არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რისკის შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენის პრინციპების, წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.07.2015
ძალის დაკარგვა 19.04.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №67
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016482
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/07/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,093 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.07.2015 მიღება
19.04.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რისკის შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენის პრინციპების, წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №67 2015 წლის 3 ივლისი ქ. თბილისი არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რისკის შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენის პრინციპების, წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რისკის შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენის პრინციპები, წესი და ფორმა №1 დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ,,არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რისკის შეფასების ფორმა“ №2 დანართის, ,,ფსიქოლოგის მიერ განხორციელებული შეფასების/მონიტორინგის/ ზედამხედველობის ფორმა“  №3 დანართის,  ,,მულტიდისციპლინური გუნდის შეხვედრის ჩანაწერის ფორმა“ №4 დანართის, ,,სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის ფორმა“ №5 დანართის, ,,სოციალური მუშაკის/ფსიქოლოგის მომსახურების ჩანაწერის ფორმა“  №6 დანართის და სოციალური მუშაკის მიერ განხორციელებული შეფასების/მონიტორინგის/ზედამხედველობის ფორმა“ №7 დანართის შესაბამისად. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რისკებისა  და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენის პრინციპების, წესისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 18 იანვრის №9 ბრძანება. მუხლი 4🔗 ბრძანება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიგიორგი მღებრიშვილი დანართი №1 არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რისკის შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენის პრინციპები, წესი და ფორმა მუხლი 1🔗.  ზოგადი დებულებები 1. ამ წესის მიზანია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი-არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ არასრულწლოვან პირობით ვადამდე გათავისუფლებულ და პირობით მსჯავრდებულთა (შემდგომში – არასრულწლოვანი მსჯავრდებული) რისკის შეფასება, სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რესოციალიზაცია, მისი საზოგადოებაში ინტეგრაცია. 2. ამ  მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მიზანს სააგენტო ახორციელებს მისი ტერიტორიული ორგანოების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების (შემდგომში – პრობაციის ბიურო) მეშვეობით, არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რისკის შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის ელექტრონული ფორმით შედგენის საფუძველზე. 3. არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რისკის შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენისას დაცული უნდა იყოს შემდეგი პრინციპები:  პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვა, კანონის წინაშე თანასწორობა და მულტიდისციპლინური გუნდის დამოუკიდებლობა. მუხლი 2🔗. პრობაციის ბიუროში არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რისკის შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენის წესი 1. პრობაციის ბიუროში არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რისკის შეფასებას და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენას ახორციელებს მულტიდისციპლინური გუნდი, ბრძანების №2 დანართით დადგენილი ფორმის შესაბამისად. 2. მულტიდისციპლინური გუნდი, როგორც წესი, შედგება კონკრეტულ  არასრულწლოვან მსჯავრდებულთან მომუშავე პრობაციის ოფიცრის, სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგისგან. 3. პრობაციის ბიუროს იმ სამოქმედო ტერიტორიაზე, რომელზეც არ ხორციელდება სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის მომსახურებები, არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რისკის შეფასებას და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენას უზრუნველყოფს მხოლოდ პრობაციის ოფიცერი. ამ  შემთხვევაში პრობაციის ოფიცერი  ავსებს  არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რისკის შეფასების ფორმის მხოლოდ პირველ  ნაწილს. 4. „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით, პრობაციის ბიუროს უფროსი სააღსრულებო საქმის პრობაციის ოფიცრისთვის გადაცემის პარალელურად, განსაზღვრავს ამ სააღსრულებო საქმეზე მომუშავე სოციალურ მუშაკსაც. 5. პრობაციის ოფიცრის მიერ არასრულწლოვანი მსჯავრდებულისათვის უფლება-მოვალეობათა გაცნობისას, პრობაციის ოფიცერი უთანხმებს არასრულწლოვან მსჯავრდებულს სოციალურ მუშაკთან მისი პირველადი შეხვედრის თარიღსა და დროს, რომელიც უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის  პრობაციის ბიუროში მომდევნო გამოცხადების დღისა. 6. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რისკის შეფასების საერთო ვადა, გარდა ამ წესის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით და მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, განისაზღვრება 32 სამუშაო დღით. ამ ვადის ათვლა, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ შემთხვევაში, იწყება არასრულწლოვანი მსჯავრდებულისათვის უფლება-მოვალეობათა შესახებ ოქმის გაცნობის დღიდან, ხოლო ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სოციალურ მუშაკთან არასრულწლოვანი მსჯავრდებულის პირველი შეხვედრის დღიდან. თუ არასრულწლოვანმა მსჯავრდებულმა „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით დროებით შეიცვალა ადგილსამყოფელი, ეს პერიოდი არ ჩაითვლება რისკის შეფასების  საერთო ვადის გამოანგარიშებისას. 7. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რისკის შეფასებას იწყებს სოციალური მუშაკი, რომელიც მასთან შეხვედრიდან 7 სამუშაო დღის ვადაში ავსებს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რისკის შეფასების დადგენილი ფორმის პირველი ნაწილის შემდეგ პუნქტებს: ა) პუნქტი 1. ზოგადი დემოგრაფიული ინფორმაცია – სრულად; ბ) პუნქტი 2. ინფორმაცია კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ – სრულად; გ) პუნქტი 3. არასრულწლოვნის ფიზიკური განვითარება და ჯანმრთელობის მდგომარეობა – მხოლოდ 3.1, 3.2, 3.3 და 3.4 ქვეპუნქტები; დ) პუნქტი 4. არასრულწლოვნის ემოციური, კოგნიტური განვითარება და ქცევითი თავისებურებანი – 4.1; 4.10; 4.11; 4.12; 4.18; 4.19; 4.20; 4.21; 4.22  და 4.23 ქვეპუნქტები. 8. სოციალური მუშაკი სრულად ავსებს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რისკის შეფასების დადგენილი ფორმის მე-2 ნაწილს. 9. ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით, არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რისკის შეფასების ფორმის მე-2 ნაწილის შევსების შედეგად დგინდება ზიანის რისკის დონე. მუხლი 3🔗. ზიანის  რისკის დონის განსაზღვრა 1. ზიანის რისკი შეიძლება იყოს დაბალი, საშუალო და მაღალი დონის. 2. ზიანის რისკის დონე განისაზღვრება მსჯავრდებულის რისკის შეფასების ფორმის მე-2 ნაწილის საინფორმაციო ველებისათვის მინიჭებული ქულების  ჯამის მიხედვით: ა)  დაბალი დონე – ქულათა ჯამი – 0-დან -5 ჩათვლით; ბ) საშუალო დონე – ქულათა ჯამი – 6-დან -39 ჩათვლით; გ) მაღალი დონე – ქულათა ჯამი – 40 და  მეტი.  3. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რისკის შეფასების ფორმის მე-2 ნაწილის თითოეული საინფორმაციო ველი, მასზე გაცემული პასუხიდან გამომდინარე, ფასდება შემდეგი ქულებით: №1 საინფორმაციო ველი       კი - 40 ქულა  არა - 0 ქულა №2 საინფორმაციო ველი       კი - 40 ქულა  არა - 0 ქულა №3 საინფორმაციო ველი       კი - 40 ქულა  არა - 0 ქულა №4 საინფორმაციო ველი       კი - 40 ქულა  არა - 0 ქულა №5 საინფორმაციო ველი       კი - 10 ქულა  არა - 0 ქულა   არსებობს ეჭვი -1 ქულა №6 საინფორმაციო ველი       კი - 10 ქულა  არა - 0 ქულა   არსებობს ეჭვი -1 ქულა №7 საინფორმაციო ველი       კი - 10 ქულა  არა - 0 ქულა   არსებობს ეჭვი -1 ქულა №8 საინფორმაციო ველი       კი - 40 ქულა  არა - 0 ქულა   არსებობს ეჭვი -5 ქულა №9 საინფორმაციო ველი       კი - 40 ქულა  არა - 0 ქულა   არსებობს ეჭვი -5 ქულა №10 საინფორმაციო ველი     კი - 10 ქულა  არა - 0 ქულა   არსებობს ეჭვი -1 ქულა მუხლი 4🔗. ზიანის რისკის დაბალი და საშუალო დონის განსაზღვრისას განსახორციელებელი პროცედურები 1. იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთა ზიანის რისკის დაბალი ან საშუალო დონე, 12 სამუშაო დღის ვადაში არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რისკის შეფასების ფორმის დარჩენილი პუნქტების შევსებას აგრძელებს სოციალური მუშაკი და ახორციელებს არასრულწლოვან მსჯავრდებულთან არაუმეტეს 3 შეხვედრას, საიდანაც 1 შეხვედრა მოიცავს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ოჯახში ვიზიტს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი შეფასების დასრულებისას, სოციალური მუშაკი ადგენს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის მიერ განმეორებითი დანაშაულის ჩადენის ალბათობის ხარისხს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რისკის შეფასების ფორმის პირველი ნაწილის  4.3; 4.5; 4.6; 4.7; 4.10; 4.13; 4.16; 4.18; 4.20; 4.21; 4.22; 4.24; 5.1; 5.4; 6.4; 6.5; 6.6; 6.9; 7.1; 7.5; 7.10 და 7.17 ქვეპუნქტებში ასახული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, ზიანის რისკის მაჩვენებელთან ერთობლიობაში. 3. განმეორებითი დანაშაულის ჩადენის ალბათობა  შეიძლება იყოს დაბალი, საშუალო ან მაღალი ხარისხის. 4. განმეორებითი დანაშაულის ჩადენის ალბათობის დაბალი და საშუალო ხარისხის დადგენისას, სოციალური მუშაკი, საჭიროების შემთხვევაში, ხოლო განმეორებითი დანაშაულის ჩადენის ალბათობის მაღალი ხარისხის დადგენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართავს პრობაციის ბიუროს/პრობაციის ოფიცერთა ჯგუფის უფროსს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ფსიქოლოგთან შეხვედრის თაობაზე. 5. პრობაციის ბიუროს/პრობაციის ოფიცერთა ჯგუფის უფროსი ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მიმართვას საქმის მწარმოებელ პრობაციის ოფიცერს უგზავნის ცნობის სახით, ხოლო შესაბამის ფსიქოლოგს – შესასრულებლად, რომელიც არასრულწლოვანი მსჯავრდებულის პრობაციის ბიუროში მომდევნო გამოცხადების დღიდან 7 სამუშაო დღის ვადაში არაუმეტეს ორჯერ ხვდება არასრულწლოვან მსჯავრდებულს და ავსებს ბრძანების  №3 დანართით დადგენილ ფორმებს. არასრულწლოვან მსჯავრდებულთან ფსიქოლოგის პირველი შეხვედრის თარიღსა და დროს  ათანხმებს სოციალური მუშაკი. 6. განსაკუთრებული საჭიროებისას, თუ არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შესაფასებლად არ არის საკმარისი ამ მუხლის პირველი ან მე-5 პუნქტებით დადგენილი ვადა, შესაფასებლად დამატებითი ვადის მოთხოვნით სოციალური მუშაკი/ფსიქოლოგი პრობაციის ოფიცერთან შეთანხმებით მიმართავს პრობაციის ბიუროს/პრობაციის ოფიცერთა ჯგუფის უფროსს. დამატებითი ვადა განისაზღვრება არაუმეტეს 7 სამუშაო დღით. 7. თუ შეფასების პროცესში ფსიქოლოგი არ ყოფილა ჩართული, შეფასების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში იკრიბება მულტიდისციპლინური გუნდი პრობაციის ოფიცრისა და სოციალური მუშაკის შემადგენლობით, ხოლო შეფასების პროცესში ფსიქოლოგის მონაწილეობის შემთხვევაში, მულტიდისციპლინური გუნდის შემადგენლობაში ასევე შედის ფსიქოლოგი. 8. მულტიდიციპლინური გუნდის შეკრებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დგება სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმა, რომელიც ეცნობა არასრულწლოვან მსჯავრდებულს პრობაციის ბიუროში მისი  მომდევნო გამოცხადების დღეს. 9. მულტიდისციპლინური გუნდის შეხვედრისას,  პრობაციის ოფიცერი აფორმებს  ბრძანების №4 დანართით განსაზღვრულ ჩანაწერს. მუხლი 5🔗. ზიანის რისკის მაღალი დონის განსაზღვრისას განსახორციელებელი პროცედურები 1. იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთა ზიანის რისკის მაღალი დონე, სოციალური მუშაკი დაუყოვნებლივ მიმართავს პრობაციის ბიუროს/პრობაციის ოფიცერთა ჯგუფის უფროსს, არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რისკის შეფასების პროცესში  ფსიქოლოგის ჩართვასთან დაკავშირებით, რომელიც საქმეს გადასცემს შესაბამის ფსიქოლოგს. 2. საქმის მიღების შემდეგ ფსიქოლოგი, პრობაციის ბიუროში არასრულწლოვანი მსჯავრდებულის არაუგვიანეს მომდევნო გამოცხადებიდან 12 სამუშაო დღის ვადაში, ახორციელებს მსჯავრდებულთან არაუმეტეს 3 შეხვედრას, საიდანაც საჭიროების შემთხვევაში, 1 ვიზიტს ახორციელებს მსჯავრდებულის ოჯახში და ავსებს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რისკის შეფასების პირველი ნაწილის შემდეგ პუნქტებს: ა) მე-3 პუნქტი – არასრულწლოვნის ფიზიკური განვითარება და ჯანმრთელობის მდგომარეობა – 3.1; 3.2  და 3.5 ქვეპუნქტები; ბ) მე-4 პუნქტი – არასრულწლოვნის ემოციური, კოგნიტური განვითარება და ქცევითი თავისებურებანი – სრულად. 3. არასრულწლოვან მსჯავრდებულთან ფსიქოლოგის პირველი შეხვედრის თარიღსა და დროს  ათანხმებს სოციალური მუშაკი. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ფსიქოლოგისათვის საქმის გადაცემის შემდეგ სოციალური მუშაკი ახორციელებს არაუმეტეს 3 შეხვედრას, საიდანაც 1 შეხვედრა მოიცავს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ოჯახში ვიზიტს და ავსებს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რისკის შეფასების პირველი ნაწილის შემდეგ პუნქტებს: ა) მე-5 პუნქტი – არასრულწლოვნის განათლება, პროფესიული მომზადება,სპორტული საქმიანობა და სამუშაო გამოცდილება – სრულად; ბ) არასრულწლოვნის ოჯახი და საცხოვრებელი გარემო – სრულად; გ)არასრულწლოვანის სოციალური ქსელი და ურთიერთობები – სრულად. 5. განსაკუთრებული საჭიროებისას, თუ არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შესაფასებლად არ არის საკმარისი ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით დადგენილი ვადა, შესაფასებლად, დამატებითი ვადის მოთხოვნით, სოციალური მუშაკი/ფსიქოლოგი პრობაციის ოფიცერთან შეთანხმებით მიმართავს პრობაციის ბიუროს/პრობაციის ოფიცერთა ჯგუფის უფროსს. დამატებითი ვადა განისაზღვრება არაუმეტეს 7 სამუშაო დღით. 6. განმეორებითი დანაშაულის ჩადენის ალბათობის ხარისხის განსაზღვრა ხორციელდება მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, რომელიც იკრიბება და მოქმედებს ამ ბრძანების მე-4 მუხლის მე-7-მე-9 პუნქტების შესაბამისად. მუხლი 6🔗. სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმა 1. სასჯელის აღსრულების ინდივიდუალურ გეგმას (შემდგომში – გეგმა) ადგენს მულტიდისციპლინური გუნდი, ბრძანების №5 დანართით დადგენილი ფორმით, ხოლო ამ ბრძანების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გეგმა დგება პრობაციის ოფიცრის მიერ ბრძანების №2 დანართის პირველი ნაწილის მე-10 პუნქტში გათვალისწინებული რეკომენდაციების საფუძველზე. 2. მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შემუშავებული გეგმის შევსება ხორციელდება პრობაციის ოფიცრის მიერ. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმა თანხმდება არასრულწლოვან მსჯავრდებულთან და მის კანონიერ წარმომადგენელთან, რაც დასტურდება გეგმაზე არასრულწლოვანი მსჯავრდებულის და კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით. იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი მსჯავრდებული ან კანონიერი წარმომადგენელი უარს აცხადებს გეგმის ხელმოწერაზე, დოკუმენტში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზის აღნიშვნით. გეგმის ხელმოწერაზე უარი არ აფერხებს გეგმის აღსრულებას. 4. გეგმის განხორციელების პროცესში სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის მიერ გაწეული მომსახურებისასб ივსება ბრძანების №6 დანართით დადგენილი ფორმა. მუხლი 7🔗.  სარეაბილიტაციო პროგრამები ზიანის რისკის დონისა და განმეორებითი დანაშაულის ჩადენის ალბათობის ხარისხის მიხედვით, არასრულწლოვანი მსჯავრდებული მონაწილეობს სარეაბილიტაციო პროგრამებში შემდეგი წესით: ა) ზიანის რისკის დაბალი დონის და განმეორებითი დანაშაულის ჩადენის ალბათობის დაბალი ხარისხის შემთხვევაში, არასრულწლოვან მსჯავრდებულს განესაზღვრება ნებაყოფლობითი ხასიათის სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობა; ბ) ზიანის რისკის დაბალი დონის და განმეორებითი დანაშაულის ჩადენის ალბათობის საშუალო ხარისხის შემთხვევაში, არასრულწლოვან მსჯავრდებულს განესაზღვრება ნებაყოფლობით ან   სავალდებულო სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობა; გ) ზიანის რისკის დაბალი დონის და განმეორებითი დანაშაულის ჩადენის ალბათობის მაღალი ხარისხის შემთხვევაში, არასრულწლოვან მსჯავრდებულს განესაზღვრება სავალდებულო სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობა. ამასთან, შეიძლება განესაზღვროს ნებაყოფლობით სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობაც; დ) ზიანის რისკის საშუალო დონის და განმეორებითი დანაშაულის ჩადენის ალბათობის დაბალი ხარისხის შემთხვევაში, არასრულწლოვან მსჯავრდებულს განესაზღვრება სავალდებულო სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობა. ამასთან, შეიძლება განესაზღვროს ნებაყოფლობით სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობაც; ე) ზიანის რისკის საშუალო დონის და განმეორებითი დანაშაულის ჩადენის ალბათობის საშუალო ხარისხის შემთხვევაში, არასრულწლოვან მსჯავრდებულს განესაზღვრება სავალდებულო სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობა. ამასთან, შეიძლება განესაზღვროს ნებაყოფლობით სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობაც; ვ) ზიანის რისკის საშუალო დონის და განმეორებითი დანაშაულის ჩადენის ალბათობის მაღალი ხარისხის შემთხვევაში, არასრულწლოვან მსჯავრდებულს განესაზღვრება სავალდებულო სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობა. ამასთან, შეიძლება განესაზღვროს ნებაყოფლობით სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობაც; ზ) ზიანის რისკის მაღალი დონის და განმეორებითი დანაშაულის ჩადენის ალბათობის დაბალი ხარისხის შემთხვევაში, არასრულწლოვან მსჯავრდებულს განესაზღვრება სავალდებულო სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობა. ამასთან, შეიძლება განესაზღვროს ნებაყოფლობით სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობაც; თ) ზიანის რისკის მაღალი დონის და განმეორებითი დანაშაულის ჩადენის ალბათობის საშუალო ხარისხის შემთხვევაში, არასრულწლოვან მსჯავრდებულს განესაზღვრება სავალდებულო სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობა. ამასთან, შეიძლება განესაზღვროს ნებაყოფლობით სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობაც; ი) ზიანის რისკის მაღალი დონის და განმეორებითი დანაშაულის ჩადენის ალბათობის მაღალი ხარისხის შემთხვევაში, არასრულწლოვან მსჯავრდებულს განესაზღვრება სავალდებულო სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობა. ამასთან, შეიძლება განესაზღვროს ნებაყოფლობით სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობაც. მუხლი 8🔗. გეგმის შესრულების მონიტორინგი და გეგმის დასრულების შემდგომ მსჯავრდებულის მდგომარეობის ზედამხედველობა 1. გეგმის მონიტორინგი ხორციელდება გეგმის დასრულების ეტაპზე, არასრულწლოვანი მსჯავრდებულისათვის გეგმით გაწერილი ღონისძიებების შედეგების შეფასების მიზნით. 2. გეგმის შესრულების მონიტორინგს ახორციელებს გეგმის დოკუმენტში მიზნის მიღწევაზე პასუხისმგებელი პირი/პირები. 3. თუ მიზნის მიღწევაზე პასუხისმგებელი პირი არის სოციალური მუშაკი, მონიტორინგის განხორციელების პროცესში ივსება ბრძანების №7 დანართით დადგენილი ფორმა, ხოლო თუ მიზნის მიღწევაზე პასუხისმგებელი პირი არის ფსიქოლოგი, მონიტორინგის განხორციელების პროცესში ივსება ბრძანების №3 დანართით დადგენილი ფორმა. 4. გეგმის შესრულების მონიტორინგის შედეგების შეფასების მიზნით, გეგმის შესრულების ვადის ამოწურვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, იკრიბება მულტიდისციპლინური გუნდი, რომელიც ასევე განსაზღვრავს გეგმის დასრულების შემდგომ არასრულწლოვანი მსჯავრდებულის მდგომარეობის ზედამხედველობაზე პასუხისმგებელ  პირს/პირებს. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები პრობაციის ოფიცერს წარედგინება მულტიდისციპლინური გუნდის შეხვედრაზე. 6. თუ მჯავრდებულის მიმართ დადგენილი საპრობაციო ვადა შეადგენს 18 თვეს ან ნაკლებს, გეგმის დასრულების შემდგომ მსჯავრდებულის მდგომარეობის ზედამხედველობა ხორციელდება ყოველ 3 თვეში ერთხელ, ხოლო თუ საპრობაციო ვადა 18 თვეზე მეტია, ზედამხედველობა ხორციელდება ყოველ 6 თვეში ერთხელ. ამ პერიოდში სოციალური მუშაკი  არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ოჯახში ახორციელებს არანაკლებ ერთ ვიზიტს. 7. გეგმის დასრულების შემდგომ არასრულწლოვანი მსჯავრდებულის მდგომარეობის ზედამხედველობას ახორციელებს ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი/პირები ბრძანების №3 და №7 დანართებით დადგენილი ფორმებით. 8. გეგმის შესრულების მონიტორინგის ან გეგმის დასრულების შემდგომ არასრულწლოვანი მსჯავრდებულის მდგომარეობის ზედამხედველობის განხორციელებისას, თუ არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ცხოვრებაში  გამოიკვეთა ისეთი სახის ცვლილება, რაც არსებითად ცვლის მის მდგომარეობას, პრობაციის ოფიცერთან შეთანხმებით, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ დაუყოვნებლივ ხორციელდება გეგმაში ცვლილების შეტანა ან ახალი გეგმის შედგენა. 9. მულტიდისციპლინური გუნდი გეგმაში ცვლილების შეტანას ან ახალი გეგმის შედგენას ახორციელებს შეკრებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ამ ბრძანების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის  შესამაბისად.