ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 15.06.2015
გამომცემი ორგანო ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.158.016239
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/06/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.06.2015 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი | ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №31
2015 წლის 15 ივნისი
ქ. ბოლნისი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს კანონის ,,ნორმატიულია ქტების შესახებ’’ მე-20 მუხლის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციის წესი (დანართი№1).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი
დანართი N1
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
წინამდებარე წესი განსაზღვრავს თვითმმართველი თემის – ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოების, ბინების და სახლების ნუმერაციის წესს და პირობებს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთაგანმარტება
1. ბინა მრავალბინიან სახლში – მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების ფართი, რომელიც შეიძლება იყოს ერთ სისტემაში გაერთიანებული მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული სათავსი(სათავსები), რომელიც გამოიყენება საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი, მათ შორის კომერციული მიზნებისათვის.
2. დაინტერესებული პირი – ნებისმიერი მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონიერი მოსარგებლე, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ნუმერაცია.
3. კანონიერი მოსარგებლე – ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, ბინისორდერი, საბინაოწიგნი, და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს ბინით, შენობით.
4. შენობა – სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისაგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად, საძირკვლითაა დაკავშირებული, რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს, შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით;
5. ინდექსი – რიცხვითი ან ასოთი მაჩვენებელი, რომელიც ნუმერაციისას ციფრს ეწერება მარჯვენა ზედა კუთხეში;
მუხლი 3🔗.
ნუმერაციის მოთხოვნა
1. ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოების, ბინების დასახლების ნუმერაციის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება დაინტერესებული პირის განცხადების ან/და ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივის საფუძველზე.
2. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს განმცხადებლის აზრით, თუ რომელი ობიექტის რომელ ნომერს (ნომრისარარსებობისას – რომელობიექტს) რა ნომერი უნდა მიენიჭოს. განცხადება უნდა შეიცავდეს დეტალურ დასაბუთებას ნომრისმინიჭების ან შეცვლის თაობაზე. განცხადება უნდ აპასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ემუხლით გათვალისწინებულ, ადმინისტრაციული განცხადებისათვის საჭირო მოთხოვნებს.
3. განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) ობიექტის აღწერა (ნახაზი, ორთოფოტო, საკადასტრო რუკა და სხვა);
ბ)დაინტერესებული პირის საკუთრების ან კანონიერი სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ)სსიპ -საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული საინფორმაციო ცნობა იმის შესახებ, რომ ობიექტის იმ ნომერზე, რომლის მინიჭებაც სურს განმცხადებელს, არ არის რეგისტრირებული სხვა უძრავი ქონება;
დ) სხვა დოკუმენტაცია, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული და გამომდინარეობს მოთხოვნის შინაარსიდან.
მუხლი 4🔗.
უფლებამოსილი ორგანო
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოების, ბინების და სახლების ნუმერაციის შესახებ გადაწყვეტილებას განკარგულების ფორმით იღებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
მუხლი 5🔗.
ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, ნუმერაციისსაფუძველი
1. ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების ნუმერაციის შეცვლის ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს:
ა) შენობის/შენობების ნუმერაციის არარსებობა;
ბ) შენობის/შენობების გაყოფა ან/და შეერთება;
გ) ახალი შენობის/შენობების აშენება;
დ) არსებულ დოკუმენტებში შენობის/შენობებისთვის მინიჭებული ნომრების აღრევა, ნომრების დუბლირება;
ე) სხვა ხდომილება, რამაც შეიძლებაგამოიწვიოს შენობის/შენობების ნუმერაციის მოთხოვნა.
მუხლი 6🔗.
მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის საფუძველი
1. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შეცვლის ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს:
ა) სადარბაზოს/სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის არარსებობა;
ბ) ბინის/ბინების გაყოფა ან/და შეერთება;
გ) არსებულ დოკუმენტებში სადარბაზოს/სადარბაზოებისთვის ან/და ბინის/ბინებისთვის მინიჭებული ნომრების აღრევა, ნომრების დუბლირება;
დ) სხვა ცდომილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სადარბაზოს/სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის მოთხოვნა.
მუხლი 7🔗.
ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოების, ბინების და სახლების ნუმერაცია
1. ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, ნუმერაცია ხდება არაბული ციფრით, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში, შენობის სპეციფიკიდან გამომდინარე - არაბულ ციფრზე ინდექსის დამატებით.
2. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაცია ხდება არაბული ციფრით ან ციფრზე ინდექსის დამატებით (მაგ:25-ა, 25-ბ).
მუხლი 8🔗.
გადაწყვეტილების მიღების წესი
1. ობიექტების ნუმერაციასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირს წერილობითი განცხადება და თანდართული დოკუმენტები შეაქვს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.
2. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი ვალდებულია უზრუნველყოს ობიექტების ნუმერაციის თაობაზე შეტანილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების დადგენილი წესით ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის (შემდგომში-კომისია) თავმჯდომარისათვის გადაცემა მისი რეგისტრაციისთანავე. კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების დადგენილი წესით მასზე გადაცემიდან 3 დღის ვადაში შეამოწმოს განცხადება შეესაბამება თუ არა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ემუხლის მოთხოვნებს, აგრეთვე თანდართული დოკუმენტების შესაბამისობასა ქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე ემუხლთან.
3. თუ განცხადება და თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს ან/და არასრულყოფილადაა წარმოდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით დადგენილი წესით კომისიის თავმჯდომარე ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის წერილის მეშვეობით განმცხადებელს განუსაზღვრავს დამატებითი ინფორმაციის (დოკუმენტების) წარმოდგენის ვადას, რომელიც არ უნდა იყოს 5 დღეზე ნაკლები და არ აღემატებოდეს 15 დღეს. თუ ხარვეზის აღმოფხვრისათვის განსაზღვრულ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის ინფორმაციას ( დოკუმენტებს) , კომისია იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, რომელსაც ისევ კომისიის თავმჯდომარე ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის წერილის მეშვეობით, ატყობინებს განმცხადებელს.
4. თუ კომისიისათვის გადაცემული განცხადება და თანდართული დოკუმენტები სწორი და სრულყოფილია, კომისია სრულ დოკუმენტაციას უგზავნის ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობას შემდგომი რეაგირებისათვის და შესაბამისი დასკვნის მომზადებისთვის.ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა ვალდებულია განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების მასზე გადაცემიდან 5 კალენდარული დღის ვადაში განიხილოს საკითხი და მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება კონკრეტულ ქუჩაზე მდებარე უძრავი ობიექტისათვის ნომრის მინიჭების (არსებულის შეცვლა ან ახლის მინიჭება) შესაძლებლობისა და მიზანშეწონილობის თაობაზე. გამონაკლის შემთხვევაში აღნიშნული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს 3 კალენდარული დღით.
5. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დადებული დასკვნის შესაბამისად კომისია ვალდებულია სხვა საკითხებთან ერთად განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებისა (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საჯარო რეესტრის მიერ გაცემული შესაბამისი საინფორმაციო ცნობა) და კომისიის მიერ მოძიებული, შესაბამისი დოკუმენტური მასალების მიხედვით შეისწავლოს საკითხი იმის შესახებ, თუ ობიექტების ის ნომერი, რომლის მინიჭებასაც ითხოვს განმცხადებელი ხომ არა აქვს უკვე მინიჭებული ამ ობიექტზე მდებარე სხვა უძრავ ობიექტს. კომისია უფლებამოსილია ადმინისტრაციული წარმოებისას, საჭიროების შემთხვევაში კომისაში სამუშაოდ მოიწვიოს სპეციალისტები.
6. კომისიის გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული. გადაწყვეტილებაში ცალკე აბზაცის სახით უნდა გამოიყოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საკითხის კომისიის მიერ შესწავლის შედეგი. კომისიის გადაწყვეტილებას ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და კომისიის ყველა ისწევრი, რომელმაც კომისიის ამ გადაწყვეტილებას დაუჭირა მხარი.
7. განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, კომისიის უარყოფითი გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში ეგზავნება დაინტერესებულ პირს.
8. კომისიის დადებითი გადაწყვეტილება დასამტკიცებლად ეგზავნება საკრებულოს, სადაც სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანკლებ სრული შემადგენლობის ერთი მესამედით მიიღება გადაწყვეტილება, საკრებულოს განკარგულების სახით.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული საკრებულოს განკარგულება (დამოწმებული ასლი) დაინტერესებულ პირს და ობიექტების ნუმერაციის რეგისტრაციაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულო ორგანოს ეგზავნება წერილობით.
10. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის წერილობითი მიმართვა და საკრებულოს განკარგულების დამოწმებული ასლი წარმოადგენს ობიექტების ნუმერაციის რეგისტრაციაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის სამართლებრივ საფუძველს შესაბამისი სარეგისტრაციო წარმოების განხორციელებისა და მის საფუძველზე შესაბამისი რეგისტრაციის განხორციელებისათვის.
მუხლი 9🔗.
საკრებულოს განკარგულება
1. ობიექტის ნუმერაციის შესახებ საკრებულოს განკარგულებაში იდენტიფიკაციის მიზნით შეიძლება მიეთითოს მოცემულ ობიექტზე მდებარე იმ უძრავი ობიექტის მესაკუთრის ვინაობა (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საიდენტიფიკაციო ნომერი ), რომელსაც შეეცვალა ან ახლად მიენიჭა შესაბამისი ნომერი. კომისიის გადაწყვეტილებაში იდენტიფიკაციის მიზნით შეიძლება მითითებულ იქნეს სხვა მონაცემები.
2. განმცხადებელი ვალდებულია ობიექტების ნუმერაციის საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობიდან (გადაცემიდან) 1(ერთი) თვის ვადაში უზრუნველყოს ობიექტებზე მდებარე უძრავი ქონებისათვის შესაბამისი ნომრის აღმნიშვნელი ნიშნის (მაჩვენებლის) განთავსება.
მუხლი 10🔗.
ობიექტის ნუმერაციის აღრევა
1. ობიექტის ნუმერაცია უნდა განხორციელდეს ისე, რომ მან არ გამოიწვიოს ერთი ობიექტის სხვადასხვა ნომერს შორის აღრევა, გაუგებრობა ან/და მესამე პირების შეცდომაში შეყვანა.
2. ობიექტების ნუმერაცია ხორციელდება კენტი და ლუწი ნომრების (რიცხვების) ურთიერთსაპირისპირო წყობით. ერთ მხარეს ენიჭება კენტი ნომერი, ხოლო მეორე საპირისპირო მხარეს – ლუწი ნომერი.
3. ობიექტების სახელწოდების შეცვლის შემთხვევაში მოქმედი ნუმერაცია რჩება უცვლელად.
მუხლი 11🔗.
ობიექტის ნუმერაციის განსაკუთრებული წესი
1. განსაკუთრებულ შემთხვევაში ობიექტების ნუმერაციის უწყვეტობის შენარჩუნებისა და ამ საკითხში წესრიგის დამყარების მიზნით, სათანადო დასაბუთების საფუძველზე, კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება განხორციელდეს კონკრეტული ობიექტის სრული ხელახალი ნუმერაცია.
2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული საკითხი კომისიის წინაშე შეიძლება დასვას საკრებულოს წევრმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მოცემულ ობიექტზე მცხოვრებთა (ამ ობიექტების მიმდებარე უძრავი ობიექტების მესაკუთრეთა) არანაკლებ ერთმა მესამედმა.
მუხლი 12🔗.
დასკვნითი დებულებები
1. კომისიის მიერ ობიექტების ნუმერაციის საკითხი განიხილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
2. ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.