⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.09.2015)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.06.2015
ძალაში შესვლა 01.07.2015
ძალის დაკარგვა 01.09.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №60
სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.038.016475
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/06/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,044 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.06.2015 მიღება
01.07.2015 ძალაში შესვლა
01.09.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ დევდარიანი მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №60 2015 წლის 25 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის  19 ივნისის  №275 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 20  ივლისის №137 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიბესიკ დევდარიანი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗 ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და  პრობაციის  სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ადმინისტრაციული დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2🔗 1. დეპარტამენტი არის სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში შემავალი  სტრუქტურული ქვედანაყოფი. 2. დეპარტამენტი თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. მუხლი 3🔗 დეპარტამენტი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით. მუხლი 4🔗 დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 5🔗 დეპარტამენტს აქვს ბეჭდები და შტამპები, რომელთა ნიმუშებს ამტკიცებს მინისტრი. მუხლი 6🔗 დეპარტამენტის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, სანდრო ეულის ქ. №3. თავი II დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები მუხლი 7🔗 დეპარტამენტის ამოცანებია: ა) სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის უზრუნველყოფა; ბ) სამინისტროს საქმისწარმოების უზრუნველყოფა; გ) სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა; დ) სამინისტროს საარქივო საქმიანობის უზრუნველყოფა; ე) სამინისტროს საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა. მუხლი 8🔗 დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) ადამიანური რესურსების მართვა და შესაბამისი გეგმის შემუშავება; ბ) საშტატო ნუსხის სისტემატიზაცია და არსებული საჭიროებების აღრიცხვა, საშტატო ნუსხით გათვალისწინებული პოზიციების შესაბამისი სამუშაო აღწერილობების შემუშავება და მათი პერიოდული განახლება; გ) სამინისტროს მოსამსახურეთა საქმიანობის შეფასების თანამედროვე სისტემის დანერგვა და შეფასების პროცესის მონიტორინგი; დ) არსებული ადამიანური რესურსების სტაბილურობის, მოძრაობისა და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების შემუშავება, პერიოდული ანალიზი, მოსამსახურეთა აზრის პერიოდული კვლევა და ანალიზი, შეფასება და რეკომენდაციის შემუშავება; ე) სამინისტროს მოსამსახურეთა პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საჭირო ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება; ვ) სამინისტროს სისტემაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების ორგანიზება; ზ) შრომითი ხელშეკრულებების მომზადება და მათი დადების ორგანიზება; თ) სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და სტაჟირების პროცესის კოორდინაცია; ი) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაყვანის, გათავისუფლების, დათხოვნის, კადრების განკარგულებაში აყვანის, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა გამოყენების, დაწინაურების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების, შესაბამისი წარდგინებების მომზადება, სამინისტროს მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებისა და ადამიანური რესურსების საკითხებთან დაკავშირებულ ღონისძიებათა განხორციელება; კ) სამინისტროს მოსამსახურეთათვის სახელფასო და სამსახურებრივი ცნობების გაცემა; ლ) სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის გასავლელად წვევამდელებთან გასაფორმებელი კონტრაქტების მომზადება და სამხედრო ნამსახურების ბარათების წარმოება, დოკუმენტების მომზადება სამხედო სავალდებულო სამსახურში ჩარიცხვის, სამხედრო წოდების მინიჭების, გადაადგილებისა და დათხოვნის შესახებ, აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი ელექტრონული ბაზების წარმოება, აგრეთვე თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების შესაბამის ორგანოებთან მიმოწერა წვევამდელთა სამხედრო სავალდებულო სამსახურში ჩარიცხვისა და დათხოვნის შესახებ; მ) სამინისტროს უფლებამოსილ მოსამსახურეებზე დადგენილი ნიმუშის სამსახურებრივი მოწმობების, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა; ნ) სამინისტროს შინაგანაწესის შემუშავება, მისი პერიოდული განახლება და მინისტრისთვის წარდგენა; ო) კომპეტენციის ფარგლებში სოციალური საკითხების გადაწყვეტა და საპენსიო საბუთების გაფორმება ნამსახურობის წლების მიხედვით; პ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სამხედრო და სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების საკითხთა მომზადება; ჟ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (რანგირების მიხედვით) სამინისტროს მოხელეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების ორგანიზება; რ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებების საშვების დამზადება, გაცემა და აღრიცხვა; ს) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე საზოგადოების ინფორმირება; ტ) პრესკონფერენციების, ბრიფინგების, შეხვედრების, სემინარებისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა; უ) სამინისტროს ვებგვერდის წარმოება-განახლების მიზნით, სტრუქტურული ერთეულებიდან მოწოდებული ინფორმაციის (მასალის) შეკრება, დამუშავება და ვებგვერდზე განთავსება; ფ) სამინისტროს სისტემაში გამართული ღონისძიებების გაშუქების ორგანიზება, სამინისტროს საქმიანობის შესახებ სხვადასხვა სახის საინფორმაციო მასალის მომზადება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის მიწოდება; ქ) სამინისტროში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება, საქმისწარმოების საკითხების შესახებ ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა; ღ) სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით ერთიანი საქმისწარმოებისა და საარქივო საქმიანობის  უზრუნველყოფა; ყ) სამინისტროში მოსულ ვიზიტორთა შემოსვლის უზრუნველყოფა (საშვის გაცემა) და კონტროლი; შ) კორესპონდენციის აღრიცხვა, დამუშავება, განაწილება, დოკუმენტაციის დროულად შესრულების კონტროლი, სამინისტროში აღრიცხული კორესპონდენციის სტატისტიკის წარმოება; ჩ) საკონტროლო კორესპონდენციის განსაზღვრის უზრუნველყოფა; ც) მინისტრის/პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებების რეგისტრაცია და ადრესატებისათვის დაგზავნა; ძ) კომპეტენციის ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეაგირება; წ) სამინისტროსთვის საჭირო ბლანკების, ბეჭდებისა და შტამპების გამოყენების აღრიცხვა და კონტროლი; ჭ) საქმისწარმოებაში დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და გადაცემა არქივისათვის, არსებული წესის შესაბამისად; ხ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა; ჯ) სამინისტროს მოქალაქეთა მისაღების მუშაობის უზრუნველყოფა; ჰ) კომპიუტერული ტექნიკისა და ლოკალური კომპიუტერული ქსელის გამართულად მუშაობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ჰ​1) ინტერნეტთან კავშირის უზრუნველყოფა და სამინისტროს პერსონალის ინტერნეტრესურსებზე დაშვების უფლების განსაზღვრა; ჰ​2) სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის ადმინისტრირება; ჰ​3) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე მინისტრის  მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება. მუხლი 9🔗 დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველო; ბ) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო; გ) მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველო; დ) საქმისწარმოების სამმართველო; ე) არქივის სამმართველო; ვ) საიდუმლო საქმისწარმოების სამმართველო. მუხლი 10🔗 საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველო: ა) უზრუნველყოფს კომპიუტერული ტექნიკისა და ლოკალური კომპიუტერული ქსელის გამართულად მუშაობასა და უსაფრთხოებას; ბ) უზრუნველყოფს ინტერნეტთან კავშირს და განსაზღვრავს სამინისტროს პერსონალის ინტერნეტ რესურსებზე დაშვების უფლებას; გ) ახორციელებს სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის ადმინისტრირებას; დ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრის  მიერ დაკისრებულ დავალებებს. მუხლი 11🔗 ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო: ა) უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების მართვასა და შესაბამისი გეგმის შემუშავებას; ბ) ახორციელებს საშტატო ნუსხის სისტემატიზაციას და არსებული საჭიროებების აღრიცხვას, საშტატო ნუსხით გათვალისწინებული პოზიციების შესაბამისი სამუშაო აღწერილობების შემუშავებასა და მათ პერიოდულ განახლებას; გ) უზრუნველყოფს სამინისტროს მოსამსახურეთა საქმიანობის შეფასების თანამედროვე სისტემის დანერგვასა და შეფასების პროცესის მონიტორინგს; დ) ახორციელებს არსებული ადამიანური რესურსების სტაბილურობის, მოძრაობისა და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებასა და პერიოდულ ანალიზს, მოსამსახურეთა აზრის პერიოდულ კვლევასა და ანალიზს, შეფასებასა და რეკომენდაციების შემუშავებას; ე) გეგმავს და ახორციელებს სამინისტროს მოსამსახურეთა პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საჭირო ღონისძიებებს; ვ) ორგანიზებას უწევს სამინისტროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებას; ზ) ორგანიზებას უწევს შრომითი