„საქართველოს შინაგანი ჯარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს შინაგანი ჯარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს შინაგანი ჯარების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ.42) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებისათვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და სამართლებრივი რეჟიმის უზრუნველყოფაში დახმარების გაწევა;“.
2. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საგანგებო მდგომარეობის სამართლებრივი რეჟიმის უზრუნველსაყოფად ღონისძიებების გატარებისას და საგანგებო ვითარების შედეგების ლიკვიდაციის დროს შინაგანი ჯარების სამხედრო ნაწილებისა და ქვედანაყოფების მართვის განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროები, აგრეთვე სხვა სამინისტროები და უწყებები გადასცემენ მათ კავშირგაბმულობის ხაზებსა და არხებს.“.
3. მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. შინაგანი ჯარებისათვის წვევამდელების შერჩევას ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები და შინაგანი ჯარების წარმომადგენლები ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სამხედრო განყოფილებებთან ერთად.“.
4. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ორგანიზებას უწევს შინაგანი ჯარების შევსებას – გასაწვევი კონტინგენტის შესწავლასა და შერჩევას შინაგანი ჯარების სარდლის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 24 დეკემბერი.
№813–რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგანი ჯარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.12.2004.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგანი ჯარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს შინაგანი ჯარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 24.12.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №813. სარეგისტრაციო კოდი — 140.070.000.05.001.001.646.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგანი ჯარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 1 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს შინაგანი ჯარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.12.2004 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს შინაგანი ჯარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №813, 24.12.2004, სარეგისტრაციო კოდი 140.070.000.05.001.001.646 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.12.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/28738/