„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ 18.12.2009
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-4 მუხლის „ვ“−„თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) მიმღები ოჯახი – დედობილის/მამობილის ოჯახი, რომელსაც მინდობით აღსაზრდელად გადაეცა ბავშვი ან 18 წლამდე ან 18-დან 21 წლამდე ასაკის განრიდებას დაქვემდებარებული პირი;
ზ) მინდობით აღზრდა – სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიმღები ოჯახის მიერ ბავშვის ან 18 წლამდე ან 18-დან 21 წლამდე ასაკის განრიდებას დაქვემდებარებული პირის მოვლა და აღზრდა;
თ) მინდობით აღსაზრდელი – სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიმღები ოჯახისათვის მინდობით აღსაზრდელად გადაცემული ბავშვი ან 18 წლამდე ან 18-დან 21 წლამდე ასაკის განრიდებას დაქვემდებარებული პირი;“.
2. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:
„11. მინდობით აღზრდას ექვემდებარება ასევე 18 წლამდე ან 18-დან 21 წლამდე ასაკის პირი, რომლის მიმართ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განრიდების ღონისძიების სახით გამოიყენება მინდობით აღსაზრდელად განთავსება.
12. განრიდების ღონისძიების სახით გამოსაყენებელი მინდობით აღსაზრდელად განთავსების წესი და პროცედურები განისაზღვრება „განრიდებისა და მედიაციის შესახებ პროკურორებისთვის სახელმძღვანელო მითითებებისა და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.
ქუთაისი, 12 ივნისი 2015 წ. N3717-IIს |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 12.06.2015.
- როდის იქნა მიღებული „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 12.06.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3717-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 040200140.05.001.017788.
- რამდენი მუხლისგან შედგება „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.06.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №3717-IIს, 12.06.2015, სარეგისტრაციო კოდი 040200140.05.001.017788 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2875200/