საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ იდენტიფიცირებული ინფორმაციის გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.06.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №281
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.018666
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/06/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 319 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბაკურიანის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 25.06.2021 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 09.06.2020 სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფების შექმნისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 02.09.2020 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 88% 05.03.2021 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუშების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 88% 27.06.2023

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ იდენტიფიცირებული ინფორმაციის გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №281 2015 წლის 23 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის მიერ იდენტიფიცირებული ინფორმაციის გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის  ეროვნული სააგენტოსთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის მიერ იდენტიფიცირებული ინფორმაციის გადაცემის წესი“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის  ეროვნული სააგენტოსთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის -  შემოსავლების სამსახურის მიერ იდენტიფიცირებული ინფორმაციის  გადაცემის წესი მუხლი 1🔗  ეს წესი მიზნად ისახავს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სურსათის  ეროვნულ სააგენტოსა (შემდგომში – სააგენტო) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) შორის თანამშრომლობას, სააგენტოს მიერ  სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სრულყოფილი საინფორმაციო ბაზის ფორმირებისთვის. მუხლი  2🔗 1.  შემოსავლების სამსახური, სააგენტოს მოთხოვნის შესაბამისად, აწვდის ბიზნესოპერატორთა (გადასახადის გადამხდელთა) შესახებ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში არსებულ შემდეგ ინფორმაციას: ა) ფაქტობრივი მისამართ(ებ)ის შესახებ (ტერიტორიის კოდის მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში)); ბ)  ერთობლივი შემოსავლის შესახებ; გ) ტელეფონის და/ან ფაქსის ნომრისა და  ელ-ფოსტის  შესახებ. 2. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში, სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით,  დამატებით მიაწოდოს სხვა სახის ინფორმაცია, რომელიც მოცემული არ არის ამ მუხლის  პირველ   პუნქტში. მუხლი 3🔗 სააგენტო უზრუნველყოფს ბიზნესოპერატორების (გადასახადის გადამხდელთა) შესახებ მიღებული ინფორმაციის დაცვას და მის გამოყენებას,  მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით.