,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 24 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
040030000.32.057.016202
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/06/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №11

2015 წლის 17 ივნისი

ქ. ბათუმი

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 24 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად:

1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ავტონომიური რეს­პუბ­ლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 24 ივლისის №23 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.32.057.016092) დამტკიცებული  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის დებულე­ბა­ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დებულების მე-6  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

,,1. ცენტრის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაციული განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციაა ცენტრის საქმიანობისათვის საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა, ცენტრის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვისა და მოვლა-შენახვის ორგანიზება, ცენტრში შემოსული და გასული კორესპონდენციების რეგისტრაცია და მათი შესრულების კონტროლი, თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, სახელმწიფო შესყიდვებისათვის საჭი­რო პროცედურების უზრუნველყოფა, ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში პოლი­ტიკის წარმართვა, ცენტრის აკრედიტაციასთან დაკავშირებული საკითხების ორგა­ნიზება, საზოგადოების ინფორმირება ცენტრის საქმიანობაზე და ცენტრის სხვა საზო-გადოებრივ ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების უზრუნველყოფა;

ბ) საფინანსო-ეკონომიკური განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციაა ცენტრის საქმიანობის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განხორციელება და საფინანსო უზრუნველყოფა, ბალანსის მომზადება, ცენტრის წლიური ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების ორგანიზება, კონტროლი და სხვა;

გ) საგამოცდო ლაბორატორია, რომლის ძირითადი ფუნქციაა: საანალიზო მასალის მიღება, რეგისტრაცია და შესაბამისი კვლევების ჩატარება. ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების გაცემა, დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად საანალიზო მასალის აღება და ტრანსპორტირება; ცენტრში შემოსული სასმელი წყლის, ზედაპირუ-ლი წყლის, ჩამდინარე წყლის, ზღვის წყლის, აუზების, წყალსატევების წყლის, მცენა­რეული და ცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების და ნედლეულის (ხორცისა და ხორცის პროდუქტების, რძისა და რძის პროდუქტების, კონსერვების, ალკოჰოლიანი, მცირედ ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების, მარცვლეულის და სხვა) ნიმუშების/სინჯების ორგანოლეპტიკური, ქიმიური, ფიზიკური, ტოქსიკოლოგიური, ბაქტერიოლოგიური, ვირუსოლოგიური, სეროლოგიუ­რი, პარაზიტოლო-გიური,  ვეტერინარიულ-სანიტარიული, რადიომეტრიული და სპექტრომეტრული გა­მოკვ­ლევები ნორმატიულ - ტექნიკური დოკუმენტაციების შესაბამისად; ადამიანებისა და ცხოველებისათვის საერთო საშიში (ზოოანთროპონოზური) დაავადებების გამოვლენისას პათოლოგიური  მასალის გამოკვლევები; ნიადაგის  ფი­ზი­კო-ქიმიური, ტოქსი-კოლოგიური, ბაქტერიოლოგიური, პარაზიტოლოგიური, რა­დიო­მეტრიული გამოკვლევები და ნაყოფიერების მაჩვენებლების დადგენა; მცენა­რეთა საკარანტინო და მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკა; აგროქიმიკატებსა და შხამ­ქი­მი­კა­ტებში მოქმედი ნივ-თიერებების შემცველობის განსაზღვრა ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად; დასახლებული და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგი­ლების ატმოსფერულ ჰაერში, საწარმოს სამუშაო ზონაში, საცხოვრებელ ბინებსა და სხვა სათავსოების ჰაერში აეროდინამიური,  ფიზიკო-ქიმიური,  ტოქსიკოლოგიური, ბაქტე­რიოლოგიური და რადიომეტრიული გამოკვლევები; საგამოცდო ლაბორატორიას გააჩ­ნია თავისი ფუნქციური ბეჭედი, რომელიც გამოიყენება გამოცდის ოქმის ხელწერით დამოწმებისას.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე