ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E-60) თერჯოლის გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზის ორივე მიმართულებით (სამი კილომეტრის მანძილზე), მომსახურების კომპლექს(ებ)ის პროექტთან დაკავშირებით, ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობების მოწონების შესახებ
მიღების თარიღი 04.06.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1175
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019263
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/06/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.06.2015 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქუთაისის შემოვლითი გზის სამტრედიის მონაკვეთზე „საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №1389 განკარგულებით დამტკიცებული საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პროექტის - „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“ ფარგლებში განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება
(კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პროექტი)“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და შპს „სპორტმშენსერვისის“ მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვებისა და აღნიშნულთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E-60) თერჯოლის გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზის ორივე მიმართულებით (სამი კილომეტრის მანძილზე), მომსახურების კომპლექს(ებ)ის პროექტთან დაკავშირებით, ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობების მოწონების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;}
a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:#954F72; text-decoration:underline;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
span.BalloonTextChar { }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
.MsoPapDefault {margin-bottom:8.0pt; line-height:107%;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1175
2015
წლის 4
ივნისი
ქ.
თბილისი
ჩქაროსნულიავტომაგისტრალის (E-60)
თერჯოლისგადასახვევისმიმდებარეტერიტორიაზე,
საავტომობილოგზისორივემიმართულებით(
სამიკილომეტრისმანძილზე),
მომსახურებისკომპლექს(
ებ)
ისპროექტთანდაკავშირებით,
ინტერესთაგამოხატვისთაობაზემოწვევისპირობებისმოწონებისშესახებ
1. „
საავტომობილოგზებისშესახებ“
საქართველოსკანონის 22-
ემუხლისპირველიდამესამეპუნქტებ
ის, „
საქართველოსმთავრობისსტრუქტურის,
უფლებამოსილებისადასაქმიანობისწესისშესახებ“
საქართველოსკანონისმე-5
მუხლის„
ი“
ქვეპუნქტისა და
მე-6
მუხლისპირველიპუნქ
ტისსაფუძველზე, „
საერთაშორისოსაავტომობილომიმოსვლისმწარმოებელისატრანსპორტოსაშუალებებისეკიპაჟებისმუშაობისშესახებ“
ევროპისშეთანხმების (AETR)
საქართველოშიიმპლემენტაციისსამოქმედოგეგმისდამტკიცებისთაობაზე“
საქართველოსმთავრობის 2013
წლისპირველი
მარტის №209
განკარგულებითდამტკიცებული, „
საერთაშორისოსაავტომობილომიმოსვლისმწარმოებელისატრანსპორტოსაშუალებებისეკიპაჟებისმუშაობისშესახებ“
ევროპისშეთანხმების(AETR)
საქართველოშიიმპლემენტაციისსამოქმედოგეგმისმე-4
პუნქტითგათვალისწინებული,
განსახორციელებელიღონისძიებებ
ისშესასასრულებლადდა„
წითელიხიდი-
თბილისი-
სამტრედია-
გრიგოლეთი-
სარფისმიმართულებაზეჩქაროსნულიავტომაგისტრალისპერსპექტიულიგანვითარებისგანთვისებისზოლშიდასაქართველოსსაზღვრისპირატერიტორიებზემომსახურებისკომპლექსებისადადასვენებისადგილებისგანთავსებისღონისძიებათაშესახებ“,
საქართველოსმთავრობის2011
წლის 14
თებერვლის №289
განკარგულებისპირველიპუნქტითდამტკიცებული,
წითელიხიდი-
თბილისი-ს
ამტრედია-
გრიგოლეთი-
სარფისმიმართულებაზე,
ჩქაროსნულიავტომაგისტრალისპერსპექტიულიგანვითარებისგანთვისებისზოლშიდასაქართველოსსაზღვრისპირატერიტორიებზემომსახურებისკომპლექსებისადადასვენებისადგილებისგანლაგებისსქემისშესაბამისად,
ჩქაროსნულიავტომაგისტრალის (E-60)
თერჯოლისგადასახვევისმიმდებარეტერიტორიაზე,
საავტომობილოგზისორივემიმართულებით (
სამიკილომეტრისმანძილზე),
მომსახურებისკომპლექს(
ებ)
ისგანთავსებისადაოპერირებისუფლებისმინიჭებისმიზნით:
ა) მოწონებულ იქნეს თანდართული ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E-60) თერჯოლის გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზის ორივე მიმართულებით (სამი კილომეტრის მანძილზე), მომსახურების კომპლექს(ებ)ის პროექტთან დაკავშირებით, ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობები (შემდგომში - ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობები);
ბ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (შემდგომში – დეპარტამენტი), ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E-60) თერჯოლის გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზის ორივე მიმართულებით (სამი კილომეტრის მანძილზე), მომსახურების კომპლექს(ებ)ის განთავსებისა და ოპერირების უფლების მინიჭების მიზნით, უზრუნველყოს ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობების შესაბამისად, გამარჯვებულის გამოვლენა და აღნიშნულის თაობაზე, საქართველოს მთავრობისათვის ინფორმაციის წარმოდგენა;
გ) დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით - ბრძანებით, შეიქმნას ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E-60) თერჯოლის გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზის ორივე მიმართულებით (სამი კილომეტრის მანძილზე), მომსახურების კომპლექს(ებ)ის პროექტთან დაკავშირებით, ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა განმხილველი კომისია და დამტკიცდეს კომისიის საქმიანობის წესი.
2. დეპარტამენტმა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E-60) თერჯოლის გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზის ორივე მიმართულებით (სამი კილომეტრის მანძილზე), მომსახურების კომპლექს(ებ)ის საავტომობილო გზასთან მიბმის მიზნით, მოაწყოს შემანელებელ-ამაჩქარებელი ზოლი სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მონაკვეთებზე, მისთვის შესაბამისი წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E-60) თერჯოლის გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზის ორივე მიმართულებით (სამი კილომეტრის მანძილზე), მომსახურების კომპლექს(ებ)ის პროექტთან დაკავშირებით, ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობები
მუხლი 1🔗. ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის განაცხადის წარდგენა
1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი), ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E-60) თერჯოლის გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზის ორივე მიმართულებით (სამი კილომეტრის მანძილზე), მომსახურების კომპლექს(ებ)ის პროექტთან დაკავშირებით, ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის (შემდგომში - ინტერესთა გამოხატვა) თარიღამდე არა უმეტეს 30 კალენდარული დღით ადრე, უზრუნველყოფს ინტერესთა გამოხატვის თაობაზე განცხადების გამოქვეყნებას ქართულ და ინგლისურ ენებზე, გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვებგვერდზე (www.mrdi.gov.ge), დეპარტამენტის ვებგვერდზე (www.georoad.ge) და სხვა ხელმისაწვდომი ალტერნატიული საშუალებების მეშვეობით.
2. დეპარტამენტი უფლებამოსილია, გადაავადოს ინტერესთა გამოხატვის თარიღი, რომლის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.
3. თუ ინტერესთა გამოხატვის თარიღი ემთხვევა დასვენების ან უქმე დღეს, ინტერესთა გამოხატვა ტარდება მომდევნო სამუშაო დღეს, იმავე დროს.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა გამოხატვის თაობაზე განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრებისა და ინტერესთა გამოხატვის თარიღს, დროსა და ადგილს;
ბ) ინტერესთა გამოხატვის ფორმით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E-60) თერჯოლის გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზის ორივე მიმართულებით (სამი კილომეტრის მანძილზე), მომსახურების კომპლექს(ებ)ის განთავსებასა და ოპერირების თაობაზე, უფლების გამცემი ორგანოს დასახელებასა და მისამართს;
გ) ინტერესთა გამოხატვის პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს;
დ) მომსახურების კომპლექს(ებ)ის კონცეპტუალურ მოდელს;
ე) დეტალური პროექტის ძირითად მაჩვენებლებს და პარამეტრებს, კერძოდ, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი:
