„საქართველოსა და რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის (პირველი ინკლუზიური ზრდის განვითარების პოლიტიკის ღონისძიება)“ სასესხო ხელშეკრულების საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად გ. კაკაურიძისა და დ. ლეჟავას დანიშვნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1190
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019310
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/06/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1190

2015 წლის 8 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოსა და რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის (პირველი ინკლუზიური ზრდის განვითარების პოლიტიკის ღონისძიება)“ სასესხო ხელშეკრულების საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად გ. კაკაურიძისა  და დ. ლეჟავას დანიშვნის შესახებ

1. საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის 11 პუნქტისა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინოს „საქართველოსა და რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის (პირველი ინკლუზიური ზრდის განვითარების პოლიტიკის ღონისძიება)“ სასესხო ხელშეკრულება.

2. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილი ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ სასესხო ხელშეკრულებაზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და დავით ლეჟავა.

პრემიერ-მინისტრი                                                  ირაკლი ღარიბაშვილი