აღსრულების ეროვნული ბიურო - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/1999-14 (შპს "ჯორჯიან ფორისთის " -ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/ 1999-14
განჩინება
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2015 წლი ს 11 ივნისი
ქ . ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გენადი მაკარიძემ განიხილა შპს ,,ჯორჯიან ფორისთის’’კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია №2/1999 სამოქალაქო საქმე შპს ,,ჯორჯიან ფორისთის’’ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების თაობაზე.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-17, 27-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,ჯორჯიან ფორისთის” კრედიტორთა კრება გადაიდოს და მოწვეული იქნეს 201 5 წლის 10 ივლისს 14:30 საათზე შემდეგი დღის წესრიგით:
ა ) კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და რეესტრის დამტკიცება ;
2 . კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11,მესამე სართული, სხდომის დარბაზი№3).
3 . დაევალოს შპს ,,ჯორჯიან ფორისთის’’ გაკოტრების მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა. მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.
4 . განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება,მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში,ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის:ქ. ქუთაისი კუპრაძის№11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
მოსამართლე გენადი მაკარიძე