საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურის ფიცის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 16.06.2015
ძალის დაკარგვა 01.08.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №267
სარეგისტრაციო კოდი 130040000.10.003.018652
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/06/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურის ფიცის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №267
2015 წლის 16 ივნისი
ქ.თბილისი
საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურის ფიცის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის და „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურის ფიცი შემდეგი რედაქციით:
საქართველოს დაზვერვის სამსახურის
მოსამსახურის ფიცი
მე, ---------------------------, ვხდები რა საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურე, საზეიმოდ ვფიცავ:
− სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად ვემსახურო საქართველოს;
− განუხრელად დავიცვა საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები, კეთილსინდისიერად შევასრულო დაკისრებული მოვალეობები;
− მტკიცედ ვიდგე ჩემი ქვეყნის კონსტიტუციური წყობისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე;
− არსად, არასოდეს, არცერთ ვითარებაში არ გავამჟღავნო სახელმწიფო და პროფესიული საიდუმლოება;
− თუ გავტეხ ამ ფიცს, პასუხს ვაგებ ღვთისა და კანონის წინაშე.
ვემსახურები საქართველოს, ვცოცხლობ საქართველოსთვის,
გვფარავდეს ღმერთი!
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი