„ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის N7 დადგენლებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№25
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.173.016092
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/06/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2015 წლის 16 ივნისი

ქ. ახალციხე

 

,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №7 დადგენლებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება ,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2015 წლის 30 იანვრის №7 დადგენილებაში (ვებგვერდი 05/02/2015 სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.173.016074) და დადგენილებით დამტკიცებული:

 

1. დანართის (დებულება) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1.სამსახური შედგება, სამსახურის უფროსის, მერის თანაშემწის, მერის პირადი მდივნისა და სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან.“

2. დანართს (დებულება) დაემატოს  შემდეგი შინაარსის  41  მუხლი:

,,მუხლი  41.   მერის თანაშემწე

ა) შესაბამისი თანამდებობის პირის სახელზე შემოსულ კორესპონდენციას უკეთებს ანალიზს და უწევს  სისტემატიზაციას, განსახილველად ამზადებს საჭირო დოკუმენტებს;

ბ) ახორციელებს კონტროლს შესაბამისი თანამდებობის პირის მიერ გაცემული დავალებების შესრულებაზე;

გ) უზრუნველყოფს დაწესებულებების წინადადებებზე, განცხადებებსა და საჩივრებზე მუშაობის ორგანიზებას;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის, მერის მოადგილეებისა და ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებებს.“

3. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეორე პუნქტი:

,, 2. საორგანიზაციო განყოფილება:

ა)  საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართული ფუნქციონირება;

ბ)  საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობა, რემონტი და ტექნიკური მომსახურება;

გ) მერის სამსახურებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლის ოფისების საოფისე მასალების მომარაგება;

დ) მერის სამსახურების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობა, რემონტი და ტექნიკური მომსახურება;

ე) გამართული კომუნიკაცია მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაცია მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან;

ვ) მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის ადმინისტრირება;

ზ) სხვა მუნიციპალიტეტის თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ  თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან  თანამშრომლობის ორგანიზება;

თ) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;

ი)  ოფიციალური დელეგაციების მიღება, საგარეო ვიზიტების დაგეგმვა და ორგანიზება;

კ) მერის სამსახურებისა და წარმომადგენლების საზოგადოებასთან ურთიერთობის  კოორდინირებული საქმიანობა;

ლ) მერის პრესკონფერენციების ჩატარება, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების პრეს-დაიჯესტის მომზადება და გამოქვეყნება, ურთიერთობა მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან;

მ) ვიზიტორების განრიგის მიღება;

ნ) მერიაში შემოსულ ზარებზე პასუხი და საჭიროების შემთვევაში შესაბამის ადრესატებთან გადამისამართება;

ო) საქმიანი წერილიების მიღება და საჭიროებისამებრ ადრესატებთან გადამისამართება;

პ) ყოველდღიური სტატისტიკის წარმოება;

ჟ)მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ბერიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის N7 დადგენლებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 16.06.2015.
როდის იქნა მიღებული „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის N7 დადგენლებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის N7 დადგენლებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 16.06.2015. მიმღები ორგანო — ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №25. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.173.016092.
რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის N7 დადგენლებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის N7 დადგენლებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის N7 დადგენლებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.06.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის N7 დადგენლებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №25, 16.06.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.173.016092 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.06.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2876389/