„ონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 იანვრის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №14 |
|
2015 წლის 18 ივნისი ქ. ონი
|
„1. დახმარება გაიცემა დაზარალებულ ოჯახებზე ხანძრისა და სტიქიური მოვლენების (მეწყერი, წყალდიდობა, გრიგალი, ღვარცოფი, დიდთოვლობა) შედეგად საცხოვრებელ სახლებზე მიყენებული ზარალისთვის, არაუმეტეს 3000 ლარისა.“
„მუხლი 101. უსახლკარო, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბინის ქირით ყოველთვიური უზრუნველყოფა
1. დახმარება გაეწევა იმ უსახლკარო, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთაც არ გააჩნიათ არანაირი საცხოვრებელი ფართი ან თავშესაფარი, სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70000-ს და ჰყავთ ოთხი ან მეტი შვილი. საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით ანაზღაურდება ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინის დაქირავების საფასური წელიწადში არაუმეტეს 600 ლარისა.
2. დახმარების მისაღებად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ;
დ) საცხოვრებელი ფართის არქონის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან);
ე) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან მუდმივად ცხოვრების შესახებ;
ვ) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან, რომ მოქალაქეს არ გააჩნია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი;
ზ) ქირავნობის ხელშეკრულება“.
|