ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 8.6.1) და პროგრამის „ახალგაზრდული ღონისძიებები“ (კოდი 8.8) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 09.06.2015
ძალის დაკარგვა 21.09.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13-57
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.101.016166
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/06/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 8.6.1) და პროგრამის „ახალგაზრდული ღონისძიებები“ (კოდი 8.8) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13-57
2015 წლის 9 ივნისი
ქ. თბილისი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 8.6.1) და პროგრამის „ახალგაზრდული ღონისძიებები“ (კოდი 8.8) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 64-ე მუხლის „ა“ პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1.
დამტკიცდეს „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამა „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 8.6.1) და პროგრამა „ახალგაზრდული ღონისძიებები“ (კოდი 8.8) განხორციელების წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად.
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი
დანართი N1
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 8.6.1) და პროგრამის „ახალგაზრდული ღონისძიებები“ (კოდი 8.8) განხორციელების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი განსაზღვრავს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 8.6.1) და პროგრამის „ახალგაზრდული ღონისძიებები“ (კოდი 8.8 ) დაფინანსების განხორციელების პირობებს.
2. ამ წესის განხორციელების მიზნით ქალაქ თბილისი მუნიციპალიტეტის მთავრობა ქმნის კომისიას და ამტკიცებს მის დებულებას.
3. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დაფინანსებებზე , რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამაში „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 8.6.1) და პროგრამაში „ახალგაზრდული ღონისძიებები“ (კოდი 8.8) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.
მუხლი 2🔗.
დაფინანსების მიმღები სუბიექტები
ამ წესით განსაზღვრული დაფინანსების მიმღები სუბიექტები არიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტირიებული არასამთავრობო ორგანიზაციები საინიციატივო ჯგუფები, სპორტული ფედერაციები, სპორტული კლუბები, სპორტული და ახალგაზრდული ცენტრები, ახალგაზრდული ორგანიზაციები და სტუდენტური თვითმმართველობები.
მუხლი 3🔗.
განაცხადების რეგისტრაცია
დაფინანსების მისაღებად დაინტერესებულმა სუბიექტმა უნდა მიმართოს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს (შემდგომში სამსახური) წერილობითი განცხადებით რომელსაც თან უნდა ერთვოდეს: სრულყოფილად შევსებული, სამსახურის მიერ დამტკიცებული საპროექტო განაცხადის ფორმა.
მუხლი 4🔗.
განაცხადების განხილვა და დაფინანსება
1. სამსახურის მიერ განხორციელდება მხოლოდ სრულყოფილად შევსებული საპროექტო განაცხადის განხილვა. იმ შემთხევაში, თუ წარმოდგენილი განაცხადი აკმაყოფილებს ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სამსახური განაცხადს განსახილველად გადაუგზავნის კომისიას.
2. ქვეპროგრამით „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 8.6.1) და პროგრამით „ახალგაზრდული ღონისძიებები“ (კოდი 8.8) გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება შესაძლოა განხორციელდეს, როგორც სრული ხელშეწყობით ასევე თანადაფინანსებით.
3. დაფინანსება ხორციელდება სამსახურისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით ქვეპროგრამისთვის „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 8.6.1) და პროგრამისთვის „ახალგაზრდული ღონისძიებები“ (კოდი 8.8) გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. დაფინანსებას ექვემდებარება განცხადება შემდეგი მიმართულებით:
ა) სპორტული ღონისძიებების ქვეპროგრამის (კოდი 8.6.1) ფარგლებში:
ა.ა) სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარების ხელშეწყობა;
ა.ბ) საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება;
ა.გ) სპორტის სხვადასხვა სახეობის საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი გუნდების მომზადებასა და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში, სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებში) მონაწილეობის ხელშეწყობა;
ა.დ) საქართველოს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩემპიონატებისა და პირველობების ჩატარება;
ა.ე) სპორტული რეზერვისა და მაღალი კლასის სპორტსმენების მომზადება;
ა. ვ) 2015 წელს თბილისში დაგეგმილი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის მაღალი კლასის სპორტსმენების მომზადების ხელშეწყობა.
ბ) ახალგაზრდული ღონისძიებების პროგრამის (კოდი 8.8) ფარგლებში:
ბ.ა) საზოგადოებრივი გაერთიანებების ხელშეწყობა;
ბ.ბ) ახლად შექმნილი ახალგაზრდული ორგანიზაციების სტიმულირება;
ბ.გ) ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა;
ბ.დ) სოციალური აქტივობების ფარგლებში, განსაკუთრებული საჭიროების მქონე მომავალი თაობის წარმომადგენელთა დახმარება;
ბ.ე) ახალგაზრდა შემოქმედთა გამოსავლენად და ხელშესაწყობად ფესტივალების, გამოფენის, ლიტერატურული საღამოებისა და სხვა კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება;
ბ.ვ) საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმისა და სასწავლო - სამეცნიერო სამუშაო შეხვედრების ორგანიზება.
5. კომისია დაფინანსების მოთხოვნის თაობაზე განაცხადს განიხილავს და დადებითი შეფასების შემთხვევაში გადაწყვეტილებას დაფინანსების შესახებ წარუდგეს სამსახურის უფროსს, თუ მოთხოვნილი თანხა არ აღემატება 10000 (ათი ათას) ლარს.
6. თუ წარმოდგენილი განაცხადით მოთხოვნილი თანხა აღემატება 10000 (ათი ათას) ლარს, დადებითი შეფასების შემთხვევაში, კომისია რეკომენდაციას გაუწევს სამსახურის უფროსს, რათა მან აღნიშნული პროექტი განსახილველად წარუდგინოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას.
7. შენიშვნების არსებობის შემთხევაში, კომისია უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს საპროექტო განაცხადის შესწორებული ვარიანტის წარმოდგენა ათი დღის ვადაში.
8. განცხადება კომისიას არ ეგზავნება განსახილველად და განმცხადებელს ეცნობება უარყოფითი პასუხი თუ განცხადების შესწავლისას წარმოდგენილი განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.
მუხლი 5🔗.
დაფინანსების გაცემა
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახური ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით ქვეპროგრამა „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 8.6.1) და პროგრამა „ახალგაზრდული ღონისძიებები“ (კოდი 8.8) გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების დაფინანსებას სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე.
მუხლი 6🔗.
კონტროლის განხორციელება
აღნიშნული წესის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლი განხორციელდება სამსახურის მონიტორინგისა და შეფასების განყოფილების მიერ, წინასწარ განსაზღვრული მონიტორინგის მექანიზმებით.