ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის შედგენისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესების შესახებ

მიღების თარიღი 11.06.2015
ძალის დაკარგვა 12.10.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №201
სარეგისტრაციო კოდი 360140000.22.023.016324
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/06/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,452 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.06.2015 მიღება
12.10.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის შედგენისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №201 2015 წლის 11 ივნისი ქ. თბილისი ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის შედგენისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესების შესახებ ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული ,,ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის შედგენისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ  გადაწყვეტილების მიღების წესები“. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2015 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიგიგლა აგულაშვილი ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის შედგენისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესები მუხლი 1🔗 წინამდებარე წესები არეგულირებს ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის მომზადებისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების მიზნით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ (შემდგომში - სამინისტრო) გადაწყვეტილების მიღების პროცედურებს. მუხლი 2🔗 1. ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის მომზადებასა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილებას ექვემდებარება ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის 9​1 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობები. 2. ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის მომზადებას წინ უძღვის საქმიანობის განმახორციელებლის მიერ ჩატარებული ეკოლოგიური აუდიტის პროცედურა, რომელიც გულისხმობს მიმდინარე საქმიანობის ტექნიკური, ეკოლოგიური და სოციალური მაჩვენებლების კომპლექსურ შესწავლას, რაც მოიცავს მთელ საწარმოო-ტექნოლოგიურ ციკლს და ტარდება გარემოზე მავნე ზემოქმედების მინიმიზაციის საშუალებების დადგენისა და საქმიანობის გარემოსდაცვით ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. 3. ეკოლოგიური აუდიტის ჩატარების პროცედურა წინ უძღვის საქმიანობის განმახორციელებლის მიერ მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ სამინისტროს მიერ გადაწყვეტილების მიღებას. მუხლი 3🔗 1. ეკოლოგიური აუდიტის ანგარიში უნდა მოიცავდეს შემდეგს: ა) გარემოს არსებული მდგომარეობის ანალიზს, რაც გულისხმობს მიმდინარე საქმიანობის განხორციელების პროცესში აღნიშნული საქმიანობის პირდაპირი და არაპირდაპირი ზემოქმედების გამოვლენას, აღწერას და შედეგების შესწავლას: ადამიანის საცხოვრებელ გარემოსა და მის ჯანმრთელობაზე,  მცენარეულ საფარსა და ცხოველთა სამყაროზე, ბუნებრივ და სახეცვლილ ეკოსისტემებზე, ლანდშაფტებზე, ჰაერზე, წყალზე, ნიადაგზე, კლიმატზე, ისტორიულ ძეგლებსა და კულტურულ ფასეულობებზე, სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებზე, გეოლოგიური და ჰიდროლოგიური გარემოს არსებული სიტუაციის შეფასებაზე და მოსალოდნელ რისკებზე; ბ) საქმიანობით გამოწვეული ზეგავლენის წყაროების, სახეებისა და ობიექტების დადგენას; გ) გარემოს მდგომარეობის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების ცვლილებების პროგნოზს; დ) მიმდინარე საქმიანობის განხორციელებისას შესაძლო ავარიული სიტუაციების ალბათობის განსაზღვრასა და მათი მოსალოდნელი შედეგების შეფასებას; ე) გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებისა და თავიდან აცილების გზებს, საჭიროების შემთხვევაში, საკომპენსაციო ღონისძიებების განსაზღვრასა და შესაბამისი გეგმების შემუშავებას; ვ) გარემოს შესაბამის კომპონენტებზე ზემოქმედების სახეების (პირდაპირი, არაპირდაპირი, კუმულაციური და სხვ.) კონტროლისა და მონიტორინგის მეთოდების დადგენას; ზ) მიმდინარე საქმიანობის ეკოლოგიურ-ეკონომიკური შედეგების შეფასებას, მათ შორის