ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.06.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.172.016086
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/06/2015
matsne.gov.ge 640 სიტყვა · ~3 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
ბინა მრავალბინიან სახლში
მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების ფართი, რომელიც შეიძლება იყოს ერთ სისტემაში გაერთიანებული მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული სათავსი (სათავსები), რომელიც გამოიყენება საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი, მათ შორის კომერციული მიზნებისათვის.
მუხლი 2
დაინტერესებული პირი
ნებისმიერი მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონიერი მოსარგებლე, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ნუმერაცია.
მუხლი 2
კანონიერი მოსარგებლე
ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი, და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს ბინით, შენობით.
მუხლი 2
ინდექსი
რიცხვითი ან ასოითი მაჩვენებელი, რომელიც ციფრს ეწერება მარჯვენა ზედა კუთხეში.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, მოედნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 27.11.2015 ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 21.05.2015 ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 26.11.2015 თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 01.06.2015 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინებისა და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 26.09.2014

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №24 2015 წლის 15 ივნისი ქ. ამბროლაური ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის, 24-ე მუხლის მე-2  და მე-3 ნაწილების, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების  შესაბამისად, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების,  შესახვევების, ჩიხების, მოედნების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების და ბინების ნუმერაციის წესი დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე დანართი ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების,  შესახვევების, ჩიხების, მოედნების,  მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების და ბინების  ნუმერაციის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს ქალაქ ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების,  შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის პირობებსა და წესს. 2. წესის მიღების მიზანია  ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ობიექტების ნუმერაციის მოწესრიგება.  მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ბინა მრავალბინიან სახლში – მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების ფართი, რომელიც შეიძლება იყოს ერთ სისტემაში გაერთიანებული მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული სათავსი (სათავსები), რომელიც გამოიყენება საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი, მათ შორის კომერციული მიზნებისათვის.  2. დაინტერესებული პირი – ნებისმიერი მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონიერი მოსარგებლე, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ნუმერაცია.  3. კანონიერი მოსარგებლეფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი, და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს ბინით, შენობით.  4. ინდექსი – რიცხვითი ან ასოითი მაჩვენებელი, რომელიც ციფრს ეწერება მარჯვენა ზედა კუთხეში.  მუხლი 3🔗. უფლებამოსილი ორგანო ქუჩების, მოედნების,  შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შესახებ  ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წინადადების საფუძველზე.   მუხლი 4🔗. ნუმერაციის მოთხოვნა 1. ქუჩების, მოედნების,  შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება დაინტერესებული პირის განცხადების ან/და ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივის საფუძველზე. 2. ნუმერაციის საკითხი განიხილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით. 3.  განცხადებას თან უნდა ახლდეს: ა) დაინტერესებული პირის მიერ იმ უძრავის ქონების საკუთრების ან კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც განმცხადებლის აზრით უნდა მიენიჭოს/შეეცვალოს ნომერი; ბ) სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამბროლაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ცნობა იმ უძრავი ქონების შესახებ, რომელსაც უნდა შეეცვალოს/მიენიჭოს ნომერი და აგრეთვე ამ ქონების  მომიჯნავედ არსებული ობიექტების ნუმერაციის შესახებ; გ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) სხვა დოკუმენტებიც საჭიროების შემთხვევაში. მუხლი 5🔗. ქუჩების, მოედნების, შესახვევების, ჩიხების, ნუმერაციის საფუძველი ქუჩების, მოედნების,  შესახვევების, ჩიხების ნუმერაციის შეცვლის ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს: ა) უძრავი ქონების  ნუმერაციის არარსებობა; ბ) უძრავი ქონების გაყოფა ან/და შეერთება; გ) არსებულ დოკუმენტებში უძრავი ქონებისთვის  მინიჭებული ნომრების აღრევა; დ) სხვა ცდომილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს  ნუმერაციის მოთხოვნა.  მუხლი 6🔗. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის საფუძველი 1. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შეცვლის ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს: ა) სადარბაზოს/სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის არარსებობა; ბ) ბინის/ბინების გაყოფა ან/და შეერთება; გ) არსებულ დოკუმენტებში სადარბაზოს/სადარბაზოებისთვის ან/და ბინის/ბინებისთვის მინიჭებული    ნომრების აღრევა; დ) სხვა ცდომილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სადარბაზოს/სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის მოთხოვნა. 2. ნუმერაცია დაუშვებელია თუ მესაკუთრეს ან კანონიერ მოსარგებლეს არ გააჩნია ბინით დამოუკიდებლად სარგებლობის შესაძლებლობა და იგი არ შეიძლება წარმოადგენდეს ცალკე უფლების ობიექტს. 3. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაცია ხდება მარცხნიდან მარჯვნივ.  მუხლი 7🔗. ქუჩების, მოედნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაცია 1. ქუჩების, მოედნების, შესახვევების, ჩიხების, ნუმერაცია ხდება არაბული ციფრით, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში, შენობის სპეციფიკიდან გამომდინარე - არაბულ ციფრზე ინდექსის დამატებით. 2.. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაცია ხდება არაბული ციფრით ან ციფრზე ქართული ანბანის ასოს დამატებით.  მუხლი 8🔗. გადაწყვეტილების მიღების წესი 1. განცხადებას ქუჩების, მოედნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შესახებ განიხილავს ქალაქ ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი.  რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში მერს წარუდგენს წინადადებას  ნუმერაციის თაობაზე. 2. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ბრძანებას დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოებს, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით.