,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის №125 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №73 |
|
2015 წლის 25 ივნისი ქ. ბათუმი |
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
|
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის №125 ბრძანებით (საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 17/07/2013, სარეგისტრაციო კოდი 010320000.33.058.016044) დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. II თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 და 102 მუხლები:
,,მუხლი 101
სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის სოფლის მეურნეობის დარგობრივი განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი განათლება.
2. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
3. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება“.
4. შემდეგი თემატიკის ცოდნა:
მეთევზეობა (თევზსაშენი ღონისძიებების ბიოლოგიური საფუძვლები, თევზსაშენი პროცესების ბიოტექნიკა, ინკუბირება) სახეობები და ჯიშები, თევზის საკვები რაციონი და კვება ზრდის ფაზების მიხედვით, წყლის ტემპერატურული რეჟიმები თევზის სახეობებისა და ზრდის ფაზების მიხედვით, ბუნებრივი წყალსატევებისა და ტბორული სათევზე მეურნეობების მშენებლობის ტექნოლოგიები. თევზის დაავადებები, დაავადებებთან ბრძოლის მეთოდები, თევზის ნედლეულის გადამუშავება, ინტენსიური ტექნოლოგიები მთევზეობაში.
მუხლი 102
სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის სოფლის მეურნეობის დარგობრივი განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი განათლება.
2. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
3. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
ე) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბერის №714 დადგენილებით დამტკიცებული ,,თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“;
ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება“.
4. შემდეგი თემატიკის ცოდნა:
ფუტკრის ბიოლოგია, ფუტკრის მოვლა წლის სხვადასხვა დროს, ფუტკრის გამრავლება და სანაშენე პროდუქციის წარმოება, ფუტკრის კვება, ფუტკრის პროდუქტების წარმოება და პირველადი დამუშავება, ფუტკრის დაავადებები და მავნებლები, ენტომოფილური მცენარეების ფუტკრისმიერი დამტვერვა, ფუტკრის საკვები ბაზა და მთაბარობა, საფუტკრე მეურნეობის მოწყობა, სპეციალიზაცია და ეკონომიკა, შრომის უსაფრთხოება, ფუტკრისა და გარემოს დაცვა, ინტენსიური ტექნოლოგიები მეფუტკრეობაში.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|