განხილვის შემდეგ, შეარჩევს საუკეთესოს.
2. საბჭოს სხდომაზე მოწვეული უნდა იქნას მისი ყველა წევრი.
3. საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
4. საბჭოზე გადაწყვეტილება მიიღება ფარული კენჭისყრით, საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.
5. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს თავმჯდომარე.
6. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელშიც უნდა მიეთითოს:
ა) ოქმის გამომცემი ორგანოს დასახელება;
ბ) სხდომის დრო და ადგილი;
გ) სხდომის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა;
დ) განხილვის საგანი;
ე) კენჭისყრის შედეგები;
ვ) მიღებული გადაწყვეტილება;
ზ) საბჭოს წევრის განსხვავებული აზრი, ასეთის არსებობის შემთხევაში.
7. სხდომის ოქმს ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.
8. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა.
მუხლი 8🔗.
შრომის ანაზღაურების წესი
საბჭოს წევრის საქმიანობა ხორციელდება ანაზღაურების გარეშე.