საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 24.06.2015
ძალაში შესვლა 01.07.2015
ძალის დაკარგვა 01.02.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №47
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.038.016461
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/06/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,305 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.06.2015 მიღება
01.07.2015 ძალაში შესვლა
01.02.2018 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (2)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №47 2015 წლის 24 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 6 დეკემბრის №339 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიგიორგი მღებრიშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და  ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა მუხლი 1🔗 1. საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება საერთაშორისო ურთიერთობების ან საერთაშორისო სამართლის მიმართულებით განათლებას); ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება; გ) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; ე) ინგლისური ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება ორი უცხო ენის ცოდნას); ვ) ტრენინგებში და ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია). 2. საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს კანონი  „პატიმრობის კოდექსი“; გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის  შესახებ“; დ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“; ე) საქართველოს კანონი  „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“; ვ) საქართველოს კანონი  „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“; ზ) საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; თ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება; ი) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება; კ) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია; ლ) ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ; მ) ევროპული ციხის წესები; ნ) პატიმრებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები; ო) წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცია; პ) გაეროს კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ და მისი ფაკულტატური ოქმი; ჟ) გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ („პეკინის წესები“); რ) გაეროს წესები ქალ პატიმართა მოპყრობისა და მსჯავრდებულ  ქალთა არასაპატიმრო ღონისძიებების შესახებ („ბანგკოკის წესები“). მუხლი 2🔗 1. საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება საერთაშორისო ურთიერთობების ან საერთაშორისო სამართლის მიმართულებით განათლებას); ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება; მათ შორის სამართლის, ადამიანის უფლებების ან საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით; გ) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; ე) ინგლისური ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება ორი უცხო ენის ცოდნას); ვ) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია). 2. საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს კანონი  „პატიმრობის კოდექსი“; გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის  შესახებ“; დ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“; ე) საქართველოს კანონი  „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“; ვ) საქართველოს კანონი  „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“; ზ) საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; თ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება; ი) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება; კ) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია; ლ) ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ; მ) ევროპული ციხის წესები; ნ) პატიმრებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები; ო) წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცია; პ) გაეროს კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ და მისი ფაკულტატური ოქმი; ჟ) გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ („პეკინის წესები“); რ) გაეროს წესები ქალ პატიმართა მოპყრობისა და მსჯავრდებულ  ქალთა არასაპატიმრო ღონისძიებების შესახებ („ბანგკოკის წესები“). მუხლი 3🔗 1. საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო ურთიერთობების  ან სამართლის  მიმართულებით; ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; დ) ინგლისური ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება ორი უცხო ენის ცოდნას); ე) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია). 2. საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს  კანონი „პატიმრობის კოდექსი“; გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; დ) საქართველოს კანონი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“; ე) საქართველოსკანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; ვ) საქართველოს კანონი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“; ზ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება; თ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება; ი) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია; კ) ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ; ლ) ევროპული ციხის წესები; მ) პატიმრებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები; ნ) წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცია; ო) გაეროს კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ და მისი ფაკულტატური ოქმი; პ) გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ („პეკინის წესები“); ჟ) გაეროს წესები ქალ პატიმართა მოპყრობისა და მსჯავრდებულ ქალთა არასაპატიმრო ღონისძიებების შესახებ („ბანგკოკის წესები“). მუხლი 4🔗 1. საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო ურთიერთობების  ან სამართლის  მიმართულებით; ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; დ) ინგლისური ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება ორი უცხოენის ცოდნას); ე) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში  მონაწილეობა (სასურველია). 2. საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“; გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; დ) საქართველოს კანონი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“; ე) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება; ვ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება; ზ) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია; თ) ევროპული ციხის წესები; ი) პატიმრებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები; კ) წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცია; ლ) გაეროს კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ და მისი ფაკულტატური ოქმი; მ) გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ („პეკინის წესები“); ნ) გაეროს წესები ქალ პატიმართა მოპყრობისა და მსჯავრდებულ ქალთა არასაპატიმრო ღონისძიებების შესახებ(„ბანგკოკის წესები“). მუხლი 5🔗 1. საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო ურთიერთობების  ან სამართლის  მიმართულებით; ბ) შესაბამის სფეროში მუშაობის ან სტაჟირების გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; დ) ინგლისური ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება ორი უცხო ენის ცოდნას); ე) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია). 2. საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“; გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; დ) საქართველოს კანონი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“; ე) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება; ვ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება; ზ) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია; თ) ევროპული ციხის წესები; ი) პატიმრებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები; კ) წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცია; ლ) გაეროს კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ და მისი ფაკულტატური ოქმი; მ) გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ („პეკინის წესები“); ნ) გაეროს წესები ქალ პატიმართა მოპყრობისა და მსჯავრდებულ ქალთა არასაპატიმრო ღონისძიებების შესახებ („ბანგკოკის წესები“).