მიმდინარე საქმიანობის განხორციელების ადგილზე არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზს; თ) გარემოში სხვადასხვა შესაძლო ემისიების სახეობებისა და რაოდენობის დადგენას, მათ შორის, ნარჩენების რაოდენობისა და მახასიათებლების განსაზღვრას საქმიანობის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე და სხვადასხვა რეჟიმისათვის, მათი ტრანსპორტირების, განთავსების, უტილიზაციისა და განადგურების გეგმებს; ი) ავარიულ სიტუაციაზე რეაგირების გეგმებს ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით; კ) მიმდინარე საქმიანობიდან გამოწვეული რისკების ანალიზს; ლ) მიმდინარე  საქმიანობის ტექნოლოგიური ციკლის აღწერას (მათ შორის – არსებული დანადგარების საპასპორტო მონაცემებს ასეთის არსებობის შემთხვევაში); მ) საქმიანობის მიმდინარეობისა და შემდგომი განხორციელების ეტაპებისათვის გარემოსდაცვითი მონიტორინგის გეგმების შემუშავებას, სადაც გათვალისწინებული იქნება გარემოსდაცვითი უსაფრთხოების თვითმონიტორინგის პროგრამა; ნ) მიმდინარე საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში, გარემოს პირვანდელ მდგომარეობამდე აღდგენის გზებისა და საშუალებების განსაზღვრას ჩამოყალიბებულს შესაბამისი გეგმის სახით;  ო) იმ ორგანიზაციების ან საკონსულტაციო ფირმების დასახელებას და იურიდიულ მისამართებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ეკოლოგიური აუდიტის ჩატარებაში და შესაბამისი ანგარიშის მომზადებაში; პ) მიმდინარე საქმიანობის განხორციელების ადგილის GIS (გეოინფორმაციული სისტემები, Shape ფაილების ფორმატი) კოორდინატებს, სიტუაციური რუკას და გენ-გეგმას, სადაც დატანილი იქნება საწარმოო მოედანი, შენობა-ნაგებობები, საკომუნიკაციო ქსელები, ზემოქმედების წყაროები და სხვა; ჟ) ეკოლოგიური აუდიტის შემუშავების პროცესში გამოყენებული ლიტერატურა (წყაროს მითითებით), საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ჩამონათვალი; რ) საქმიანობის განმახორციელებლის სახელმწიფო (საჯარო და სამეწარმეო) რეესტრიდან ამონაწერებს. 2. ეკოლოგიური აუდიტის ჩატარების შემდგომ საქმიანობის განმახორციელებლის მიერ მზადდება ეკოლოგიური აუდიტის ანგარიში. მუხლი 4🔗 1. ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშში მოცემული ინფორმაცია საჯაროა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საქმიანობა შეიცავს სახელმწიფო ან/და კომერციულ საიდუმლოებას. 2. თუ ეკოლოგიური აუდიტის ანგარიში შეიცავს კომერციულ ან/და სახელმწიფო საიდუმლოებას, სამინისტრო პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. ეკოლოგიური აუდიტის პროცედურის ჩატარებისათვის საჭირო ხარჯებს გაიღებს საქმიანობის განმახორციელებელი. 4. ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქმიანობის განმახორციელებელს. მუხლი 5🔗 1. მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების მიზნით სამინისტრო გადაწყვეტილების მიღების პროცედურას იწყებს საქმიანობის განმახორციელებლის მიერ სამინისტროში წარმოდგენილი განცხადების რეგისტრაციისთანავე. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს როგორც ეკოლოგიური აუდიტის ანგარიში, ისე მიმდინარე საქმიანობით გამოწვეული გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკი. 2. საქმიანობის განმახორციელებლის მიერ სამინისტროში წარმოდგენილი გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკი უნდა მოიცავდეს მიმდინარე საქმიანობით გამოწვეული გარემოზე ზეგავლენის შემცირების მიზნით, საქმიანობის განმახორციელებლის მიერ შედგენილ კონკრეტულ, დროში გაწერილ ღონისძიებებს, რომელიც მიმართული იქნება გარემოზე მიმდინარე საქმიანობით გამოწვეული მავნე ზემოქმედების შემცირებისაკენ. 3. სამინისტრო შესაბამისი განცხადების რეგისტრაციიდან არანაკლებ 50 და არაუმეტეს 60 დღის ვადაში, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე იღებს მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი ბრძანებით. 4. საქმიანობის განმახორციელებლის მიერ სამინისტროში წარმოდგენილი დოკუმენტაციის რეგისტრაციისათანავე იგი განთავსდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, საზოგადოების ჩართულობისა და შესაბამისი წინადადებების მიღების მიზნით. 5. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ვებგვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში სამინისტრო განიხილავს საზოგადოების წარმომადგენლებისაგან წერილობითი სახით წარმოდგენილ შენიშვნებსა და მოსაზრებებს, ხოლო  ინფორმაციის გამოქვეყნებიდან მე-40 დღეს აწყობს საჯარო განხილვას. 6. სამინისტრო, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, უზრუნველყოფს დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი დასაბუთებული წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების გათვალისწინებას. 7. წარმოდგენილი შენიშვნებისა და მოსაზრებების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში სამინისტრო ვალდებულია შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება აცნობოს დაინტერესებულ პირს. მუხლი 6🔗 1. ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის 9​1 მუხლით განსაზღვრული მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის,  ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სამინისტროს მიერ ტარდება ექსპერტიზა. 2. ექსპერტიზა ტარდება შესაბამისი საექსპერტო კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობასა და თავმჯდომარეს ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი  (შემდგომში - მინისტრი) ბრძანებით. 3. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ დამოუკიდებელი ექსპერტები. 4. კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 3 ექსპერტისაგან. 5. აკრძალულია საექსპერტო კომისიაში იმ ექსპერტთა შეყვანა, რომლებიც: ა) წარმოადგენენ სამინისტროს პასუხისმგებელ თანამდებობის პირებს; ბ) წარმოადგენენ საქმიანობის განმახორციელებლის უფლებამოსილ წარმომადგენელს, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაციის დამუშავებაში მონაწილე ან/და საქმიანობის განმახორციელებელთან სხვა ფორმით შრომით ურთიერთობაში მყოფ პირებს; გ) ახლონათესაურ კავშირში იმყოფებიან სამინისტროს გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან. მუხლი 7🔗 საექსპერტო კომისიის ფუნქციებია: ა) უზრუნველყოს საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფილი შესწავლა გარემოს ყველა კომპონენტის, ბუნებრივი რესურსებისა და სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების ურთიერთქმედების გათვალისწინებით; ბ) შეაფასოს საქმიანობის განმახორციელებლის მიერ მიმდინარე საქმიანობით გამოწვეული გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკი და საჭიროების შემთხვევაში განსაზღვროს საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკით დადგენილი ვადებისაგან განსხვავებული ვადები; გ) უზრუნველყოს მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე შეაბამისი საექსპერტო დასკვნის მომზადება. მუხლი 8🔗 1. ექსპერტს უფლება აქვს: ა) საექსპერტო კომისიისაგან განსხვავებული მოსაზრების არსებობის შემთხვევაში დოკუმენტურად დააფიქსიროს იგი კომისიის დასკვნაში; ბ) ექსპერტიზის ჩატარების პროცესში მოითხოვონ სამინისტროსგან მათი პიროვნების კონფიდენციალურობის დაცვა. 2. ექსპერტი ვალდებულია: ა) განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა პროცედურა წარმოდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფილი შესწავლისათვის; ბ) უზრუნველყოს დასკვნების ობიექტურობა, სისრულე, აგრეთვე მისთვის გადაცემული დოკუმენტაციის, საინფორმაციო მასალის შენახვა და საჭიროების შემთხვევაში, მათი კონფიდენციალურობის დაცვა. გ) ამ წესების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისის შემთხვევაში სამინისტროს აცნობოს მისი საექსპერტო კომისიაში მონაწილეობის შეუძლებლობის შესახებ; დ) დაიცვას ექსპერტიზის პროცედურის მარეგულირებელი კანონები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები; 3. ექსპერტიზის პროცედურის განხორციელებისას პროცედურაში მონაწილეობის მიღების მიზნით მოწვეული ექსპერტი პასუხისმგებელია მის მიერ მომზადებული დასკვნის ობიექტურობასა და სისრულეზე. 4. საექსპერტო კომისია განიხილავს, როგორც საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარმოდგენილ ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშს, ასევე მიმდინარე საქმიანობით გამოწვეული გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკს და ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის ადგენს მიმდინარე საქმიანობის გაგრძელებისათვის საჭირო პირობებსა და გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკისათვის გონივრულ ვადებს, რაც აისახება საექსპერტო დასკვნაში. 