შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და გაიანას კოოპერატიული რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გამოთქვამენ რა სურვილს ხელი შეუწყონ თავიანთი სახელმწიფოს მოქალაქეთა შესვლას მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე და გამოსვლას ამ ტერიტორიიდან და მიმოსვლას ორ ქვეყანას შორის,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
ორივე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ, ოფიციალურ და სამსახურებრივ პასპორტებს, უფლება აქვთ ვიზის გარეშე შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ და დარჩნენ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, შესვლის თარიღიდან არა უმეტეს 90 (ოთხმოცდაათი) დღისა 180 (ასოთხმოცი) დღის განმავლობაში.
1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი მოქალაქეები, რომლებიც მივლინებულნი არიან მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე განთავსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, საკონსულო დაწესებულებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში სამუშაოდ, პირველადი შესვლისათვის არ საჭიროებენ ვიზას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები ვრცელდება აღნიშნულ პირთა ოჯახის წევრებზე, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ, ოფიციალურ და სამსახურებრივ პასპორტებს.
3. (1) და (2) პუნქტებში მითითებულმა პირებმა შესვლიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში უნდა გაიარონ შესაბამისი აკრედიტაცია.
4. თითოეული მხარე ვალდებულია (1) და (2) პუნქტებში მითითებულ პირებზე გასცეს შესაბამისი აკრედიტაცია 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში.
თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ, ოფიციალურ და სამსახურებრივ პასპორტებს, უფლებამოსილნი არიან შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორია და დატოვონ ეს ტერიტორია საერთაშორისო მიმოსვლისთვის ნებადართული ნებისმიერი სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით.
1. ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ, ოფიციალურ და სამსახურებრივ პასპორტებს, მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში დაიცავენ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში მოქმედ კანონმდებლობას.
2. წინამდებარე შეთანხმება არ ზღუდავს ხელშემკვრელ მხარეთა უფლებას უარი უთხრან შესვლაზე ან აღკვეთონ მათ სახელმწიფოს ტერიტორიაზე იმ მოქალაქეების ყოფნა, რომლებსაც ისინი მიუღებლად მიიჩნევენ.
1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, საჯარო წესრიგის ან ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს ამ შეთანხმების მოქმედება.
2. ამ შეთანხმების მოქმედების ამგვარი შეჩერების და ამ შეჩერების შემდგომი გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება მეორე ხელშემკვრელ მხარეს დიპლომატიური არხების მეშვეობით.
1. ხელშემკვრელი მხარეები დიპლომატიური არხების საშუალებით გაცვლიან თავიანთი მოქმედი დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების ნიმუშებს, წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერის დღიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში.
2. ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს აცნობებენ ამ ნიმუშებში შეტანილი ცვლილებების შესახებ ცვლილებების ძალაში შესვლამდე არანაკლებ 30 (ოცდაათი) დღით ადრე.
3. ხელშემკვრელი მხარეები დიპლომატიური არხების მეშვეობით ერთმანეთს მიაწვდიან, მათი ახალი ან შეცვლილი დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების ნიმუშებს, ამ დოკუმენტების აღწერილობასთან ერთად მათ ძალაში შესვლამდე სულ მცირე 30 (ოცდაათი) დღით ადრე.
წინამდებარე შეთანხმება არ ახდენს გავლენას ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფოთა ტერიტორიებზე მოქმედ შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაზე, რომლებიც არეგულირებს უცხოელთა ქვეყანაში შესვლას, გასვლასა და გადაადგილებას, თუ წინამდებარე შეთანხმების დებულებები აუარესებს ორივე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეების შესვლისა და ყოფნის პირობებს მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წინამდებარე შეთანხმებაში, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომელიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ისეთივე წესით, როგორი წესითაც ეს შეთანხმება შედის ძალაში. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტი წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
წინამდებარე შეთანხმების იმპლემენტაციასთან და ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავები გადაწყდება კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკებების გზით.
წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება დიპლომატიური არხების მეშვეობით მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. წინამდებარე შეთანხმება მოქმედებას შეწყვეტს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ ასეთი შეტყობინების მიღების დღიდან 90 დღის შემდეგ.
წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ხელშემკვრელ მხარეთა მიერ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან.
შესრულებულია 2015 წლის 24 მარტს ქ. ჯორჯთაუნში, ორ დედნად, თითოეული ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. ხელშემკვრელ მხარეთა მიერ წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის გაიანას კოოპერატიული რესპუბლიკის მთავრობის
სახელით სახელით
(ხელმოწერილია) (ხელმოწერილია)