საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 24.06.2015
ძალაში შესვლა 01.07.2015
ძალის დაკარგვა 23.05.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №42
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.038.016456
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/06/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 23.05.2019
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 16.04.2009
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის
ბრძანება №42
2015 წლის 24 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 16 აპრილის №155 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიგიორგი მღებრიშვილი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულება
მუხლი 1🔗
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) იურიდიული დეპარტამენტის (შემდგომში - დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2🔗
1. დეპარტამენტი არის სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში შემავალი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
2. დეპარტამენტი თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
მუხლი 3🔗
დეპარტამენტი თავის საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 4🔗
დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5🔗
დეპარტამენტის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, სანდრო ეულის ქ. №3.
თავი II
დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 6🔗
დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) სამინისტროს სისტემის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ბ) პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და დარჩენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხების განმხილველი სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების (შემდგომში - სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების) საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფა;
მუხლი 7🔗
დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული საპარლამენტო მდივნისათვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელის შეწყობა;
ბ) სამინისტროს საქმიანობას მიკუთვნებულ სფეროში საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და მომზადებაში მონაწილეობა, აგრეთვე, სხვა სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ წარმოდგენილი ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა კომპეტენციის ფარგლებში;
გ) საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული წინადადებების საფუძველზე, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტისა და სხვა სახელმწიფო უწყებებისათვის წარდგენის ორგანიზება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში მინისტრისა და პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან/და ვიზირება;
ე) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების მომზადება ან მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ვ) ყველა ინსტანციის სასამართლოში, მათ შორის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სამინისტროს წარმომადგენლობა, სასამართლო დავების ანალიზი, სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე პრობლემების იდენტიფიცირება, მათზე შესაბამისი წინადადებების მომზადება, სასამართლო დავების სისტემური აღრიცხვა და ერთიანი საინფორმაციო ბაზის წარმოება;
ზ) ფიზიკური და იურიდიული პირების საჩივრების განხილვა ან/და განხილვაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში, გარდა სამედიცინო ხასიათის საჩივრებისა;
თ) სამინისტროში შემოსული და დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;
ი) სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფა, მათ შორის, სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოსა და სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების სხდომების ორგანიზება, საქმის მასალების მომზადება და საბჭოს სხდომის ოქმებისა და გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება, აგრეთვე ადგილობრივი საბჭოების წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში;
კ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მომზადებული ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და მემორანდუმების სამართლებრივი ექსპერტიზა და ვიზირება;
ლ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა, ვიზირება ან/და ექსპერტიზა;
მ) სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის მომზადება და ამ მიზნით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია;
ნ) სამინისტროს სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;
ო) პენიტენციურ დაწესებულებებში სამართლებრივ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირთა საქმიანობისათვის კოორდინაციის გაწევა და მათი საქმიანობის საერთო ზედამხედველობა;
პ) პენიტენციურ დაწესებულებათა მიერ სამართლებრივ საკითხებზე წამოდგენილი წინადადებებისა და მოსაზრებების განხილვა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
ჟ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებით სტრუქტურული ერთეულებისა და ქვედანაყოფებისათვის, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის, აგრეთვე პენიტენციურ დაწესებულებათა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებში განხორციელებულ სიახლეების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება;
რ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე მინისტრისა მიერ დაკისრებული სამართლებრივი ხასიათის დავალებების შესრულება.
თავი III
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები
მუხლი 8🔗
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) სამართალშემოქმედების სამმართველო;
ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;
გ) სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველო;
დ) სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების სამსახურებრივი უზრუნველყოფის სამმართველო.
მუხლი 9🔗
სამართალშემოქმედების სამმართველო:
ა) ხელს უწყობს სამინისტროს საპარლამენტო მდივანს „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული უფლებამოსილებათა განხორციელებაში;
ბ) სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე ამზადებს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებს, აგრეთვე მონაწილეობას იღებს მათ მომზადებაში;
გ) ახორციელებს სხვა სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ წარმოდგენილი ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას კომპეტენციის ფარგლებში;
დ) საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული წინადადებების საფუძველზე, შეიმუშავებს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტს და ახდენს წარდგენის ორგანიზებას საქართველოს მთავრობაში, საქართველოს პარლამენტსა და სხვა სახელმწიფო უწყებებში;
ე) ამზადებს სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმას და ამ მიზნით კოორდინაციას უწევს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობას, აგრეთვე კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს სამინისტროს სამოქმედო გეგმების შემუშავებაში;
ვ) სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე ამზადებს საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის პროექტებს, აგრეთვე მონაწილეობს მის მომზადებაში;
ზ) მონაწილეობს სამინისტროს გამგებლობის სფეროში უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და მემორანდუმების პროექტების მომზადებაში, ახორციელებს მათ ვიზირებას ან/და ექსპერტიზას;
თ) უზრუნველყოფს სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებით სტრუქტურული ერთეულებისა და ქვედანაყოფებისათვის, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის, აგრეთვე პენიტენციურ დაწესებულებათა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებში განხორციელებულ სიახლეების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, განიხილავს შემოსულ კორესპონდენციას და ახდენს შესაბამის რეაგირებას;
კ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრის მიერ დაკისრებული სამართლებრივი ხასიათის დავალებებს.
მუხლი 10🔗
სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო:
ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს მინისტრისა და პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებას ან/და ვიზირებას;
ბ) განიხილავს და საჭიროების შემთხვევაში შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს პენიტენციურ დაწესებულებათა, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ან/და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ სამართლებრივ საკითხებზე წამოდგენილ მოსაზრებებთან დაკავშირებით;
გ) კოორდინაციასა და საერთო ზედამხედველობას უწევს პენიტენციურ დაწესებულებათა სამართლებრივ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირთა საქმიანობას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს შემოსულ კორესპონდენციას და ახდენს შესაბამის რეაგირებას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს პატიმრობის კოდექსის 98-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჩივრების განხილვასა და გადაწყვეტილების პროექტის მომზადებაში;
ვ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრის მიერ დაკისრებული სამართლებრივი ხასიათის დავალებებს.
მუხლი 11🔗
სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს სამინისტროს წარმომადგენლობას ყველა ინსტანციის სასამართლოში, მათ შორის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ასევე სამართალდამცავ ორგანოებთან კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) წარმოადგენს სამინისტროს სამართლებრივი დავების განხილვისას საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში;
გ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს სამინისტროში შემოსულ საჩივრებს ან მონაწილეობს მათ განხილვაში, გარდა სამედიცინო ხასიათის საჩივრებისა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს პატიმრობის კოდექსის 98-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საჩივრების განხილვასა და გადაწყვეტილების პროექტის მომზადებაში;
ე) ახორციელებს სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მომზადებული ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ექსპერტიზასა და ვიზირებას;
ვ) ახორციელებს სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული სასამართლო დავების ანალიზს, ერთიანი საინფორმაციო ბაზის წარმოებას, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს სამინისტროში შემოსულ კორესპონდენციას და ახდენს მასზე შესაბამის რეაგირებას;
თ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრის მიერ დაკისრებულ სამართლებრივი ხასიათის დავალებებს.
მუხლი 12🔗
ადგილობრივი საბჭოების სამსახურებრივი უზრუნველყოფის სამმართველო:
ა) ორგანიზებას უწევს სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს სხდომის გამართვას და აწარმოებს საქმის მასალებს;
ბ) შეიმუშავებს სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს სხდომის ოქმისა და გადაწყვეტილების პროექტებს;
გ) უზრუნველყოფს სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს წარმომადგენლობას ყველა ინსტანციის სასამართლოში;
დ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს შემოსულ კორესპონდენციებს და ახდენს შესაბამის რეაგირებას;
ე) სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამუშავებს და უზრუნველყოფს მსჯავრდებულთა პერსონალური მონაცემების (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები) შენახვას.
ვ) ახორციელებს სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების საქმიანობის საერთო ანალიზს, არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას, საქმეთა სისტემურ აღრიცხვასა და ერთიანი საინფორმაციო ბაზის წარმოებას;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზებას უწევს სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის გამართვას, აწარმოებს საქმის მასალებსა და სხდომის ოქმებს;
თ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრის მიერ დაკისრებული სამართლებრივი ხასიათის დავალებებს.
თავი IV
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, მოსამსახურეები და მათი უფლებამოსილებანი
მუხლი 13🔗
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი;
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე;
3. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს, წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე;
ბ) თვალყურს ადევნებს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის სამმართველოებს შორის;
დ) ანაწილებს დეპარტამენტში შემოსულ კორესპონდენციას დეპარტამენტის სამმართველოებს შორის.
ე) პერიოდულად აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრს ან/და კურატორი მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების შესახებ;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს გენერალურ ინსპექციას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) მინისტრს ან/და კურატორი მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
ი) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის სამმართველოს უფროსების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ;
ლ) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;
მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე, ხოლო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ ამ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილი დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.
მუხლი 14🔗
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებას, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;
გ) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;
დ) ასრულებს მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის ან/და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
მუხლი 15🔗
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და წყვეტს სამმართველოს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) ანაწილებს მოვალეობებსა და საქმეებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივ და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
გ) ახორციელებს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, დეპარტამენტის უფროსისა და მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულებას;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამმართველოს უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის ან/და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
მუხლი 16🔗
1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან:
ა) მრჩევლები;
ბ) მთავარი სპეციალისტები;
გ) სპეციალისტები;
2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით.
მუხლი 17🔗
1. სამართალშემოქმედების სამმართველოს მრჩეველის უფლებამოსილებებია:
ა) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
ბ) საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სხვა ორგანოებიდან შესათანხმებლად შემოსული საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი ექსპერტიზა და შესაბამისი სამართლებრივი დასკვნის პროექტების მომზადება;
გ) სამინისტროს მიერ, კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, გასაფორმებელი მემორანდუმის პროექტის შემუშავება, აგრეთვე სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებული მემორანდუმის პროექტის სამართლებრივი ექსპერტიზა;
დ) საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული წინადადებების საფუძველზე, შესაბამისი ნორმატიული სამართლებრივი აქტის პროექტის შემუშავება.
ე) სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის მომზადება და გეგმის მომზადების მიზნით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისაგან ინფორმაციის მიღება;
ვ) სამინისტროს სამოქმედო გეგმების შემუშავებაში სამართლებრივი დახმარება;
ზ) სამინისტროს, კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადება ან/და სამართლებრივი ექსპერტიზა;
თ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებით სტრუქტურული ერთეულებისა და ქვედანაყოფებისათვის, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის, აგრეთვე პენიტენციური დაწესებულებებისათვის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში განხორციელებული სიახლეების თაობაზე ინფორმაციის მიწოდების კოორდინაცია;
ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე დეპარტამენტის უფროსისა და მოადგილის, ასევე უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სამართლებრივი ხასიათის დავალებების შესრულება.
2. სამართალშემოქმედების სამმართველოს სპეციალისტის უფლებამოსილებებია:
ა) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
ბ) საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სხვა ორგანოებიდან შესათანხმებლად შემოსული საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი ექსპერტიზა და შესაბამისი სამართლებრივი დასკვნის პროექტის მომზადება;
გ) საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული წინადადებების საფუძველზე, შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტის შემუშავება;
დ) სამინისტროს სამოქმედო გეგმების შემუშავებაში სამართლებრივი დახმარება;
ე) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებით სტრუქტურული ერთეულებისა და ქვედანაყოფებისათვის, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის, აგრეთვე პენიტენციური დაწესებულებებისათვის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში განხორციელებული სიახლეების თაობაზე ინფორმაციის მიწოდების კოორდინაცია;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე დეპარტამენტის უფროსისა და მოადგილის, ასევე უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სამართლებრივი ხასიათის დავალებების შესრულება.
მუხლი 18🔗
სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მრჩევლის უფლებამოსილებებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრისა და პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება ან/და სამართლებრივი ექსპერტიზა;
ბ) პენიტენციურ დაწესებულებათა ან/და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ სამართლებრივ საკითხებზე წამოდგენილი მოსაზრებების განხილვა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი წინადადებების მომზადება;
გ) პენიტენციურ დაწესებულებათა სამართლებრივ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირების საქმიანობის კოორდინაცია და საერთო ზედამხედველობა;
დ) შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, პატიმრობის კოდექსის 98-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჩივრების განხილვასა და გადაწყვეტილების პროექტის მომზადებაში მონაწილეობა;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე დეპარტამენტის უფროსისა და მოადგილის, ასევე უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სამართლებრივი ხასიათის დავალებების შესრულება.
მუხლი 19🔗
1. სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს მრჩევლის უფლებამოსილებებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს წარმომადგენლობა საქართველოს საერთო სასამართლოებსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან, მათ შორის, სამართალდამცავ ორგანოებთან;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს სამინისტროში შემოსული საჩივრების განხილვაში, გარდა სამედიცინო ხასიათის საჩივრებისა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს პატიმრობის კოდექსის 98-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საჩივრების განხილვასა და გადაწყვეტილების პროექტის მომზადებაში;
დ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მომზადებული ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ექსპერტიზა;
ე) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული სასამართლო დავების ანალიზი, ერთიანი საინფორმაციო ბაზის წარმოება, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მასზე შესაბამისი რეაგირება;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე დეპარტამენტის უფროსისა და მოადგილის, ასევე უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სამართლებრივი ხასიათის დავალებების შესრულება.
2. სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს სპეციალისტის უფლებამოსილებებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს სამინისტროში შემოსული საჩივრების განხილვაში, გარდა სამედიცინო ხასიათის საჩივრებისა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს პატიმრობის კოდექსის 98-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საჩივრების განხილვასა და გადაწყვეტილების პროექტის მომზადებაში;
გ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მომზადებული ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ექსპერტიზა;
დ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული სასამართლო დავების ანალიზი, ერთიანი საინფორმაციო ბაზის წარმოება, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მასზე შესაბამისი რეაგირება;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე დეპარტამენტის უფროსისა და მოადგილის, ასევე უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სამართლებრივი ხასიათის დავალებების შესრულება.
მუხლი 20🔗
1. სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების სამსახურებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მრჩევლის უფლებამოსილებებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში სამმართველოში შემოსული კორესპოდენციის განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირება;
ბ) მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის თავისუფლების შეზღუდვითა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის საკითხებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულებიდან შემოსული მსჯავრდებულთა მასალების დამუშავება და წარდგენა ადგილობრივი საბჭოს სხდომაზე;
გ) ადგილობრივი საბჭოს სხდომის ოქმების წარმოება;
დ) ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;
ე) ადგილობრივი საბჭოს მიერ განხილული საქმეების რეესტრის წარმოება;
ვ) ადგილობრივი საბჭოების ინტერესების დაცვა სასამართლოში;
ზ) სარჩელის/საჩივრის, შესაგებლის და სასამართლო საქმის განხილვასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის მომზადება;
თ) სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების საქმიანობის საერთო ანალიზი, არსებული პრობლემების იდენტიფიცირება;
ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე დეპარტამენტის უფროსისა და მოადგილის, ასევე უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სამართლებრივი ხასიათის დავალებების შესრულება.
2. ადგილობრივი საბჭოების სამსახურებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის უფლებამოსილებებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში სამმართველოში შემოსული კორესპოდენციის განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირება;
ბ) მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის თავისუფლების შეზღუდვითა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის საკითხებთან დაკავშირებით სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს სხდომების ჩატარების ორგანიზება და სხდომის გამართვასთან დაკავშირებული მოსამზადებელი ღონისძიებების განხორციელება;
გ) სამინისტროს ადგილობრივი საბჭოსა და სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის ოქმების წარმოება;
დ) სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს სხდომების ჩატარების ორგანიზება და სხდომის გამართვასთან დაკავშირებული მოსამზადებელი ღონისძიებების განხორციელება;
ე) სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების საქმიანობის საერთო ანალიზი, არსებული პრობლემების იდენტიფიცირება;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე დეპარტამენტის უფროსისა და მოადგილის, ასევე უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სამართლებრივი ხასიათის დავალებების შესრულება.
3. ადგილობრივი საბჭოების სამსახურებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს სპეციალისტის უფლებამოსილებებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში სამმართველოში შემოსული კორესპოდენციის განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირება;
ბ) სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების საქმიანობის საერთო ანალიზი, არსებული პრობლემების იდენტიფიცირება;
გ) სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოსა და სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს წევრის დანიშვნა/გათავისუფლების/უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;
დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე დეპარტამენტის უფროსისა და მოადგილის, ასევე უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სამართლებრივი ხასიათის დავალებების შესრულება.