5. საექსპერტო დასკვნა უნდა მოიცავდეს: ა) საექსპერტო დასკვნის გაცემის თარიღს და ნომერს; ბ) საერთო მონაცემებს: ბ.ა) საქმიანობის დასახელებას; ბ.ბ) საქმიანობის განმახორციელებლის დასახელებასა და მისამართს; ბ.გ) საქმიანობის განხორციელების ადგილს; ბ.დ) განაცხადის შემოსვლის თარიღს; ბ.ე) მონაცემებს ეკოლოგიურიაუდიტის ანგარიშის შემდგენელის შესახებ; გ)  ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის შეფასებას; დ) გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკის შეფასებას; ე) დასკვნით ნაწილს, რომელშიც ასახული იქნება მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების შესაბამისი პირობები და გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული ვადები. 6. საექსპერტო კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნას ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და წარუდგენს სამინისტროს საქმიანობის განმახორციელებლის მიერ სამინისტროში მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებისათვის წარმოდგენილი განცხადების რეგისტრაციიდან 45 დღის ვადაში. მუხლი 9🔗 ექსპერტიზის პროცედურების განხორციელებისას სამინისტრო უფლებამოსილია: ა) ექსპერტიზის პროცედურის დაწყებამდე მოითხოვოს საქმიანობის განმახორციელებლისაგან ექსპერტიზის სრულყოფილად ჩატარებისათვის საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია; ბ) მოითხოვოს ექსპერტებისაგან მათზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვანი შესრულება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. მუხლი 10🔗 1. მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცედურა შედგება სამი ეტაპისაგან: მოსამზადებელი ეტაპი, ძირითადი ეტაპი და დასკვნითი ეტაპი. 2. მოსამზადებელი ეტაპი გულისხმობს სამინისტროს მიერ: ა) გადაწყვეტილებისათვის წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენას კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან; ბ) საექსპერტო კომისიის შემადგენლობის დამტკიცებას; გ) დამოუკიდებელ ექსპერტებთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას. 3. ძირითადი ეტაპი მოიცავს წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვას ექსპერტთა მიერ, რომლის პროცესშიც დგინდება: ა) საქმიანობის განმახორციელებლის მიერ ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშში მოცემული ტექნიკური, ტექნოლოგიური გადაწყვეტილების დასაბუთებულობა გარემოსდაცვითი თვალსაზრისით, ბუნებრივი, ენერგეტიკული რესურსებისა და ნედლეულის გამოყენების კომპლექსურობა, რაციონალურობა და ა.შ. ბ) მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შედეგად გარემოზე მოსალოდნელი ზემოქმედების მასშტაბები; გ) გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად, ავარიული სიტუაციების თავიდან ასაცილებლად და მათი შესაძლო შედეგების სალიკვიდაციოდ, აგრეთვე გარემოზე ზემოქმედების შესარბილებლად გათვალისწინებული ზომების ეფექტურობა; დ) მიმდინარე საქმიანობის განხორციელების შედეგად ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების უზრუნველსაყოფად საჭირო ოპერატიული და სხვა სახის კონტროლის, აგრეთვე მონიტორინგისა და გარემოსდაცვითი მენეჯმენტის მეთოდები; ე) საქმიანობის განხორციელებით გამოწვეული ეკოლოგიური რისკების შეფასება; 4. დასკვნითი ეტაპი მოიცავს: ა) საჭიროების შემთხვევაში, საექსპერტო კომისიის მიერ საქმიანობის განხორციელებისათვის შესაბამისი  პირობების (ვალდებულებების) შესრულების ვადების განსაზღვრას; ბ) მიმდინარე საქმიანობით გამოწვეული გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკის ვადების განსაზღვრას; გ) საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე შესაბამისი საექსპერტო დასკვნის მომზადებას და სამინისტროსათვის წარდგენას. 5. სამინისტრო განიხილავს საექსპერტო კომისიის მიერ მომზადებულ ექსპერტიზის დასკვნას და საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარმოდგენილი განცხადების რეგისტრაციიდან არანაკლებ 50 და არაუმეტეს 60 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ, რომელიც მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.