„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს ბრძანება №77 |
|
2015 წლის 16 ივნისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებით (სსმ ვებგვერდი, 13.07.2012 წ., 040030000.22.027.016330) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი: „ვ1) მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენა, სტატუსის დადგენის შესახებ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა, სტატუსის გაუქმება, მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენის თაობაზე ცნობის გაცემა;“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ცხინვალის სამოქალაქო რეესტრის სამსახური ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, გარდა „ვ1“, „უ“, „ფ“, „შ“, „შ1“, „ჭ“, „ხ“ და „ჰ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების და ბინადრობის მოწმობის, მათ შორის, ბინადრობის ელექტრონული მოწმობის, გაცემისა.“; გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9 . ახალგორის სამოქალაქო რეესტრის სამსახური ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს (გარდა პირველი პუნქტის „ვ1“, „შ“, „შ1“, „ჭ“, „ხ“ და „ჰ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა).“. 2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სამსახურები ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ (გარდა სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობისა), „დ“, „ე“, „ვ“, „ვ1“, „ჟ“, „რ“, „ს“, „ტ“, „ც“, „ძ“ და „ჯ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას არ არიან შეზღუდული სამოქმედო ტერიტორიით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|