ე.ა) მსოფლიო ბანკის „აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის“ კრედიტები (4248 GE, 7804 GE) კონსულტანტთა და დეპარტამენტის მონაცემთა მიხედვით, 2014 წელს თბილისი-სენაკი-ლესელიძის ს/გზის (E-60) შერჩეული მონაკვეთის ავტომობილების დღე-ღამური მოძრაობის ინტენსივობა შეადგენდა 12266 ავტომობილს, ხოლო თითოეულ მხარეს, დაახლოებით, 6133 ავტომობილს. შესაბამისად, ყველა გათვლა მომსახურების კომპლექს(ებ)ის (მოძრაობის თითოეული მიმართულებისათვის) უნდა ეყრდნობოდეს ამ მონაცემებს;
ე.ბ) თანახმად საერთაშორისო პრაქტიკისა, ავტომობილების ამ ნაკადისათვის, საერთო რაოდენობაა 4,5-5% (276-307 ავტომობილი დღე-ღამეში), საიდანაც მომსახურების კომპლექს(ებ)ის მომხმარებელი მგზავრების საშუალო რაოდენობა 900 - 1100 ადამიანს შეადგენს, დღე-ღამეში, საშუალოდ, თითოეული მიმართულებისათვის:
ე.ბ.ა) ავტომობილების საერთო რაოდენობიდან 70-73% შეადგენს მსუბუქ ავტომობილს, 15,7% - მიკროავტობუსს, 5,9% - ავტობუსსა და სატვირთოს, 4,7%- მძიმე წონიან სატვირთოს (3 და მეტი ღერძის მქონე ე.წ ტრაილერს). ამ მონაცემებით განისაზღვრება დასვენებისა და მომსახურების თითოეული ობიექტის საშუალო დღე-ღამური სიმძლავრე, საპროგნოზო 2015 – 2020 წლისათვის;
ე.ბ.ბ) ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E-60) თერჯოლის გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ს/გზის (E-60) მომსახურების თითოეული კომპლექსი მოძრაობის თითოეული მიმართულებისათვის უნდა შეიცავდეს ავტოსადგომს, საშუალოდ, 50 ავტომობილისათვის ერთდროულად (ავტომობილების საერთო რაოდენობიდან (1 საათში, საშუალოდ) 30-35 მსუბუქი ავტომობილი, 3-4 ავტობუსი, 10-15 მიკროავტობუსი და სატვირთო, 3-5 მძიმეწონიანი, მისაბმელიანი ტრაილერი);
ე.გ) ძირითადი შენობის პარამეტრები უნდა მოიცავდეს:
ე.გ.ა) სხვადასხვა ასორტიმენტის მინიმუმ 2 სწრაფი კვების (არანაკლებ ერთი საერთაშორისო ბრენდი) ობიექტი, თითოეული, მინიმუმ, 50-60 ადგილზე;
ე.გ.ბ) სუპერმარკეტი;
ე.გ.გ) სველი წერტილები;
ე.გ.დ) ბავშვების გასართობი კუთხე;
ე.გ.ე) სივრცე ATM ავტომატებისა და სწრაფი გადახდის ტერმინალებისათვის;
ე.გ.ვ) სივრცე ტურისტული საინფორმაციო ბუკლეტების განსათავსებლად;
ე.გ.ზ) სივრცე ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო და ხელნაკეთი სუვენირების სარეალიზაციოდ;
ე.გ.თ) აფთიაქი;
ე.დ) საწვავის/გაზგასამართი სადგური;
ე.ე) ავტომობილების ტექნიკური მომსახურება;
ე.ვ) დამხმარე სამეურნეო დანიშნულებისა და სხვა სახის შენობა-ნაგებობები, გარე სანკვანძი და სველი წერტილები;
ვ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც დეპარტამენტი ჩათვლის მიზანშეწონილად.
5. ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის მსურველს უფლება აქვს დეპარტამენტისაგან მიიღოს ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია.
მუხლი 2🔗. მოთხოვნები დაინტერესებული პირების მიმართ
1. ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს, როგორც საქართველოში, აგრეთვე, უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულმა იურიდიულმა პირმა (შემდგომში -კომპანია).
2. ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის მისაღებად, კომპანია ან/და მისი დამფუძნებელი, რომელიც ამ კომპანიის 50%-ზე მეტ წილს ფლობს (შემდგომში - კომპანია), უნდა აკმაყოფილებდეს/აკმაყოფილებდნენ შემდეგ პირობებს, რაზედაც ინტერესის გამოხატვის თაობაზე განაცხადთან ერთად, უნდა წარადგინოს შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტები:
ა) ბოლო სამი წლის (2012-2014) განმავლობაში, კომპანიის საშუალო წლიური ბრუნვა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 100 000 000 (ასი მილიონი) ლარს (დღგ-ის ჩათვლით);
ბ) მინიმუმ მსგავსი სახის ერთი მომსახურების კომპლექსის განთავსებისა და ოპერირების გამოცდილება საქართველოში ან უცხო ქვეყანაში;
გ) კომპანიას საკუთრების და/ან სარგებლობის უფლებით, მინიმუმ ამ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე, მოწვევის პირობების მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადით, უნდა გააჩნდეს მიწის ნაკვეთი (ფართობი 2.5-3.0 ჰექტარი), რაზეც უნდა წარადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) საწვავის/გაზგასამართ სადგურს უნდა გააჩნდეს - ISO 9001-2008;
ე) არანაკლებ 1 (ერთი) საერთაშორისო ბრენდის (სავაჭრო ნიშანი/მარკა, რომლის გამოყენების უფლება აქვს საერთაშორისო ბრენდის მქონე კომპანიას, რომელიც, სულ მცირე, 10 სახელმწიფოში ახორციელებს შესაბამისი სახის საქმიანობას და ამასთან, საქართველოში აქვს შესაბამისი საქმიანობის გამოცდილება) სწრაფი კვების ობიექტის გამართვის თაობაზე ინფორმაცია;
ვ) დეპარტამენტის მიერ, ინტერესთა გამოხატვის შესახებ განცხადებაზე თანდართული ამ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების კომპლექს(ებ)ის კონცეპტუალური მოდელის შესაბამისი ესკიზი და გენგეგმა;
ზ) შესაძლებელია, დეპარტამენტმა დაადგინოს დამატებითი პირობები.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია წარდგენილ უნდა იქნეს დალუქული კონვერტით.
4. დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება კომპანიას.
5. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას და დოკუმენტაციას არ წარადგენს ინტერესის გამოხატვის თაობაზე განაცხადის წარდგენისას, ან წარადგენს არასრულად, მისი კანდიდატურა არ იქნება განხილული. აგრეთვე, ვადის დარღვევით წარდგენილი განაცხადები რჩება განუხილველი, რაზეც დეპარტამენტი შესაბამის პირებს უგზავნის შეტყობინებას.
მუხლი 3🔗. გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმები
1. კომპანიათა სიას, ინტერესთა გამოხატვის თაობაზე, განაცხადების წარდგენის ვადის ამოწურვის შემდგომ, განსაზღვრავს კომისია. სიაში შევა მხოლოდ ისეთი კომპანია, რომელიც კომისიის გადაწყვეტილებით, დააკმაყოფილებს ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობებს.
2. კომპანიებს გაეგზავნებათ წერილობითი შეტყობინება სიაში შესვლის ან არშესვლის შესახებ. აღნიშნულის შემდგომ, დეპარტამენტში გამარჯვებულის გამოვლენის მიზნით, იმართება ინტერესთა გამოხატვა, რომელსაც იხილავს კომისია.
3. კომპანიების სიიდან გამარჯვებულის გამოსავლენად, კომისია ამ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ინფორმაციისა და დოკუმენტების შეფასებისას იყენებს შეფასების ქულათა სისტემას.
4. უპირატესობა მიენიჭება ისეთ განაცხადს, რომელიც კომისიის წევრების შეფასებით, მთლიანობაში შეფასდება ყველაზე მაღალი ქულით.
5. ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული კომპანიის თაობაზე ინფორმაცია, ცნობის სახით, წარედგინება საქართველოს მთავრობას.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის შემდგომ, ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულ კომპანიასთან შესაბამის ხელშეკრულებას აფორმებს დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი.
7. ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს მომსახურების კომპლექს(ებ)ის განთავსების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია 500 000 ლარის ღირებულებით, მოქმედების ვადით - ხელშეკრულების ხელმოწერიდან 34 თვის განმავლობაში. მომსახურების კომპლექს(ებ)ის განთავსების შემდგომ, საბანკო გარანტია უბრუნდება კომპანიას.
მუხლი 4🔗. ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული კომპანიისათვის დადგენილი მოთხოვნები
ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული კომპანიისათვის დადგენილი მოთხოვნებია:
ა) კომპლექსის განთავსებიდან მინიმუმ 30 წლის განმავლობაში, უზრუნველყოს მომსახურების კომპლექს(ებ)ის დანიშნულების შენარჩუნება, კერძოდ, არ შეცვალოს შემდეგი ტიპის მომსახურება:
ა.ა) ავტომანქანის გამართვა;
ა.ბ) კვებით მომსახურება;
ა.გ) ავტო პარკინგი;
ბ) ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულმა კომპანიამ, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E-60) თერჯოლის გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, მომსახურების კომპლექს(ებ)ის (სამი კილომეტრის მანძილზე) განთავსებასა და ოპერირებაზე უფლება შეიძლება გადასცეს სხვას, მხოლოდ მას შემდეგ, რაც დეპარტამენტისგან მიიღებს შესაბამის თანხმობას;
გ) მოძრაობის ინტენსივობის ზრდის შესაბამისად, საშუალოდ 5-8 წლის შემდგომ, უფლებამოსილია, გააფართოოს მომსახურების კომპლექს(ებ)ის ცალკეული ობიექტები, მომსახურების კომპლექს(ებ)ის დანიშნულების შეცვლის გარეშე, რაც შეთანხმებულ უნდა იქნეს დეპარტამენტთან;
დ) ხელშეკრულების ხელმოწერიდან 32 თვის განმავლობაში, უზრუნველყოს მომსახურების კომპლექს(ებ)ის განთავსება. აღნიშნულ ვადაში შედის დეტალური პროექტის დამუშავების, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვ(ებ)ის, სხვა სახის პროცედურებისა და მომსახურების კომპლექს(ებ)ის განთავსების ვადა;
ე) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში, მომსახურების კომპლექს(ებ)ში განთავსებული ობიექტების ჩანაცვლება შესაძლებელია, მხოლოდ დეპარტამენტთან შეთანხმებით.
მუხლი 5🔗. ხელშეკრულების გაფორმება და ხელშეკრულების პირობები
1. ხელშეკრულება ფორმდება ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულ კომპანიასთან, ამ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე, მოწვევის პირობების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდგომ, კომისიის მიერ კომპანიისათვის უპირატესობის მინიჭების თაობაზე, წერილობითი შეტყობინებიდან არა უგვიანეს 30 დღის განმავლობაში.
2. თუ გამარჯვებული უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირია, მაშინ გამარჯვებულმა იურიდიულმა პირმა, ხელშეკრულების გაფორმებამდე, მისი 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით, საქართველოში უნდა დააფუძნოს საწარმო, რომელთანაც ფორმდება ხელშეკრულება.
3. ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულმა კომპანიამ, დეპარტამენტში უნდა წარადგინოს ამ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე, მოწვევის პირობების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დეტალური პროექტი.
4. დეპარტამენტისთვის შესათანხმებლად წარდგენილი დეტალური პროექტი უნდა მოიცავდეს: მომსახურების თითოეული კომპლექსის სივრცითი ორგანიზაციის სქემას (კომპოზიციური გადაწყვეტა) და ტერიტორიაზე მიბმის სქემას; კომპლექს(ებ)ის (შენობა-ნაგებობის) გეგმებს, ჭრილებს, ფასადებს, სამგანზომილებიან სივრცით კომპიუტერულ მოდელებს; შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული გადაწყვეტის წინადადებებსა და ძირითადი სამშენებლო მასალების ჩამონათვალს; შენობა-ნაგებობის ძირითად შიგა და გარე პარამეტრებს; მომსახურების კომპლექს(ებ)ის მთლიანი განაშენიანებული ტერიტორიის პარამეტრებს; მომსახურების კომპლექს(ებ)ის უზრუნველმყოფი ინფრასტრუქტურის (ელ. ენერგია, წყალი, ბუნებრივი აირი, კანალიზაცია) ზღვრულ სიმძლავრეთა ანგარიშს (მოთხოვნა).
მუხლი 6🔗. პასუხისმგებლობა
1. ხელშეკრულების ხელმოწერიდან 32 თვის განმავლობაში, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, დეპარტამენტი უფლებამოსილია, აამოქმედოს მომსახურების კომპლექს(ებ)ის განთავსების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია 500 000 ლარის ოდენობით.
2. ამ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე, მოწვევის პირობების მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის დარღვევისათვის, მხარეს დაეკისრება პირგასამტეხლო, ერთჯერადად, 100 000 ლარის ოდენობით და მიეცემა გონივრული ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
3.ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიცემული ვადის გასვლის შემდგომ, ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, დეპარტამენტი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება.