📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 18.06.2015
ძალის დაკარგვა 24.03.2016
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.153.016279
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/06/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,630 სიტყვა · ~18 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.06.2015 მიღება
24.03.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გურამ ანსიანი მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №29 2015 წლის 18 ივნისი ქ. მცხეთა მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 115-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი დანართი 1-ის  შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 14 ივნისის №41 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგურამ ანსიანი დანართი 1 მცხეთის  მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესები თავი I ზოგადი დებულება მუხლი 1🔗. მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების რეგულირების სფერო მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესები (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას - საწყისი საპრივატიზებო საფასურის, მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობით გადაცემისას - ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის, აგრეთვე, ანგარიშსწორების წესებს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) მუნიციპალიტეტის ქონების მმართველი - მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო (მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა); ბ) მცხეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო - მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, შემდგომში - გამგებელი; გ) მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი - მუნიციპალიტეტის ქონების (გარდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა) პრივატიზების პროცესში მონაწილეობს უფლების მქონე ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ასეთ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც მუნიციპალიტეტის ან საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მონაწილეობის წილი 25 პროცენტზე ნაკლებია, ხოლო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებისას - კანონით განსაზღვრული პირი; დ) განკარგვა - მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება, სარგებლობის უფლებით გადაცემა, მართვის უფლებით გადაცემა ან სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა; ე) პრივატიზება - მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის საკუთრებაში გადაცემა, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-თ (შემდგომში - კოდექსი) დადგენილი ფორმითა და წესით; ვ) სარგებლობის უფლებით გადაცემა - მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების ფიზიკური, საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემა, კოდექსით დადგენილი წესით; ზ) მართვის უფლებით გადაცემა - მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის გადაცემა, კოდექსით დადგენილი წესით; თ) მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტები ნუსხა - მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ჩამონათვალი; ი) პრივატიზაციის გეგმა - მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული, მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის საფუძველზე შედგენილი გეგმა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტის დასახელებას, მდებარეობის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, აუქციონის ფორმის (უპირობო ან პირობებიანი), აუქციონის შემდგომ მცხეთის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდის სავარაუდო პერიოდის ან/და პერიოდულობის შესახებ; კ) უპირობო აუქციონი - აუქციონი, რომლის შედეგადაც საკუთრების/სარგებლობის უფლება მიენიჭება აუქციონში მონაწილე პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს; ლ) პირობებიანი აუქციონი - აუქციონი, რომლის შედეგადაც საკუთრების/სარგებლობის უფლება მიენიჭება აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს; მ) ვადაგაგრძელებული აუქციონი - აუქციონი, რომელიც იმართება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გატანილი მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა და ამასთან, მცხეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება, ამ ქონების იმავე პირობებით ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ; ნ) განმეორებითი აუქციონი - აუქციონი, რომელიც იმართება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გატანილი მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა და ამასთან, მცხეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება, ამ ქონების შეცვლილი საწყისი საფასურით ან/და პირობებით, აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ; ო) აუქციონატორი - მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების მმართველი/წარმომადგენელი (რწმუნებული); პ) განაცხადი - აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ აუქციონატორისადმი აუქციონში მონაწილეობის სურვილის წერილობითი გამოხატვა, რითაც ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აუქციონის წესსა და აუქციონის პირობებს (პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში). განაცხადში აღინიშნება ინფორმაცია აუქციონის მონაწილის შესახებ, მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების დასახელება, ლოტის ნომერი, საფასური და სხვა ინფორმაცია; ჟ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია - აუქციონში მონაწილეობის მისაღებად აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ წარსადგენი წინასწარ განსაზღვრული ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია; რ) ბე- აუქციონში მონაწილეობის მისაღებად აუქციონატორის მიერ მითითებულ ანგარიშზე აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ გადასახდელი თანხა; ბეს გადახდას უთანაბრდება აუქციონში მონაწილეობის მსურველის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გაყინვა, რომელიც აუქციონატორს გადაერიცხება აუქციონის მონაწილის აუქციონში გამარჯვებისთანავე ან კოდექსითა და ამ წესით დადგენილი წესისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში; ს) წილები და აქციები - შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებად დარეგისტრირებული წილები და აქციები; ტ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გააქტიურება ელექტრონულად - საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ელექტრონული საბანკო გარანტიის ამოქმედება, რომლის რეგისტრაციის ნომრისა და PIN კოდის წარდგენის შემდეგ, მომხმარებელი ავტომატურად ერთვება ვაჭრობაში; უ) ლოტი - აუქციონის ფორმით განსაკარგად გატანილი მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონება. ერთ ლოტში შესაძლებელია, გაერთიანდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ქონება; ფ) მომხმარებელი - შესაბამის ვებგვერდზე დარეგისტრირებული ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი; ქ) საგარანტიო თანხა - მცხეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ, ელექტრონულ აუქციონში მონაწილედ დარეგისტრირების უზრუნველსაყოფად, მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების ელექტრონულ აუქციონზე გატანის მიზნით, მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების შეძენით დაინტერესებული პირისათვის მოთხოვნილი თანხა. მუხლი 3🔗. მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემასთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტის წესი 1. მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემასთან დაკავშირებული დავები განიხილება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. მცხეთის მუნიციპალიტეტის პრივატიზებულ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. მუხლი 4🔗. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილება მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით, დაადგინოს მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემასთან დაკავშირებით, კოდექსით და ამ წესით გათვალისწინებულის გარდა, დამატებითი წესები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება და გამომდინარეობს მათგან. თავი II ელექტრონული აუქციონი  მუხლი 5🔗. ელექტრონული აუქციონის ფორმით მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება 1. ელექტრონული აუქციონის ფორმით  მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის  აღმასრულებელი ორგანო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული პრივატიზაციის გეგმის შესაბამისად. 2. ელექტრონული აუქციონის ფორმით   მცხეთის   მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს უპირობოდ ან პირობებით. უპირობო ელექტრონული  აუქციონისას, მცხეთის  მუნიციპალიტეტის ქონების  შემძენის  ვალდებულებას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების  სრული ღირებულების  გადახდა, ხოლო  პირობებიანი ელექტრონული აუქციონისას, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის ვალდებულებას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდა და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრული ელექტრონული აუქციონის პირობების შესრულება. 3. ელექტრონული აუქციონის ფორმით მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების მიზანია საკუთრების უფლება მიენიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა პირობებით – საკუთრების უფლება მიენიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აღებული ვალდებულების შესაბამისად, დააკმაყოფილებს გამოცხადებულ პირობებს. 4. ელექტრონული აუქციონის ფორმით მცხეთის  მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებას უზრუნველყოფს  აუქციონატორი. 5. ელექტრონული აუქციონის ფორმით მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება ამ წესის მე-3 თავის  შესაბამისად. 6. ელექტრონული აუქციონის ფორმით მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების (გარდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა) პრივატიზებისას მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი შეიძლება იყოს პრივატიზების  პროცესში მონაწილეობის უფლების მქონე ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ასეთ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც მუნიციპალიტეტის ან საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მონაწილეობის წილი 25 პროცენტზე ნაკლებია, ხოლო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებისას - კანონით განსაზღვრული პირი; 7. ელექტრონული აუქციონის ფორმით მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას ელექტრონული აუქციონი ცხადდება აუქციონატორის მიერ. 8. ელექტრონული აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველთა შესახებ (მათ შორის, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის   მსურველთა   რაოდენობის  შესახებ) კონფიდენციალურია. მუხლი 6🔗. ელექტრონული აუქციონის ჩატარების ორგანიზება 1.  ელექტრონული აუქციონის ჩატარების ორგანიზებას ახორციელებს  აუქციონატორი. 2. მცხეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია,  მუნიციპალიტეტის  ქონების  შეძენით დაინტერესებულ პირს, მუნიციპალიტეტის ქონების ელექტრონულ აუქციონზე გატანის მიზნით, მოსთხოვოს მუნიციპალიტეტის ამ ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 10%-ის ოდენობის საგარანტიო თანხა (ელექტრონულ აუქციონში მონაწილედ დარეგისტრირების უზრუნველსაყოფად), რომლის წარდგენაც შეიძლება განხორციელდეს საბანკო გარანტიის ან უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. ამ პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა  არანაკლებ  10  დღით  უნდა  აღემატებოდეს ელექტრონული აუქციონის დასრულების ვადას. 3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 15 კალენდარული დღით აღემატება მცხეთის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდის ვადას, მაშინ შეიძლება, მისი ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გადახდილი საგარანტიო თანხის გამოყენება, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის თანხმობით, ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა ხორციელდება გააქტიურებით (ელექტრონულად). 4.  თუ  მცხეთის მუნიციპალიტეტის  ქონების  შეძენით  დაინტერესებულმა პირმა  არ  მიიღო ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა, მაგრამ ამის მიუხედავად, თუ ელექტრონული აუქციონი შედგა, ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება მის წარმდგენს, ელექტრონული აუქციონის  დასრულების  შემდეგ, მისი  მოთხოვნიდან   10    სამუშაო    დღის    ვადაში. 5. აუქციონატორი, ელექტრონული აუქციონის ფორმით მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, ელექტრონული აუქციონის ფორმით მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს მცხეთის  მუნიციპალიტეტის  გამგეობის  შემდეგ  ვებგვერდზე - www.mtskheta.org.ge  ან/და ვებგვერდზე www.eauction.ge. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს   შემდეგ მონაცემებს: ა) აუქციონატორის დასახელებას; ბ) საპრივატიზაციო ობიექტის დასახელებას; გ) ელექტრონული აუქციონის  დაწყების  და დასრულების  დროს, რომელიც არ უნდა იყოს 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 30 კალენდარულ დღეზე მეტი; დ) საპრივატიზაციო ობიექტის საწყის საპრივატიზებო საფასურს; ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს საპრივატიზაციო ობიექტის საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 10%-ს და არა უმეტეს 80%-ს. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 15 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდის ვადას;  ვ)    ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესს;  ზ) ელექტრონული  აუქციონის  პირობებს  (პირობებიანი  ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში);  თ)  ბიჯის  სიდიდეს;  ი) აუქციონატორის საკონტაქტო ინფორმაციას; კ) მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას. 7. აქციების ან წილების პრივატიზების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, დამატებით, უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა)  იურიდიული პირის  იურიდიულ მისამართს და  საიდენტიფიკაციო ნომერს; ბ) გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას; გ) ერთი აქციის ნომინალურ ღირებულებას; დ) აქციების ან წილების საწყის საპრივატიზებო საფასურს და წილს კაპიტალში; ე) ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული   პირების   რეესტრიდან. 8. მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს უფლება აქვს, მიიღოს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტის შესახებ აუქციონატორის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია. 9. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, წინასწარ გაეცნოს მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტს. 10. იმ შემთხვევაში, როდესაც მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ელექტრონული აუქციონის ორგანიზატორის ფუნქციებს გადასცემს წარმომადგენელს (რწმუნებული), მათ შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს: ა) მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტის საწყისი საპრივატიზებო საფასური; ბ) ელექტრონული აუქციონის ჩატარების ვადა; გ) ურთიერთვალდებულებანი და მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების დარღვევისათვის; დ)  მუნიციპალიტეტის  ქონებასთან  დაკავშირებული  სხვა  ინფორმაცია. მუხლი 7🔗. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის პირობები 1. ელექტრონული აუქციონი ტარდება მისი გამოცხადების დღიდან აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში (ელექტრონული აუქციონის დაწყების და დასრულების  დროს, რომელიც არ უნდა იყოს 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 30 კალენდარულ დღეზე მეტი), რომლის განმავლობაშიც, დაინტერესებულ პირებს, რომლებიც ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, გაივლიან რეგისტრაციას ელექტრონულად, საშუალება ეძლევათ, გააკეთონ სასურველი ფასის შეთავაზება, საწყის საპრივატიზებო საფასურზე დამატებით. 2. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა: ა) შესაბამის ვებგვერდზე დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური, ასევე, იურიდიული პირები); ბ) რეგისტრაციის დროს ელექტრონული აუქციონის წესების გაცნობა და მათზე თანხმობის გაცხადება; გ) პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში, ელექტრონული აუქციონის პირობების  გაცნობა; დ) საბანკო დაწესებულების მეშვეობით, აგრეთვე, ინტერნეტბანკინგის, საბანკო  პლასტიკური ბარათისა და სხვა ელექტრონული საშუალებების მეშვეობით ბეს  გადახდა  ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა/გააქტიურება (ელექტრონულად).  3. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველმა, რომელსაც სურს, მონაწილეობა მიიღოს მცხეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ლოტის პრივატიზებისთვის მოწყობილ ელექტრონულ აუქციონში, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უნდა წარადგინოს/გაააქტიუროს (ელექტრონულად), ან ბე უნდა გადაიხადოს მცხეთის მუნიციპალიტეტის თითოეული საპრივატიზაციო ობიექტისათვის  ცალ-ცალკე.  4. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველს შეიძლება უარი ეთქვას ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობაზე, თუ  დარღვეულია ამ  მუხლის  მე-2  ან/და  მე-3  პუნქტის  მოთხოვნები. მუხლი 8🔗. ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი 1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი, ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილებისა და საწყის საპრივატიზებო  საფასურზე  ბიჯის  დამატების შემთხვევაში, იძენს ელექტრონულ აუქციონში მონაწილის სტატუსი. 2. ელექტრონული აუქციონი ტარდება ონლაინრეჟიმში. 3. ელექტრონული აუქციონის ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს ონლაინრეჟიმში. 4. ელექტრონული აუქციონის დასაწყისად ითვლება მისი შესაბამის ვებგვერდზე გამოცხადების  მომენტი. 5. ელექტრონულ აუქციონში მონაწილე პირს, რომელსაც სურს საწყისი საპრივატიზებო საფასურიდან დაიწყოს ვაჭრობა, ონლაინრეჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყის საპრივატიზებო საფასურზე ბიჯის დამატებას), რომელიც, ასევე, ფიქსირდება ონლაინრეჟიმში. ვაჭრობა გრძელდება, სანამ რომელიმე მონაწილე არ დააფიქსირებს ყველაზე მაღალ ფასს. მუნიციპალიტეტის ქონება ითვლება გაყიდულად ელექტრონული აუქციონის იმ მონაწილეზე, რომლის  მიერ, ონლაინრეჟიმში, ვაჭრობის დასრულების მომენტისთვის, შეთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ფასი. 6. თუ ელექტრონული აუქციონის დასრულებამდე (მითითებული უნდა  იყოს  ელექტრონული აუქციონის დასრულების ზუსტი დრო) ბოლო 2 წუთის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, მაშინ ფასის შეთავაზების დრო გაგრძელდება 2 წუთით, დასრულების მითითებული მომენტიდან. თუ ამ დროის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, დრო კიდევ გაგრძელდება 2 წუთით, სანამ არ დაფიქსირდება საბოლოო თანხა. მაგრამ, თუ დამატებული დროის განმავლობაში ახალი ფასი არ იქნება შეთავაზებული, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება საბოლოო ფასის შემთავაზებელი პირი. 7. ელექტრონული აუქციონის გამოცხადებიდან (დაწყებიდან) მის დასრულებამდე ნებისმიერ დროს, მონაწილეს შეუძლია, გადაიხადოს ბე ან წარადგინოს/გაააქტიუროს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია. ბეს გადახდა ან  უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა/გააქტიურება (ელექტრონულად), განხორციელებულად ჩაითვლება  იმ შემთხვევაში,  თუ  გადახდა და წარდგენა/გააქტიურება (ელექტრონულად) შესაბამის სისტემაში აისახება ელექტრონული  აუქციონის  დასრულებამდე. 8.  ვაჭრობის   დასრულებისას,   გამარჯვებულსა    და    ელექტრონული აუქციონის სხვა მონაწილეებს, ელექტრონული გზით, გაეგზავნებათ ინფორმაცია ელექტრონული აუქციონის შედეგების შესახებ, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად. 9. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულს, ელექტრონული გზით, ეცნობება მცხეთის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების სრულად გადახდის თარიღი და პირობები, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად. 10. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც ამ წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაიხადეს ბე ან წარადგინეს/გაააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ, ამ წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში. 11. ელექტრონულ აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს ბე/უპირობო  და  გამოუხმობი  საბანკო  გარანტია  დაუბრუნდებათ  ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. 12. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში  გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება შესაბამის  ბიუჯეტში, თუ: ა) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე  უარი  განაცხადა; ბ) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში,  სრულად  არ  გადაიხადა  მცხეთის მუნიციპალიტეტის  შეძენილი ქონების სრული ღირებულება. 13. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე, აგრეთვე, სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია ელექტრონული აუქციონის კოდექსით და ამ წესით განსაზღვრული წესი ან/და პირობები. მუხლი 9🔗. მხარეთა უფლებები და მოვალეობები 1. აუქციონატორი უფლებამოსილია: ა) ნებისმიერ დროს შეცვალოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის წესი და ელექტრონული აუქციონის პირობები (პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში) და განათავსოს შესაბამის ვებგვერდზე; ბ) შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუსტობის, მომხმარებლის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზების გამო, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებგვერდს ან აუქციონატორს; გ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს რეგისტრაცია და შესვლა ვებგვერდზე, თუ ჩათვლის, რომ მომხმარებელი მოქმედებს ამ წესის მოთხოვნათა დარღვევით; დ) ელექტრონული აუქციონის პროცესში რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მიიღოს შესაბამისი ზომები. 2. აუქციონატორის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების შემთხვევაში, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეს, მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, თუ შეცვლილი წესითა და ელექტრონული აუქციონის პირობებით (პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში) აღარ სურს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა. 3. აუქციონატორი ვალდებულია, კანონით დადგენილი წესით, გადასცეს ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულს საკუთრების უფლება ქონებაზე (ხოლო ვალდებულებების არსებობის შემთხვევაში საკუთრების უფლება ვალდებულებებთან ერთად). 4. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი უფლებამოსილია: ა) შეიძინოს მუნიციპალიტეტის ქონება; ბ) ნებისმიერ დროს განაახლოს თავისი პირადი მონაცემები. 5. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ვალდებულია: ა) დაიცვას ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის წესები; ბ) მცხეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში გადაიხადოს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულება, ხოლო პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში, დადგენილი წესით დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები. მუხლი 10🔗. ანგარიშსწორება 1. მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გადახდა, ასევე, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდა შესაძლებელია საბანკო დაწესებულებაში, ინტერნეტბანკინგის საშუალებით, საბანკო პლასტიკური ბარათითა და აუქციონატორის მიერ  შეთავაზებული სხვა საშუალებებით. უპირობო და გამოუხმობი საბანკო  გარანტიის  წარდგენა შესაძლებელია როგორც გააქტიურებით (ელექტრონულად), ასევე, წარდგენის საშუალებით. 2. ელექტრონული აუქციონის შესაბამის ვებგვერდზე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის სრული ღირებულების გადახდის, ასევე, ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელის, ლოტის (ლოტის სრული ღირებულების მითითებით) და აუქციონატორის შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების ნომრ(ებ)ის მითითებით. 3. მომხმარებლის  მიერ  სასურველ  ლოტზე  ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გადახდა, ასევე ელექტრონულ  აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის  ლოტზე  მცხეთის  მუნიციპალიტეტის  შეძენილი  ქონების  სრული  ღირებულების გადახდა ხორციელდება, ამ წესის გათვალისწინებით, აუქციონატორის მიერ განსაზღვრული წესით, საბანკო დაწესებულებაში, ინტერნეტბანკინგის საშუალებით, საბანკო პლასტიკური ბარათითა და აუქციონატორის  მიერ  შეთავაზებული სხვა  საშუალებებით. 4. მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ გადახდილი მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულება ირიცხება მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. მუხლი 11🔗. გარიგებათა გაფორმების წესი 1.   ელექტრონულ   აუქციონში   გამარჯვების   დამადასტურებელი ოქმი (შემდგომში - ოქმი) არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება, რომელიც შეიცავს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს. ოქმის საფუძველზე, 30 კალენდარული დღის ვადაში, ფორმდება მუნიციპალიტეტის ქონების მმართველსა და მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს შორის წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში - ხელშეკრულება). 2. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი ხელშეკრულების  გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში - ელექტრონული აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში, იხდის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრულ ღირებულებას. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენმა ოქმსა და ხელშეკრულებაში მითითებულ ანგარიშზე უნდა  შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ ელექტრონულ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს  ან/და  საგარანტიო  თანხას/ბეს  და სრული  ღირებულების  ოდენობას  შორის  არსებულ  სხვაობას. 3. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას. 4. ოქმის მოქმედების პერიოდში შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მცხეთის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების სრულად დაფარვამდე, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს მუნიციპალიტეტის ქონება  გადაეცემა  პირობადებულ  საკუთრებაში, ამასთან, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის მიღებული ქონების  მოვლა-პატრონობასა  და დაცვაზე. 5. მცხეთის მუნიციპალიტეტის შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლება მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს გადაეცემა მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების ანაზღაურების შემდეგ, შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან, ხოლო პირობებით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გაიცემა ელექტრონული აუქციონის პირობების შესრულების შემდეგ. 6. მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენზე საკუთრების უფლება გადადის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების სრულად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტის ქონების შემძენმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენზე საკუთრების უფლება გადადის ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით. 7. მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით. მუხლი 12🔗. მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის პასუხისმგებლობა 1.   თუ   მცხეთის   მუნიციპალიტეტის   ქონების   შემძენი   უპირობო   ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებისას, დადგენილ ვადებში არ გადაიხდის  მუნიციპალიტეტის  ქონების  სრულ  ღირებულებას,  მას  არ  გადაეცემა  საკუთრების უფლება მუნიციპალიტეტის ქონებაზე, ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდება და გაწეული ხარჯები  არ აუნაზღაურდება. 2. პირობებით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ვალდებულია, მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (ელექტრონული აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მოთხოვნისთანავე, მათი შესრულების თაობაზე წარუდგინოს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ქონების მმართველს. შესაძლებელია, ოქმითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა.  3. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს მუნიციპალიტეტის შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე, არა აქვს უფლება მუნიციპალიტეტის გადაცემული ქონება საკუთრებაში ან სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს ან უფლებრივად დატვირთოს. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე. 4. საკუთრების უფლების გადაცემის შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების გასხვისების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ვალდებულია, მუნიციპალიტეტის ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმითა და ხელშეკრულებით. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ მუნიციპალიტეტის ქონების გასხვისების შესახებ ინფორმაცია  წერილობით  უნდა  ეცნობოს  მუნიციპალიტეტის  ქონების მმართველს. 5. ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება უფლებამოსილი ორგანოს მიერ მათი დადასტურების მომენტიდან. 6. ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ოქმითა და ხელშეკრულებით, ელექტრონული აუქციონის პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ: ა) მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულების 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; გ) მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ  დარღვევაზე  ელექტრონულ  აუქციონზე  დაფიქსირებული ქონების საბოლოო ფასის 0.05%-ს. 7. ოქმისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მუნიციპალიტეტის ქონების მმართველის  მიერ  განიხილება  ელექტრონული  აუქციონის  შედეგების  (ოქმის) გაუქმების საფუძვლად. 8. მცხეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, უფლებამოსილია, გადაწყვიტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების საკითხი, აგრეთვე, პრივატიზებული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან განთავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა. მუხლი 13🔗. ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი, სადაც შესაძლებელია შეთავაზებული იქნეს გამოცხადებულზე დაბალი ფასი 1. თუ არ მოხდება ელექტრონული აუქციონის ფორმით გატანილი მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, ამ ქონების შეცვლილი საწყისი საფასურით ან/და პირობებით, ელექტრონული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ გადაწყვეტილება განმეორებით ელექტრონულ აუქციონად ჩაითვლება. განმეორებით ელექტრონულ აუქციონზე მუნიციპალიტეტის  ქონების  საწყისი  საფასური  შეიძლება  50 პროცენტამდე შემცირდეს, ხოლო თუ მუნიციპალიტეტის ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს. 2. თუ არ მოხდება ელექტრონული აუქციონის ფორმით გატანილი მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი  ორგანო  უფლებამოსილია,  მიიღოს  გადაწყვეტილება  ამ  ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისას, გამოიყენება ამ თავით დადგენილი ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესები. მუხლი 14🔗. აუქციონის ორგანიზება მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას, გამოიყენება ამ წესით დადგენილი ელექტრონული ან საჯარო აუქციონის ჩატარების წესები. თავი III მცხეთის  მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრა მუხლი 15🔗. მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში  არსებული  უძრავი ქონების  პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით. მუხლი 16🔗. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება ამ წესის მე-11 მუხლის შესაბამისად. მუხლი 17🔗. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის წესი 1. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი საფასურის ოდენობას განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო ქირის საფასურს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით. 2. მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლით სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყის საფასურს, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით, განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო, ამ წესის მე-11 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 7%-ის ოდენობით. 3. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლით სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, გადაცემისას, ქირის საფასური განისაზღვრება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით. მუხლი 18🔗. წილების და აქციების საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და მართვის უფლებით გადაცემის საწყისი საფასურის განსაზღვრის წესი 1. წილების/აქციების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, წილების/აქციების საწყისი საპრივატიზებო საფასური აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით. 2. წილების/აქციების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემისას, მართვის უფლებით გადაცემის საწყისი საფასური, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, განისაზღვრება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 7%-ის ოდენობით. მუხლი 19🔗. საწყისი საპრივატიზებო საფასურის და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყისი საფასურის შემცირება განმეორებითი აუქციონის  დროს   თუ არ მოხდება აუქციონზე გატანილი მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, განმეორებით აუქციონზე აღნიშნული ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური/ქირის საწყისი საფასური შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ხოლო თუ მუნიციპალიტეტის ქონება განმეორებით აუქციონზეც არ განიკარგა, საწყისი საპრივატიზებო საფასური/ქირის საწყისი საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.