„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №117 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს ბრძანება №78 |
|
2015 წლის 16 ივნისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №117 ბრძანებით (სსმ ვებგვერდი, 13.07.2012 წ., 040030000.22.027.016329) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი: „კ1) მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენა, სტატუსის დადგენის შესახებ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა, სტატუსის გაუქმება, მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენის თაობაზე ცნობის გაცემა და მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა მონაცემების წარმოება (რეესტრის ფორმირება და მასში ცვლილებათა ასახვა).“.
2. მე-20 მუხლის მე- 3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამსახურის ფუნქციებია სამოქალაქო აქტებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემისა და მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენის სფეროში: ა) ტერიტორიული სამსახურებისთვის საქმიანობასთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევა და კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაში მხარდაჭერა; ბ) განხორციელებულ ან/და მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით ტერიტორიული სამსახურების ინფორმირება; გ) ტერიტორიული სამსახურების საქმიანობაში არსებული პრობლემებისა და შესაძლებლობების შესახებ ხელმძღვანელობისა და პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფების ინფორმირება; დ) საკუთარი ამოცანების შესასრულებლად საქმიანობაში არსებული პრობლემებისა და შესაძლებლობების შესახებ ხელმძღვანელობისა და პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფების ინფორმირება; ე) კორესპონდენციის განხილვა და შესრულების უზრუნველყოფა; ვ) ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა და გადაწყვეტილების პროექტების მომზადება.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №117 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 16.06.2015.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №117 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №117 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 16.06.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №78. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.027.016582.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №117 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №117 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.06.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №117 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №78, 16.06.2015, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016582 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.06.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2875400/