თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/9856-15 (სს "საქგაზმშენი"-ის გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/9856-15
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/06/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე 2/9856-15 ( 330210315815368)

 

 

საქართველოს სახელით

 

განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

 

2015 წლის 17 ივნისი

ქ. თბილისი

 

  თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ბესიკ სისვაძე

 

 

განმცხადებელი: სს ”საქგაზმშენი” (ს/კ 208141312)

წარმომადგენელი: დირექტორის შპს ”რეაბილიტაციის” (ს/კ 206096419) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი - ბიძინა ჩიკვილაძე

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა სს ”საქგაზმშენის” (ს/კ 208141312) დირექტორის შპს ”რეაბილიტაციის” ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა (დირექტორმა) ბიძინა ჩიკვილაძემ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სს ”საქგაზმშენი” (ს/კ 208141312) წარმოადგენს 100%-ით სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს, რომელიც დღეისათვის არ ფუნქციონირებს. განმცხადებლის მითითებით, მის სახელზე უძრავი ქონება არ არის აღრიცხული. რაც შეეხება სატრანსპორტო საშუალებებს, სსიპ საქართველოს შსს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 5 თებერვლის წერილის თანახმად სამონტაჟო-სამშენებლო ტრესტი ”საქგაზმშენის” სახელზე რეგისტრირებულია შემდეგი სატრანსპორტო საშუალებები: "ZIL 431412", სახელმწიფო ნომრით”LLL 266”; ”KAMAZ 5410”, სახელმწიფო ნომრით ”AEK 633”; VAZ 21063, სახელმწიფო ნომრით”MYM 998”; ”MAZ 9397”, სახელმწიფო ნომრით”ABO 57”; ”MAZ 54323”, სახელმწიფო ნომრით”AEK 569”; აღნიშნული ავტომანქანებიდან ”KAMAZ 5410” და VAZ 21063 ამორტიზებულია და იმყოფება არამუშა მდგომარეობაში; მათი ჯამური ღირებულება სავარაუდოდ არ აღემატება 5000 (ხუთი ათასი) ლარს, ხოლო დანარჩენი საშუალების მოძიება კი ვერ მოხერხდა. განმცხადებლის მითითებით, სს ”საქგაზმშენის” უზრუნველყოფილი კრედიტორია სახელმწიფო, თუმცა იქვე მიუთითებს, რომ საწარმოს არ ჰყავს უზრუნველყოფილი კრედიტორი. არაუზრუნველყოფილ კრედიტორებს კი წარმოადგენენ საწარმოს ყოფილი თანამშრომლები - დავით მინდიაშვილი და პაატა გაგნიძე. სს ”საქგაზმშენს” ანგარიშები გახსნილი აქვს სს ”ვითიბი ბანკი ჯორჯიაში” და ანგარიშზე ერიცხება 2,95 (ორი მთელი ოთხმოცდათხუთმეტი მეასედი) ლარი.

 

მითითებულ გარემოებებზე დაყრდნობით განმცხადებელი ითხოვს სს ”საქგაზმშენის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 მაისის განჩინებით განცხადებას დაუდგინდა ხარვეზები. კერძოდ, განმცხადებელს უნდა წარმოედგინა მტკიცებულება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომ სს ”საქგაზმშენს” (ს/კ 208141312) არ აქვს წილი სხვა სამეწარმეო საზოგადოებაში; ყველა ის მტკიცებულება (სასამართლოს და/ან არბიტრაჟის გადაწყვეტილებები, ხელშეკრულებები და სხვა), რომელიც ადასტურებს სს ”საქგაზმშენის” (ს/კ 208141312) კრედიტორული დავალიანებების არსებობას; მას ასევე უნდა დაეზუსტებინა განცხადებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

2015 წლის 12 ივნისს სასამართლოს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა სს ”საქგაზმშენის” (ს/კ 208141312) წარმომადგენელმა და წარმოადგინა სასამართლოს განჩინებით მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

 

სასამართლო გაეცნო განცხადებას, მასზე თანდართულ დოკუმენტებს და მიიჩნევს, რომ სს ”საქგაზმშენს” (ს/კ 208141312) უარი უნდა ეთქვას განცხადების სასამართლო წარმოებაში მიღებაზე შემდეგი სახის საფუძველთა არსებობის გამო:

 

                                                           

”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ხსენებული განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე. აღნიშნულ განჩინებაში სასამართლო უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანს სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას. იგივე კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლო მოვალის კრედიტორის ინფორმირებისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” აქვეყნებს განჩინებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოვალის კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის დანაწესის თანახმად კი, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებს, რაც გახდება მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი.

 

სს ”საქგაზმშენს” (ს/კ 208141312) კუთვნილი ქონების სიმცირის და აქტივის დაბალი ღირებულების სამტკიცებლად სასამართლოსათვის წარმოდგენილი აქვს მთელი რიგი მტკიცებულებები. კერძოდ, წარმოდგენილია ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, სადაც აღნიშნულია, რომ 2015 წლის 13 მაისის მდგომარეობით საწარმოს ანგარიშსწორების ანგარიში გახსნილი აქვს სს ”ვითიბი ბანკი ჯორჯიაში”. სს ”ვითიბი ბანკი ჯორჯიას” მიერ 2015 წლის 20 მაისს გაცემული ცნობის თანახმად საწარმოს ანგარიშზე ფიქსირდება ნაშთი - 2,95 ლარი (ს.ფ. 13). განმცხადებლის მიერ ასევე წარმოდგენილია სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა, რომ
სს ”საქგაზმშენის” (ს/კ 208141312) სახელზე ირიცხება შემდეგი სატრანსპორტო საშუალებები: "ZIL 431412", სახელმწიფო ნომრით ”LLL 266”; ”KAMAZ 5410”, სახელმწიფო ნომრით ”AEK 633”; VAZ 21063, სახელმწიფო ნომრით”MYM 998”; ”MAZ 9397”, სახელმწიფო ნომრით ”ABO 57”; ”MAZ 54323”, სახელმწიფო ნომრით ”AEK 569”; აღნიშნული ავტომანქანებიდან ”KAMAZ 5410” და VAZ 21063 ამორტიზებულია და იმყოფება არამუშა მდგომარეობაში; მათი ღირებულება კი არ აღემატება 5000 (ხუთი ათასი) ლარს. დანარჩენი ავტომანქანების მოძიება კი ვერ მოხერხდა მათი ადგილმდებარეობის დაუდგენლობის გამო. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობის თანახმად, სს ”საქგაზმშენი” (ს/კ 208141312) საჯარო რეესტრში არსებული განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონული წიგნის მონაცემებით უძრავი ნივთის მესაკუთრედ არ არის რეგისტრირებული. ის ასევე არ ფლობს წილს სხვა სამეწარმეო საზოგადოებაში (იხ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 11 ივნისის წერილი).

 

 

 

”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინებით ინიშნება მეურვე. აღნიშნული კანონის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მეურვის უფლებამოსილების განხორციელება დაკისრებული აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველოს სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - აღსრულების ეროვნულ ბიუროს. იგივე კანონის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებით დამტკიცდა ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესი. ამ ნორმატიული აქტის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ”ა”, ”ა.ა” ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ფუნქციის განხორციელებისთვის, თუ მოვალე საწარმოს მიმართ გაიხსნება გაკოტრების საქმის წარმოება, მომსახურების გაწევის საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად: თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 100 000 ლარს - გაკოტრების მმართველის მიერ გასანაწილებელი, მათ შორის ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის 7%, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა. მითითებული ნორმის თანახმად, გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში წინასწარ განჭვრეტადი ხარჯის ოდენობა მინიმუმ 5000 ლარია.

 

განსახილველ შემთხვევაში მოვალე სს ”საქგაზმშენს” (ს/კ 208141312) აქტივები არ გააჩნია. გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში წინასწარ განჭვრეტადი ხარჯის ოდენობა არის მინიმუმ 5000 ლარი. ასეთ პირობებში ცხადი ხდება, რომ გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყება არათუ ასეთი წარმოების მიზნის - მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრასა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რელიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების მიღწევის შესაძლებლობას უზრუნველყოფს, არამედ გაკოტრების წარმოებისათვის აუცილებელი ხარჯის დაფარვაც კი შეუძლებელია. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს ”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ის საფუძველი, რომელიც გამორიცხავს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესაძლებლობას.

 

 

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1 . სს ”საქგაზმშენს” (ს/კ 208141312) უარი ეთქვას მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.

 

2 . განემარტოთ კრედიტორებს, რომ თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორთაგან რომელიმე სს ”საქგაზმშენის” (ს/კ 208141312) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, საწარმო გამოცხადდება გაკოტრებულად, რაც თავის მხრივ განაპირობებს მისი რეგისტრაციის გაუქმებას.

 

3. კრედიტორთა ინფორმირების მიზნით განჩინება განმცხადებლისათვის მისი ასლის გადაცემიდან გონივრულ ვადაში გამოქვეყნდეს ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”. განჩინების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა უნდა უზრუნველყოს მოვალემ; ამასთან, განმცხადებელსვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნების დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოსათვის წარმოდგენა.

 

4 . განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში.

 

 

 

  მოსამართლე                                                                          ბესიკ სისვაძე