შპს „ანაკლიის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ფოთისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციისათვის გადაცემისა და შპს „ანაკლიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
მიღების თარიღი 11.06.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1223
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019386
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/06/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.06.2015 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
შპს „ანაკლია 2017“-ის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ფოთისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციისათვის გადაცემის შესახებ შპს „ანაკლია 2016“-ის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ფოთისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციისათვის გადაცემის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „იტონგ კავკასუსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 ნოემბრის №2046 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „იტონგ კავკასუსის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
შპს „ანაკლიის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ფოთისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციისათვის გადაცემისა და შპს „ანაკლიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
span.BalloonTextChar { }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1223
2015 წლის 11 ივნისი
ქ. თბილისი
შპს „ანაკლიის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ფოთისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციისათვის გადაცემისა და შპს „ანაკლიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებითგანხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „ანაკლიის“ (ს/კ №404396293) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით გადაეცეს აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ფოთისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციას, 2015 წლის პირველ სექტემბრამდე.
2. მართვის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან (მესაკუთრესთან) შეთანხმების გარეშე, შპს „ანაკლიის“ კუთვნილი უძრავი ქონების აუქციონით ან აუქციონის გარეშე, სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემა, არაუმეტეს პირველი პუნქტით გათვალისწინებული მართვის უფლებით გადაცემის ვადისა.
3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, შპს „ანაკლიამ“ საკუთარი სახსრებით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, განახორციელოს არაუმეტეს 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ღირებულების მომსახურების შესყიდვა, რომელიც დაკავშირებულია სახელოვნებო მომსახურებებთან, ტელერეკლამასთან, ინტერნეტრეკლამასთან, რადიორეკლამასთან, რეკლამასთან კინო-თეატრებში; ვიდეო რგოლის დამზადებასთან; ბეჭდვით რეკლამასთან, გარე რეკლამასთან (ბილბორდებისა და ბანერების, კონსტრუქციების დამზადება, დაბეჭდვა და განთავსება, LED მონიტორებზე რეკლამის განთავსება და სხვა); საპრომოციო მასალისთვის/ვებგვერდისთვის ტექსტების შექმნასთან, რედაქტირებასა და თარგმანთან; თარჯიმნის სხვა მომსახურებასთან; პროგრამული მომსახურების უზრუნველყოფასთან (ინტ. აპლიკაცია) და სარეკლამო/მარკეტინგული კამპანიის ორგანიზებასთან.
4. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.
5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს ანაკლიაში დაგეგმილი ახალგაზრდული ფესტივალის (შემდგომში - ფესტივალი) უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
6. ეთხოვოთ ქ. თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებს უზრუნველყონ მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება, ანაკლიის მიმართულებით რეგულარული რეისების სახით, ფესტივალის მიმდინარეობის განმავლობაში.
7. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს, აღნიშნული განკარგულების შესრულების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი