ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 16.06.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №14-59
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.101.016172
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/06/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.06.2015 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეგორაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14-59
2015 წლის 16 ივნისი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ” ქვეპუნქტის, “მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის N239 დადგენილებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1.
დამტკიცდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი“ დანართის შესაბამისად.
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი
დანართი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის
”, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის
N239 დადგენილების და
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წესი
განსაზღვრავს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების პირობებსა და პროცედურებს.
მუხლი 2🔗.
გადაწყვეტილების მიზანი
1. წინამდებარე წესის მიღების მიზანია დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების მოწესრიგება.
2. ეს წესი არ ვრცელდება დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის, ფიზიკური პირების, კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის
იურიდიული პირე
ბისა), რელიგიური ორგანიზაციების, ბინათმესაკუთრეთა
ამხანაგობების, უცხოეთის სახელმწიფოებისა და უცხოური თუ საერთაშორისო ორგანიზაციების საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე.
მუხლი 3🔗.
ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გეოგრაფიული ობიექტები – ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის
დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ბუნებრივი თუ ანთროპოგენური გეოინფორმაციული ერთეული,
ქალაქ თბილისის ადმინისტრაციული რაიონი, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბანი, გეგმარებითი რაიონი, ესა თუ ის ზონა, მიკრორაიონი, სხვა ტერიტორიული ერთეული:
მთა, ბორცვი, ხევი, მდინარე, ტბა, წყარო,
მოედანი, გამზირი, გზატკეცილი, ქუჩა, შესახვევი, ჩიხი, გასასვლელი, სანაპირო, ესპლანადა
, ბულვარი, ხეივანი, სკვერი, ბაღი, პარკი, ტყე-პარკი, ტყე, პანთეონი, საქალაქო სასაფლაო,
შენობა-ნაგებობები, სატრანსპორტო სისტემის ობიექტები;
ბ) სატრანსპორტო სისტემის ობიექტი – საქალაქო სატრანსპორტო სისტემის ხაზოვანი ობიექტი (მეტროპოლიტენი, ფუნიკულიორი, საჰაერო-საბაგირო გზა, საწყა
ლოსნო მიმოსვლის გზა და სხვა); საქალაქო სატრანსპორტო სისტემის ლოკალური ობიექტი (მეტროპოლიტენის სადგური, პავილიონი და ვესტიბიული, მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება, სადგურთშორისი
სადგური, სატრანსპორტო
კვანძი, ტერმინალი; საჰაერო-საბაგირო გზის სადგური,
საწყლოსნო ტრანსპორტის ნავმისადგომი და ნავსადგური) და გარეტრანსპორტის ლოკალური ობიექტი (ავტოსადგური, რკინიგზის სადგური ან გაჩერება, სადგური
, პლატფორმა,
აეროპორტი და აეროდრომი);
გ) სახელდება – ამ
წესის შესაბამისად,
უსახელო გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელის მინიჭება ან უკვე სახელმინიჭებული
ძველი სახელწოდების აღდგენა ან
შეცვლა (გადარქმევა);
დ
) სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე – პირი, რომელსაც განსაკუთრებული დამსახურება აქვს კულტურის, ხელოვნების, ენის, მეცნიერების, ლიტერატურის, სპორტის განვითარების, სამშობლოს დაცვის, ქართული სახელმწიფოს მშენებლობის ან საზოგადოების კონსოლიდაციის საქმეში, მათ შორის, კაცობრიობის წინაშე, სამეცნიერო, ან/და საზოგადოებრივი საქმიანობის სფეროში.
მუხლი 4🔗.
სახელდების პრინციპები
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ძირითადი პრინციპებია:
ა) ერთიანი სახელმწიფო და საქალაქო პოლიტიკის გატარება;
ბ) ქვეყნის და დედაქალაქის განვითარების ძირითადი
მიმართულებების ასახვა, მემკვიდრეობითობა;
გ) ისტორიული ტოპონიმებ
ის მაქსიმალურად გამოვლენა, შენარჩუნება და აღდგენა, თუ,
ის არ ეწინააღმდეგება ქვეყნის იდეურ-პოლიტიკურ ორიენტაციას, საყოველთაოდ აღიარებულ ფასეულობებსა
და საზოგადოებრივ აზრს;
დ) კონკრეტული ფიზიკურ-გეოგრაფიული, ისტორიული, კულტურული,
ეთნოლოგიური
, კონფესიური, ქალაქგეგმარებითი, ფუნქციური თუ სხვაგვარი თავისებურებების ხაზგასმა;
ე) მაქსიმალური ინფორმირებულობა
და ქალაქში ორიენტირების
ხელშეწყობა;
ვ) უნიკალურობა, დუბლირების თავიდან აცილება,
გეოინფორმაციული სისტემის წარმოების წესების მოთხოვნათა გათვალისწინება, ორგანული ერთობა, ანსამბლურობა;
ზ) თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის სიტყვათწარმოქმნის, ფონეტიკური, სტილისტური ნორმების გათვალისწინება,
კეთილხმოვანება, სისხარტე, დამახსოვრების სიადვილე;
თ) ისეთი სახელდების დაუშვებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება ეროვნულ ღირსება
ს, რელიგიას და ტრადიციებს, საყოველთაოდ აღიარებულ
ზნეობრივ ნორმებს,
ხელს უწყობს რასობრივ, ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს,
სახელს გაუთქვამს საოკუპაციო რეჟიმს ან მის მონ
აწილ
ეებს;
ი) საზოგადოებრივი ინტერ
ესების გათვალისწინება.
2. რელიგიურ დღესასწაულებთან და სასულიერო მოღვაწეებთან დაკავშირებული სახელდება თანხმდება შესაბამის კონფესიებთან.
მუხლი 5🔗.
გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელის მინიჭება
1. სახელი ენიჭება:
ა) ახლადწარმოქმნილ გეოგრაფიულ ობიექტს;
ბ) სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტს.
2. გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამდენიმე სიტყვისაგან.
3. გეოგრაფიული ობიექტის სახელდება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე.
4. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების აღმნიშვნელ ნიშანზე (აბრაზე) სავალდებულოა სახელწოდება მითითებული იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე. საჭიროების შემთხვევაში, სახელწოდება დასაშვებია მიეთითოს სხვა ენაზეც.
5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია დაადგინოს გეოგრაფიული ობიექტების აღმნიშვნელი ნიშნების დიზაინი და ფორმები.
მუხლი 6🔗.
გეოგრაფიული ობიექტებისთვის სახელის აღდგენა ან შეცვლა (გადარქმევა)
1. გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელწოდების აღდგენა ან შეცვლა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) იცვლება საბჭოთა, ბოლშევიკურ რეჟიმთან დაკავშირებული შემორჩენილი სახელწოდებები;
ბ) შესაძლებელია ისტორიული ტოპონიმების აღდგენა, რომლებსაც განსაკუთრებული ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობა გააჩნია;
გ) არსებობს ერთი და იმავე სახელწოდების რამდენიმე გეოგრაფიული ობიექტი, რაც სხვადასხვა საქმიანობის განხორციელებისას ქმნის გარკვეულ სირთულეებს; (აღნიშნული არ ვრცელდება ,,ქალაქ თბილისის, გარდაბნის მუნიციპალიტეტისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ” საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 27 დეკემბრის №4173-რს დადგენილებით შემოერთებული ტერიტორიების მიმართ);
დ) არსებითად იცვლება გეოგრაფიული ობიექტის ფუნქციური დანიშნულება ან სტატუსი;
ე) ტარდება სახელდების ობიექტის და მიმდებარე ტერიტორიის ისეთი ქალაქთმშენებლობითი სახეცვლილება ან რეკონსტრუქცია, რომელიც იწვევს გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების შეცვლის ან გაუქმების აუცილებლობას;
ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. დაუშვებელია გეოგრაფიული ობიექტის სახელის გადარქმევისას გეოგრაფიული ობიექტის უსახელოდ დატოვება.
მუხლი 7🔗.
გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებები
1. სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწესთან
დაკავშირებული სახელდება დასაშვებია ამ პირის გარდაცვალებიდან არანაკლებ 20 წლის გასვლის შემდეგ. ამ წესიდან გამონაკლისი დაიშვება საქართველოს პრეზიდენტის ან/და საქართველოს მთავრობის ან/და
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
მერის ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა 1/3
ინიციატივის შემთხვევაში.
2. სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწესთან დაკავშირებული
სახელდებისას,
მათი გვარ-სახელები ან ზედწოდებები უნდა გადმოიცეს ტრადიციული, ისტორიულად ჩამოყალიბებული ფორმით (მაგ., სახელდებისას დასაშვებია ისეთი ანთროპონიმი, როგორიცაა „ილია“, „შოთა“, „ვაჟა“, „გალაკტიონი“).
3. სახელდებისას დაუშვებელია სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის
ინიციალების გამოყენება (მაგ., „შ. რუსთაველი“, „დ. აღმაშენებელი“, „ი. გურჯი“).
4. დასაშვებია რთული შემადგენლობის საკუთარი სახელის შემოკლება მხოლოდ რიგობრივი სახელის რომაული ციფრით გადმოცემისას (მაგ., „მეფე სოლომონ I-ის ქუჩა”).
5. თუკი საკუთარ სახელს ახლავს ხელობის, წოდების ან თანამდებობის აღმნიშვნელი სახელი და ზედწოდება, გამოიყენება შემდეგი თანმიმდევრობა: საზოგადო სახელი, საკუთარი სახელი, ზედწოდება (მაგ., „მეფე დემეტრე თავდადებული”).
6. დაუშვებელია ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების გამოყენება სხვა,
იმავე ტიპოლოგიის გეოგრაფიული ობიექტის სახელდებისას. (აღნიშნული არ ვრცელდება ,,ქალაქ თბილისის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის და მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ” საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 27 დეკემბრის №4173-რს დადგენილებით შემოერთებული ტერიტორიების მიმართ).
7. ჯგუფურ სახელწოდებაში მოქცეულ სუბიექტთა რაოდენობა უნდა აისახოს სიტყვიერად და არა ციფრობრივად (მაგ. „სამასი არაგველი“, „ცხრა ძმა ხერხეულიძე“),ხოლო ღირსშესანიშნავი კალენდარული თარიღების გამოყენების შემთხვევაში,
გამოიყენება რიცხვითი მნიშვნელობები (მაგ., „26 მაისის მოედანი“).
8. მეტროპოლიტენის სადგურების სახელწოდებები უნდა პასუხობდეს მთავარ დანიშნულებას – ქალაქში ორიენტაციას და შესაძლებლობის ფარგლებში,
უნდა იყოს იდენტური შესაბამისი მიწისზედა ბუნებრივი, ისტორიული, ქალაქთმშენებლობითი თუ სხვაგვარი ქალაქმაფორმირებელი ობიექტების დასახელებისას.
9. მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების, კვანძების, გადასაჯდომი სადგურების თუ ტერმინალების დასახელებები მაქსიმალურად უნდა იყოს დაკავშირებული მგზავრთა ვიზუალური ორიენტაციისთვის თვალსაჩინო,
ბუნებრივი თუ ანთროპოგენური ობიექტების დასახელებებთან.
10. საქალაქო ტრანსპორტის ერთი და იგივე,
თუ სხვადასხვა სახეობის მარშრუტების გადაკვეთაზე არსებულ გაჩერებებს, სატრანსპორტო კვანძებს, სადგურთაშორისო
სადგურებს თუ ტერმინალებს უნდა ჰქონდეთ იდენტური დასახელება. გამონაკლისს წარმოადგენს მეტროპოლიტენის გადასაჯდომი კვანძი, რომლის სადგურების სახელწოდებები უნდა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან.
11. დასაშვებია მოკლე ჩიხების,
გასასვლელების თუ შესახვევების
სახელდება რომაული ციფრების და იმ ქუჩის სახელწოდების მითითებით, რომელსაც უერთდება ჩიხი, გასასვლელი თუ შესახვევი
(მაგ., დიდგორის ქუჩის II ჩიხი). ქუჩის სახელწოდების შეცვლის შემთხვევაში,
სახელი ეცვლება ქუჩაზე მიერთებულ ჩიხსაც,
გასასვლელსაც და შესახვევსაც.
12. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლათინურენოვანი ტრანსლიტერაცია ხდება ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლათინურენოვანი ტრანსლიტერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 24 თებერვლის №109 ბრძანებულების შესაბამისად.
13. იმ მაკროტოპონიმების უცხოურ ენაზე დაწერისას, რომელთა უცხოურენოვანი დაწერილობა ტრადიციულად განსხვავდება ქართული ფორმისგან,
გამოიყენება არა ტრანსლიტერაციულად
, არამედ ტრადიციული (უცხოური) ფორმებით
.
14. თბილისის ტერიტორიაზე განლაგებული გეოგრაფიული ობიექტები, რომელთაც გააჩნიათ რთული ან შედგენილი სახელწოდება და ქართულ ენაზე იწერება ერთად, ცალ-ცალკე ან დეფისით
, უცხოურენოვანი წარწერის დროს ინარჩუნებენ შესაბამისად, ერთად, ცალ-ცალკე ან დეფისით
დაწერის ფორმას.
მუხლი 8🔗.
უფლებამოსილი ორგანო და გადაწყვეტილების მიღების წესი
1. გადაწყვეტილებას, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით – განკარგულებით იღებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. გეოგრაფიული ობიექტების სახელდების თაობაზე ინიციატივის წარდგენაზე უფლებამოსილია:
ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;
ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ან ამ დადგენილების მე-7 მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საკრებულოს წევრთა 1/3;
გ) მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი;
დ) საქართველოს პრეზიდენტი;
ე) საქართველოს მთავრობა;
ვ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
ზ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული სხვა სუბიექტი.
3. ინიციატივა გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ წარედგინება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიას (შემდგომში – კომისია).
4. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ საკრებულოში წარდგენილ ინიციატივას უნდა ერთოდეს:
ა) სახელდების ინიციატივის მოტივაცია და დასაბუთება (არა მარტო სახელწოდების, არამედ მისი კავშირი კონკრეტულ ადგილთან);
ბ) ობიექტის აღწერა;
გ) ინფორმაცია ობიექტთან დაკავშირებული ღირსშესანიშნავი მოვლენის თუ გამოჩენილი პიროვნების შესახებ;
დ) კომისია უფლებამოსილია კონკრეტული ინიციატივის შემთხვევაში, მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა( გეოგრაფიული ობიექტის XY კოორდინატები WGS-84 კოორდინატთა სისტემაში, არსებობის შემთხვევაში, საკადასტრო მონაცემები; ორთოფოტო, იმ პირთა ხელმოწერები, ვისაც, შესაძლოა შეეხოს საკრებულოს გადაწყვეტილება).
5. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ ინიციატივას დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 15 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს კომისია. ინიციატივის წინამდებარე წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, კომისია დასკვნას და განკარგულების პროექტს წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს. კომისიამ განკარგულების პროექტს უნდა დაურთოს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურიდან (სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური) მოპოვებული გეოგრაფიული ობიექტის აღმნიშვნელი კარტოგრაფიული მასალა XY კოორდინატების მითითებით WGS-84 კოორდინატთა სისტემაში.
6. საკრებულოს თავმჯდომარე განკარგულების პროექტს და თანდართულ მასალებს განხილვისთვის გადასცემს წამყვან კომისიას (კომისიებს), რის შემდეგაც განკარგულების პროექტი განიხილება სამართლებრივი აქტის განხილვისთვის ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 ივლისის №2-1 დადგენილებით დადგენილი წესით.
7. კომისიამ და წამყვანმა კომისიამ (კომისიებმა), ინიციატივის განხილვისას, უნდა გამოიყენოს ოფიციალური კარტოგრაფიული და საცნობარო გამოცემები, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლექსიკონები, ენციკლოპედიური ლიტერატურა, წერილობითი საისტორიო და სხვა წყაროები.
8. საკრებულოს მიერ გეოგრაფიული ობიექტის სახელდების თაობაზე, განკარგულების მიღების შემთხვევაში, განკარგულება, შესაბამისი რეაგირებისთვის ეგზავნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, რომელმაც ოთხი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების, ცნობარების და ა.შ. დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვ.).
9. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული განკარგულება, მიღებიდან 10 დღის ვადაში ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით, აგრეთვე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
10. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება, გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ, ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში.