2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო და მდინარე ვერეს ხეობის და მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 18.06.2015
ძალაში შესვლა 18.06.2015
ძალის დაკარგვა 10.06.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №274
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.018659
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/06/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო და მდინარე ვერეს ხეობის და მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №274
2015 წლის 18 ივნისი
ქ.თბილისი
2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო და მდინარე ვერეს ხეობის და მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის საფუძველზე:
მუხლი 1🔗
შეიქმნას 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო და მდინარე ვერეს ხეობის და მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით უწყებათაშორისი კომისია და დამტკიცდეს მისი შემადგენლობა (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო და მდინარე ვერეს ხეობის და მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის დებულება (დანართი №2).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 18 ივნისიდან. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
დანართი №1
2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო და მდინარე ვერეს ხეობის და მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა
2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო და მდინარე ვერეს ხეობის და მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში შედიან:
საქართველოს პრემიერ-მინისტრი - კომისიის თავმჯდომარე;
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი (ვიცე-პრემიერი) - კომისიის წევრი;
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი (ვიცე-პრემიერი) - კომისიის წევრი;
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - კომისიის წევრი;
საქართველოს ფინანსთა მინისტრი - კომისიის წევრი;
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი - კომისიის წევრი;
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი - კომისიის წევრი;
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - კომისიის წევრი;
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი - კომისიის წევრი;
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი - კომისიის წევრი;
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) - კომისიის წევრი;
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში - სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი - კომისიის წევრი;
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი.
დანართი №2
2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო და მდინარე ვერეს ხეობის და მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო და მდინარე ვერეს ხეობის და მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით უწყებათაშორისი კომისია (შემდეგში - კომისია) არის საქართველოს მთავრობის დროებითი სათათბირო ორგანო, რომელიც იქმნება 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად, მდინარე ვერეს ხეობის და მისი მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით.
2. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.
3. კომისიის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.
მუხლი 2🔗. კომისიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
კომისიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
ა) 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიიდან გამომდინარე, მდინარე ვერეს ხეობისა და მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესასწავლად დასაგეგმი ღონისძიებების ორგანიზება;
ბ) ადრეული შეტყობინებების სისტემის კვლევის და შემდგომი იმპლემენტაციის კოორდინაცია;
გ) საჭიროების შემთხვევაში, სტიქიური მოვლენების რისკის ზონაში მოხვედრილ ადამიანთა სიცოცხლის დაცვის შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და შემდგომში, იმპლემენტაციის კოორდინაცია;
დ) სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო და სხვა საინჟინრო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების კვლევა-პროექტირების და შედგომში, მშენებლობის მიზნით, ერთიანი პოლიტიკის შემუშავება;
ე) სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების ღონისძიებების დაგეგმვა და კოორდინაცია.
მუხლი 3🔗. კომისიის უფლებამოსილება
კომისია უფლებამოსილია:
ა) მოამზადოს და დაამტკიცოს კომისიის სამოქმედო გეგმა;
ბ) შექმნას სამუშაო ჯგუფები კომისიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით;
გ) განიხილოს კომისიის თავმჯდომარის და წევრების მოხსენებები;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან, დაწესებულებებიდან, მუნიციპალიტეტებისა და შესაბამისი იურიდიული პირებისგან გამოითხოვოს მისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტები, ცნობები და სხვა მონაცემები);
ე) შეიმუშაოს წინადადებები და რეკომენდაციები, კომისიის ამოცანებიდან გამომდინარე, სტრატეგიის და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის განახლებისა და სრულყოფის მიზნით;
ვ) უზრუნველყოს შესწავლის შედეგად მიღებულ ინფორმაციასა და დასკვნებზე დაყრდნობით, სტიქიის შედეგად დაზარალებული უბნების განვითარების კონცეფციისა და გეგმარებითი სამუშაოების კოორდინაცია;
ზ) საჭიროების შემთხვევაში, სტიქიის ზონის მდგომარეობის შესასწავლად და შემდგომი განვითარების გეგმის შემუშავების მიზნით, მოიწვიოს ექსპერტები, სპეციალისტები და ორგანიზაციები;
თ) სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო და სხვა საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, უზრუნველყოს უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაცია;
ი) უზრუნველყოს კომისიის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა.
მუხლი 4🔗. კომისიის ანგარიშვალდებულება
1. კომისია ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე.
2. კომისია საქართველოს მთავრობას პერიოდულად (კვარტალურად და საჭიროებისამებრ, ოპერატიულად) წარუდგენს თავისი საქმიანობის ანგარიშს.
მუხლი 5🔗. კომისიის შემადგენლობა და მუშაობის ორგანიზაცია
1. კომისიას ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
3. კომისიის მუშაობას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს კომისიის სამდივნო, რომელიც:
ა) კომისიას უწევს ორგანიზაციულ-ტექნიკურ დახმარებას;
ბ) წარმართავს კომისიის ყოველდღიურ საქმიანობას;
გ) ხელს უწყობს კომისიის მიერ სამოქმედო გეგმისა და ანგარიშების მომზადებას;
დ) უზრუნველყოფს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და ანგარიშების დაარქივებას;
ე) კომისიის ფუნქციების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
4. კომისიის სამდივნოს ფუნქციას ასრულებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით.
5. კომისიის სხდომები იმართება საჭიროებისამებრ.
6. კომისიის სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
7. კომისიის სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს.
8. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
9. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
10. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.
მუხლი 6🔗. დასკვნითი დებულებები
1. წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. კომისიის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე.