ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 17.06.2015
ძალის დაკარგვა 19.02.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.175.016081
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/06/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,252 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.06.2015 მიღება
19.02.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (7)
1 2
17 18
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ჯიშკარიანი ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
საქმეთა დასახელება
თანამ- დებობა სახელი
დაბრუნებული (გაუქმებული ან უვარგისი) ოქმები შენიშვნა
დაბრუნების თარიღი ჩამოწერის აქტის №
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 3 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის დამტკიცების შესახებ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №29 2015 წლის 17 ივნისი ქ. მცხეთა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“-ს 51​3, 53​3, 55-ე, 55​2, 103-ე, 146​1 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, 148-ე, 150-ე, 151-ე მუხლის მესამე ნაწილის, 208-ე , 209​3 მუხლის პირველი, მესამე და მეოთხე ნაწილების, 239-ე მუხლის მე-14 და 27-ე ნაწილების, 240-ე და 240​1-ე მუხლების, „ნარჩენების მართვის კოდექსი“-ს 33-ე, 34-ე და 47-ე მუხლის მე-8 და მე-9 ნაწილების, „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს მე-80 და 93-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 მარტის N16 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური დაგეგმვის, ქონების მართვის და მოსაკრებლების სამსახურის დებულების“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 მარტის N18 დადგენილებით დამტკიცებულ „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,  ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ტიპიური ფორმა,  დანართი N1-ის შესაბამისად; ბ)ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალი, დანართი N2-ის შესაბამისად; გ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესი, დანართი N3-ის შესაბამისად; დ) გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტი,  დანართი  N4-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს ამ დადგენილებით დამტკიცებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დამზადებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება. მუხლი 3🔗   ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა, აღრიცხვის ჟურნალის წარმოება და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება უზრუნველყოს  ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური დაგეგმვის, ქონების მართვის და მოსაკრებლების სამსახურმა, კომპეტენციის შესაბამისად. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ჯიშკარიანი დანართი N1 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი № ----- --------------------- 20__ წ .  ------------ -------- სთ .                                                                                                ქ. მცხეთა                            ​(​ოქმის ​შედგენის ​თარიღი ​და ​დრო​)                        ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის_____________________________________________________________________  _____________________________________________________________________________________ ________________ ​(​ოქმის ​შემდგე​ნი პირის ​თანამდებობა​ , ​სახელი​ , ​მამის ​სახელი ​და ​გვარი​) მონაცემები დამრღვევის შესახებ________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________ ​(​სახელი​, ​გვარი​, ​პირად​ი ნომერი ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი​, ​მისამართი, ​დაბადების ​ადგილი ​და ​თარიღი​) ინფორმაცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ: __________________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________________ ​(​ადგილი​ , ​დრო​ , ​არსი​) _____________________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________________ ​(​დარღვეული ​ნორმატიული აქტი, ​მუხლი​ , ​ნაწილი​ , ​პუნქტი, ​ქვეპუნქტი​) მოწმე(ები) ( არსებობის შემთხვევაში): 1.       __________________________________________________________________________________________ ​(​სახელი​ , ​გვარი​ , ​მამის ​სახელი​ , ​მისამართი​ , ​პირადი ​ნომერი)              ____________________________________ ​                                                 (ხელმოწერა) 2.       __________________________________________________________________________________________ ​(​სახელი​ , ​გვარი​ , ​მამის ​სახელი​ , ​მისამართი​ , ​პირადი ​ნომერი)              ___________________________________                                                 ​ (ხელმოწერა) დაზარალებული(ები) ( არსებობის შემთხვევაში): 1.       __________________________________________________________________________________________ ​(​სახელი​ , ​გვარი​ , ​მამის ​სახელი​ , ​მისამართი​ , ​პირადი ​ნომერი)             ____________________________________                                                 ​ (ხელმოწერა) 2.       __________________________________________________________________________________________ ​(​სახელი​ , ​გვარი​ , ​მამის ​სახელი​ , ​მისამართი​ , ​პირადი ​ნომერი)              ___________________________________                                                ​  (ხელმოწერა) დამრღვევის ახსნა - განმარტება:________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________________________ ________________ საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები:_____________________________________________________________ _____________________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________________  ოქმის  შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმისტრაციულ სამართალდარღვევათა  კოდექსის  252 -ე  მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს , მისცეს ახსნა - განმარტებანი , წარადგინოს მტკიცებულებანი , განაცხადოს შუამდგომლობანი ; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა , ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით ; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება . ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით , რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე. შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო: _________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ ___________________________ ​(​შენიშვნის ​შინაარსი​) სამართალდამრღვევი _____________________________________________________          _____________________ ​                                                       (​ხელმოწერა ​ან ​ხელმოწერაზე ​უარის ​აღნიშვნა)                                                            ( ​თარიღი​) ოქმის შემდგენელი _______________________________________________________     _______________________ ​                                                       (​სახელი, ​გვარი, ​ხელმოწერა)                                                                         ​      ( ​თარიღი​) ბ . ა . დამკვეთი : დამამზადებელი : სფს-ს რეგისტრაციის № N__ . დანართი 2 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალი № გაცემის თარიღი ოქმის № ოქმის გამცემი ოქმის მიმღები შედგენილი ოქმები თანამ- დებობა სახელი გვარი ხელმო- წერა თანამ- დებობა სახელი გვარი ხელმო- წერა ოქმის № თანამ- დებობა სახელი გვარი ხელმო- წერა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 დაბრუნებული (გაუქმებული ან უვარგისი) ოქმები შენიშვნა დაბრუნების თარიღი ჩამოწერის აქტის № ოქმის № თანამდებობა სახელი გვარი 17 18 19 20 21 22 23 დანართი 3 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. აღნიშნული წესი შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა  და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით დამტკიცებული „მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. 2. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის (შემდგომში – ოქმი) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე გამოყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება  საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის საფუძველზე. მუხლი 2🔗. ოქმის მომარაგება, გაცემა და დაბრუნება 1. ოქმის შეკვეთას მუნიციპალიტეტი აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში. 2. პოლიგრაფიული საწარმოდან ოქმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა. 3. ოქმების გაცემა ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის  ზედამხედველობის სამსახურისათვის და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური დაგეგმვის, ქონების მართვის და მოსაკრებლების სამსახურისათვის ხორციელდება მათი წერილობით მოთხოვნის საფუძველზე. 4. ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში. მუხლი 3🔗. ოქმების შენახვა 1. ოქმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-8  მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად. 2. სათავსო, სადაც ინახება ოქმები უნდა იყოს ხელშეუხებელი გარე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან. 3. ოქმები ინახება ამ ფორმის გამოყენებასა და აღრიცხვა -ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან  ან პირებთან. მუხლი 4🔗. ოქმების შევსება და წარმოება 1.ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს, უფლებამოსილი პირები ავსებენ სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისას. 2. ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორ მონაცემების შეტანის შემთხვევაში, ივსება ახალი ოქმი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს ოქმის გამცემს. 3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში აღინიშნება: ა) ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) ოქმის შემდგენი პირის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი, პირადი ნომერი; გ) მონაცემები დამრღვევის შესახებ; დ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ე) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; ვ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა სახელები, გვარები, პირადი ნომრები და მისამართები, ასეთების არსებობის შემთხვევაში; ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება; თ) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები. 4. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი. თუ არიან მოწმეები და დაზარალებულნი, ოქმს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც. 5. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. სამართალდარღვევის ჩამდენ პირს უფლება აქვს წარადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. ოქმის შედგენისას, დამრღვევს უნდა განემარტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც ასევე აღინიშნება ოქმში. 6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი დგება 3 (სამი) ეგზემპლარად. შედგენილი ოქმის მესამე ეგზემპლარი ყველა დანართით გადაეცემა დამრღვევს, რაზედაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ოქმის მეორე ეგზემპლარი რჩება უფლებამოსილ პირთან, ხოლო პირველი ეგზემპლარი (დედანი) იგზავნება სასამართლოში. 7. ოქმი, მისი შედგენიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს სპეციალურად ზონარგაყრილ და დანომრილ წიგნში და შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ უნდა გადაეგზავნოს იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმე. დანართი 4 აქტი № ქ. მცხეთა ---- ----------------- 20      წ. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის შესახებ № საქმეთა დასახელება რაოდენობა ოქმის ექსკლუზიური № ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ოქმების ჩამოწერის სისწორეს ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი                 ------------------------------- ოქმის გამოყენებასა და აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირი      -----------------------------