ხელშეკრულებების მომზადებასა და დადებას; თ) კოორდინაციას უწევს სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას და სტაჟირების პროცესს; ი) ახორციელებს სამინისტროს მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაყვანის, გათავისუფლების, დათხოვნის, კადრების განკარგულებაში აყვანის, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა გამოყენების, დაწინაურების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტებისა და შესაბამისი წარდგინებების მომზადებას, სამინისტროს მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას და ადამიანური რესურსების საკითხებთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებს; კ) გასცემს სამინისტროს მოსამსახურეთათვის სახელფასო და სამსახურებრივ ცნობებს; ლ) ახორციელებს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის გასავლელად წვევამდელებთან გასაფორმებელი კონტრაქტების მომზადებასა და სამხედრო ნამსახურების ბარათების წარმოებას, დოკუმენტების მომზადებას სამხედრო სავალდებულო სამსახურში ჩარიცხვის, სამხედრო წოდების მინიჭების, გადაადგილებისა და დათხოვნის შესახებ, აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი ელექტრონული ბაზების წარმოებას, თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების შესაბამის ორგანოებთან მიმოწერას წვევამდელთა სამხედრო სავალდებულო სამსახურში ჩარიცხვისა და დათხოვნის შესახებ; მ) გასცემს სამინისტროს უფლებამოსილ მოსამსახურეებზე დადგენილი ნიმუშის სამსახურებრივ მოწმობებს, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელ მოწმობებს; ნ) ახორციელებს სამინისტროს შინაგანაწესის შემუშავებას, მის პერიოდული განახლებასა და მინისტრისთვის წარდგენას; ო) უზრუნველყოფს კომპეტენციის ფარგლებში სოციალური საკითხების გადაწყვეტასა და საპენსიო საბუთების გაფორმებას ნამსახურობის წლების მიხედვით; პ) ამზადებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სამხედრო და სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების საკითხებს; ჟ) ორგანიზებას უწევს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (რანგირების მიხედვით) სამინისტროს მოხელეთათვის საკლასო ჩინების მინიჭებას; რ) ახორციელებს სამინისტროს ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებების საშვების დამზადებას, აღრიცხვასა და გაცემას; ს) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრის  მიერ დაკისრებულ დავალებებს. მუხლი 12🔗 მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველო: ა) უზრუნველყოფს სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე საზოგადოების ინფორმირებას; ბ) ორგანიზებას უწევს პრესკონფერენციების, ბრიფინგების, შეხვედრების, სემინარებისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობას; გ) სამინისტროს ვებგვერდის წარმოება-განახლების მიზნით ახორციელებს სტრუქტურული ერთეულებიდან მოწოდებული ინფორმაციის (მასალის) შეკრებას, დამუშავებას და ვებგვერდზე განთავსებას; დ) ახორციელებს სამინისტროს სისტემაში გამართული ღონისძიებების გაშუქების ორგანიზებას, სამინისტროს საქმიანობის შესახებ სხვადასხვა სახის საინფორმაციო მასალის მომზადებას და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის მიწოდებას; ე) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრის  მიერ დაკისრებულ დავალებებს. მუხლი 13🔗 საქმისწარმოების სამმართველო: ა) ახორციელებს სამინისტროში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგების, საქმისწარმოების საკითხების შესახებ ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავებასა და დანერგვას; ბ) უზრუნველყოფს ერთიან საქმისწარმოებას სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით; გ) ორგანიზებას უწევს სამინისტროში მოსულ ვიზიტორთათვის საშვის გაცემასა და კონტროლს; დ) უზრუნველყოფს საქმეთა ნაერთი ნომენკლატურის შედგენას; ე) უზრუნველყოფს კორესპონდენციის აღრიცხვას, დამუშავებას, განაწილებას, დოკუმენტაციის დროულად შესრულების კონტროლს და  სამინისტროში აღრიცხული კორესპონდენციის სტატისტიკის წარმოებას; ვ) ახორციელებს საკონტროლო კორესპონდენციის განსაზღვრას; ზ) უზრუნველყოფს მინისტრის/პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებების რეგისტრაციასა და ადრესატებისათვის დაგზავნას; თ) უზრუნველყოფს ნომენკლატურის შესაბამისად საქმეთა ფორმირებასა და საუწყებო არქივისათვის გადაცემას; ი) ახორციელებს კომპეტენციის ფარგლებში კორესპონდენციის განხილვას და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეაგირებას; კ) უზრუნველყოფს სამინისტროსთვის საჭირო ბლანკების, ბეჭდებისა და შტამპების გამოყენების აღრიცხვასა და კონტროლს; ლ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს საქმისწარმოებაში დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვას, დამუშავებასა და გადაცემას არქივისათვის; მ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრის  მიერ დაკისრებულ დავალებებს. მუხლი 14🔗 არქივის სამმართველო: ა) უზრუნველყოფს მუდმივად და ხანგრძლივად შესანახი დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარებასა და სახელმწიფო არქივისთვის გადაცემას ნომენკლატურით განსაზღვრული ვადის გათვალისწინებით; ბ) ახორციელებს არქივში დაცული დოკუმენტაციის აღრიცხვასა და შესაბამისი რეესტრის წარმოებას; გ) უზრუნველყოფს საქმისწარმოების სამმართველოსა და სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულებისაგან საუწყებო არქივის დოკუმენტებით შევსებას; დ) ახორციელებს საარქივო საქმის წარმოებას, სახელმწიფო საარქივო ფონდში შესანახად განკუთვნილი დოკუმენტების დაცვას მატერიალური და ელექტრონული ფორმით, კანონმდებლობით დადგენილი წესით; ე) უზრუნველყოფს დაცული დოკუმენტების ასლისა და ამონაწერის გაცემას საამისოდ უფლებამოსილ პირებზე; ვ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრის  მიერ დაკისრებულ დავალებებს. მუხლი 15🔗 საიდუმლო საქმისწარმოების სამმართველო: ა) შეიმუშავებს საიდუმლო საქმეთა ნომენკლატურას; ბ) ახორციელებს საიდუმლო დოკუმენტბრუნვის სისტემატიზაციასა და საიდუმლო საქმისწარმოებას; გ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვასა და შიდაინფორმაციულ წესრიგს; დ) უზრუნველყოფს შემოსული და გასული საიდუმლო კორესპონდენციის რეგისტრაციას, კლასიფიცირებას, ხელმძღვანელ თანამდებობის პირთათვის და თანამშრომლებისთვის დროულ მიწოდებას; ე) ამზადებს მოსამსახურეთა თანამდებობრივ ნომენკლატურებს, რომლებიც ექვემდებარება განსაკუთრებული მნიშვნელობის, სრულიად საიდუმლო და საიდუმლო ცნობებთან დაშვებას; ვ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების მიზნით საიდუმლო დოკუმენტებთან პირთა დაშვებას; ზ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საიდუმლო დოკუმენტების ასლების დამოწმებასა და დოკუმენტებიდან ამონაწერების მომზადებას; თ) ნომენკლატურის შესაბამისად, ახორციელებს დამთავრებული საქმეების საუწყებო არქივისთვის ჩასაბარებლად მომზადებას; ი) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრის  მიერ დაკისრებულ დავალებებს. თავი III  დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები მუხლი 16🔗 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა ან/და კურატორი მინისტრის  მოადგილის წინაშე. 3. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს, წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე; ბ) თვალყურს ადევნებს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას; გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის სამმართველოებს შორის; დ) ანაწილებს დეპარტამენტში შემოსულ კორესპონდენციას დეპარტამენტის სამმართველოებს შორის; ე) პერიოდულად აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ; ვ) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას; ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრს ან/და კურატორი მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების შესახებ; თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს გენერალურ ინსპექციას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ი) მინისტრს ან/და კურატორი მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად; კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის სამმართველოს უფროსების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ; მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას მინისტრის ბრძანებით ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე. მუხლი 17🔗 1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს; გ) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას; დ) ასრულებს მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს და მითითებებს; ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. მუხლი 18🔗 1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამმართველოს უფროსი: ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და წყვეტს სამმართველოს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) ანაწილებს მოვალეობებსა და საქმეებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივ და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; გ)  ახორციელებს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას; დ) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, დეპარტამენტის უფროსისა და მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულებას; ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 19🔗 1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან: ა) მინისტრის მრჩეველი; ბ) მინისტრის თანაშემწე; გ) მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწე; დ) მინისტრის მოადგილეების თანაშემწეები; ე) მრჩეველი; ვ ) მთავარი სპეციალისტი; ზ ) სპეციალისტი. 2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული შესაბამისი სამუშაო აღწერილობებით.